ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

როგორ მოახერხა საშუალოევროპული კლასის "რომამ" "ბარსელონას" ატროფირება?

როგორ მოახერხა საშუალოევროპული კლასის "რომამ" "ბარსელონას" ატროფირება?

როგორ მოახერხა საშუალოევროპული კლასის "რომამ" "ბარსელონას" ატროფირება?
"ბარსელონას" "რომასთან" განცდილმა კატასტროფამ შეთქმულების თეორიის მოყვარულები დააეჭვა, რომ ეს შეხვედრა გარიგებული იყო.

შედეგი მართლაც გამაოგნებელი გახლდათ და უფრო მეტად კატალონიური გუნდის ყოვლად უილაჯო თამაში, მესისა და სუარესის გასაოცარი პასიურობა, პიკეს თითქოს განზრახ აკიდებული თერთმეტმეტრიანი, ალბას შეტევაში ჩაურთველობა და ა.შ. თუმცა, უეჭველია, ტოტალიზატორები გუშინ (უფრო სწორად, დღეს) გვარიანად იხეირებდნენ.

▶ როგორ მოიქცა ლიონელ მესი "რომასთან" მატჩის საფინალო სასტვენის შემდეგ [VIDEO]

ახლა ბევრი შემეკამათება "ჯალოროსის" საშუალოევროპული კლასის გუნდად მოხსენიებაზე, მაგრამ ფაქტია, "რომა", მიუხედავად "ბარსას" განადგურებისა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლისა, სადაც შემთხვევით არავინ ხვდება, ევროგრანდი ნამდვილად არაა. იტალიური საზომითაც არც "ნაპოლის" დონისაა და მით უმეტეს, არც "იუვენტუსის", სერია A-ში "ბიანკონერის" მთელი 21 ქულით ჩამორჩება, გასულ ტურში სახლში "ფიორენტინასთან" 0:2 წააგო, ხოლო იმის წინაში სტუმრად "ბოლონიასთან" ფრეს დასჯერდა (1:1).

"კამპ ნოუზე" 4:1 მოგების შემდეგ "ასულგრანას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა, რომ შემდეგ ეტაპზე ჯერ გასულები არ იყვნენ და "ოლიმპიკოზე" საბრძოლველად სათანადოდ მომზადება მართებდათ. ვერ მოემზადნენ, რადგან დროზე ადრე ირწმუნეს გამარჯვება და თავი ქუდში დაიგულეს. როგორც წესი, "ბლაუგრანას" ჩავარდნა თებერვალში ეწყება, რაც ამჯერად არ მოხდა, ახლა კი უკვე ლამის შუა აპრილია. შესაძლოა, მას იგივე დაემართა, რაც "მანჩესტერ სიტის", რომელიც პრემიერლიგას უპრობლემოდ იგებს და ამან გამოიწვია ატროფირება - საკუთარ შესაძლებლობებსა და უძლეველობაში ზედმეტად დარწმუნება. ვინ იცის.

ფულით გარყვნილ საფეხბურთო ევროპაში ძნელია, იპოვო საკუთარი კლუბის ემბლემისთვის მებრძოლი "რომას" დარი გუნდი. დი ფრანჩესკოს გლადიატორებს მართლა სჯეროდათ დაუჯერებლის მიღწევა. აკი მიაღწიეს კიდეც და 34 წლის შემდეგ ისევ გავიდნენ კონტინენტის უპრესტიჟულესი ტურნირის ნახევარფინალში.

ბრძანა კიდეც შეხვედრის წინ დი ფრანჩესკომ, "ჩელსის" 3:0 მოვუგეთ და ეს ანგარიში გვაწყობსო. სტრატეგიაც ავანტიურული აირჩია, რამეთუ კატალონიურ გუნდთან პირველ ნომრად თამაშს რისკიც აღარ ეთქმის. ვერაფერს იტყვი, მოულოდნელობის ეფექტმა იმოქმედა და თავისი საქმე გააკეთა.

ნამატჩევს ეუსებიომ თქვა, რომ 3-4-2-1 ტაქტიკური სქემა მეტოქის კარზე იერიშების უფრო ფართო ფრონტით მისატანად აირჩია, სწრაფი კონტრშეტევების საწარმოებლად, სისწრაფისთვის. კიდევ, სწორად გათვალა, რომ მეორე სართულზე დაჯაბნიდა ვიზავის და მართლაც, რომაელებმა საჰაერო დუელების 75% მოიგეს, რაც ამ სეზონში მისი რეკორდია. მეტოქის ნახევარზე პრესინგიცაა აღსანიშნავი, რის გამოც "ბარსელონამ" საკუთარ ნახევარზე 24-ჯერ დაკარგა ბურთი - ეს კი ტურნირზე მისი ანტირეკორდია.

ნამატჩევს ვალვერდემ დაიჩივლა, რომ მჭიდრო მეურვეობის გამო თავიანთ სტილში ვერ იბურთავეს, მოკლე გადაცემები არ გამოუვიდათ და გრძელით ცდილობდნენ შეტევებს. მხოლოდ ცდილობდნენ. სხვათა შორის, დი ფრანჩესკოს ადრეც გაუნადგურებია ვალვერდე - ევროპა ლიგაზე, როდესაც ის "სასუოლოს" ედგა სათავეში, ვალვერდე კი - "ატლეტიკს"...

0:1-ის შემდეგ, ნაანტრაქტევს "ბარსამ", როგორც იქნა, დაალაგა თამაში, ბურთზე კონტროლი დაამყარა და მაშინ "ჩაიდინა პიკემ საუკუნის გმირობა" და ჯეკო საკუთარ საჯარიმოში მოცელა. ფრანგმა მსაჯმა ტურპინმა თავიდან ვერ გაბედა პენალტის დანიშვნა, მაგრამ ლაინსმენმა ანიშნა და მორცხვად მიუთითა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ.

82-ე წუთზე კი "რომას" გამარჯვება მანოლასმა მოუპოვა, რომელიც ამ სეზონში თავის გუნდში, ალბათ, ყველაზე სუსტი რგოლია, ამჯერად კი მართლაც იფრინა. ესეც ნიშანდობლივი ფაქტია უსაზღვრო თავდადებისა.

კოსტას მანოლასი

საჰაერო ორთაბრძოლები: 3-დან 3

საერთო ორთაბრძოლები: მოგებული 89%

გადაცემების სიზუსტე: 92%

ასეა, როცა საბრძოლველად ვერ განეწყობი და მოწინააღმდეგეს არად ჩააგდებ, მწარე ალიყურსაც მიიღებ. დამსახურებულ ალიყურს, რამეთუ ინდეფერენტულად მყოფისთვის შუა მატჩისას უკვე ძნელია, თუ შეიძლება ასე ითქვას, თამაშის იშტაზე მოსვლა, მისი ბედის თავის სასარგებლოდ შემოტრიალება.

"მანჩესტერ სიტისთან" მოგებული შეხვედრის მერე "ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა აღნიშნა, რომ საკუთარ ყურებს არ დაუჯერა, როდესაც "ბარსელონას" დამარცხების ამბავი შეიტყო. ბუსკეტსმა აღიარა, რომ კარიერაში ყველაზე უარესი მარცხი განიცადა. ინიესტამ კი გუნდის გამოცვლის სურვილზე მიანიშნა. ერთი სიტყვით, "ასულგრანა" ზედიზედ მესამედ გამოვარდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან. ლა ლიგის მოგება კარგი კი არა, დიდებულია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა მაინც სულ სხვაა, სულ სხვა ხიბლი აქვს და ვალვერდეს გუნდი ნოკაუტშია თუ ნოკდაუნში, ამასაც მალე ვნახავთ.

▶ ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი: სუპერსენსაცია - "რომამ" "ბარსელონა" გამოაგდო! [VIDEO]

• fifa

მესი გენიალური ფეხბურტელია მაგრამ როგორც ყველა ადამიანი ისიც იხლება..

• mate

საშუალო ევროპულმა გუნდმა???

• ტოტტი

რატომ წერთ ეგრე დაბოღმილ სტატიებს. ითამაშა გუნდმა მოინდომა და მოიგო და შეარგეთ ეხლა ეს მოგენა და თქვენი პროფესორული

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში

"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია

ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს

აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ

მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება

შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება

მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით

I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში

პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო

"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ

ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას

ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც  წარმატებას მივაღწევთ

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა

[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია

მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა

"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა

"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე

"ლიონიდან" კიდევ ერთი ლიდერი გაუშვეს - ფოფანა კარიერას იტალიაში გააგრძელებს

იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი

ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს

რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა

"საერთოდ გაგიჟდით?" - ტოტი იხსენებს, როგორ სურდათ დიბალასთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემა

ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს

კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა

"ფროზინონე" კვერნაძეში დიდ თანხას მოითხოვს - გადაიხდის ამდენს "რომა"?

[VIDEO] აზაროვი სათადარიგო იყო - ჩემპიონთა ლიგაზე ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა

ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს

"რომამ" 19 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი დაიმატა