sportall.ge იწყებს ახალ რუბრიკას, რომლის მიხედვითაც, ჩვენ ერთ დღეს ეროვნული ლიგის კლუბთან ერთად გავატარებთ და გაჩვენებთ კლუბის შიდა სამზარეულოს
sportall.ge იწყებს ახალ რუბრიკას, რომლის მიხედვითაც, ერთ დღეს ეროვნული ლიგის კლუბთან ერთად გავატარებთ და კლუბის შიდა სამზარეულოს გაჩვენებთ.
პირველი არჩევანი თბილისის "ლოკომოტივზე" შევაჩერეთ და მატჩის წინა დღეს ვეწვიე. ჩემი მოგზაურობა "რკინიგზელთა" სამყაროში თბილისიდან დაიწყო, როცა კლუბის მედიაოფიცერი ოთო მუმლაძე შემხვდა, საგურამოში გამიყოლა და უამრავი საინტერესო ინფორმაცია გამაცნო.
საგურამოს ბაზა თბილისიდან 26 კილომეტრში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში მდებარეობს. ბაზაზე ფეხბურთელებზე ადრე მივედით და ოთომ პატარა ექსკურსია მომიწყო.
ბაზაზე სამსართულიანი შენობა დგას, სადაც მენეჯმენტისა და მწვრთნელებისთვის განკუთვნილი ოფისებია განლაგებული. აგრეთვე, აქ არის ფეხბურთელების საცხოვრებელი, მოსასვენებელი, კაფეტერია და გასართობი სივრცე.
კლუბში ფეხბურთელების საცხოვრებლად საკმაოდ დიდი ფართია გამოყოფილი. ფეხბურთელები საერთო ოთახში ნაწილდებიან მეტი კომუნიკაციისთვის, თუმცა არის იზოლირებული ოთახებიც სურვილის შემთხვევაში.
კლუბის საკვები სივრცეც საკმაოდ კომფორტულად არის მოწყობილი. ასევე, კაფეტერიაში სხვადასხვა გასართობი საშუალებაა, რაც ფეხბურთელებს განტვირთვის საშუალებას აძლევს.
* ბათუმის "დინამოსა" და "ვიტ ჯორჯიას" მატჩს უყურებენ.
რაც შეეხება სავარჯიშო ოთახს, სხვადასხვა სახის ტრენაჟორით არის აღჭურვილი, რაც სპორტსმენს მრავალმხრივი ვარჯიშის საშუალებას აძლევს.
საკმაოდ კარგი ინფრასტრუქტურაა მენეჯმენტისა და მწვრთნელების სამუშაოდაც. მათ ყველაფერი აქვთ, რომ თავი კომფორტულად იგრძნონ.
სანამ მე ბაზის ინფრასტრუქტურას ვათვალიერებდი, ამასობაში ფეხბურთელებიც მოვიდნენ. ეკიპირება ჩაიცვეს, სამედიცინო შემოწმება გაიარეს, შემდეგ მწვრთნელმა ლაშა ჭაღიაშვილმა ტაქტიკური მეცადინეობა ჩაუტარა და მატჩისწინა ვარჯიშზე სხვადასხვა კომბინაცია დაამუშავებინა. ამ ყველაფერს ჩვენს ვიდეოში იხილავთ:
ერთი დღე ლოკომოტივთან
რაც შეეხება ბაზის მთავარ ნაწილს, სამი სტანდარტული (ორი ბუნებრივი, ერთი ხელოვნურსაფარიანი) მოედანი მდებარეობს. ბაზის სამი მოედნიდან მთავარი 650 ადამიანზეა გათვლილი, სადაც განათების ბოძებია დამონტაჟებული. თუ გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩაუტარდება, ეროვნული ლიგის მატჩების მასპინძლობაც კი შეეძლება.
გამოსარჩევი ფაქტორია, რომ 11 წლიდან ყველა ბავშვი, რომელიც "ლოკომოტივის" ბაზაზე ემზადება, მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. კლუბი მათ განსაკუთრებულ პირობებს უქმნის - სპორტთან ერთად, განათლების მიღების საშუალებას აძლევს და ასევე, ხელს უწყობს ერუდირების ამაღლებაში.
რაც შეეხება სამწვრთნელო შტაბს, ის კარგი და მეგობრული ადამიანებით არის დაკომპლექტებული. კლუბში მუშაობს თეორიის მწვრთნელი, ჰყავთ სამი ფსიქოლოგი, რომლებიც არა მარტო ძირითადი გუნდის ფეხბურთელებთან, არამედ ასაკობრივ ნაკრებებთანაც მუშაობენ.
კლუბის მთავარი მწვრთნელი ლაშა ჭაღიაშვილი ახალგაზრდა სპეციალისტია. ის მთავარი მწვრთნელის რანგში პირველად მოგვევლინა. ჩვენ მას კლუბის გეგმებსა და მომავალზე ვესაუბრეთ.
ერთი დღე ლოკომოტივთან - ლაშა ჭაღიაშვილი
კლუბის ექიმი გიორგი ჩანგელია სამუშაო დღეზე გვესაუბრა; ასევე მოგვიყვა, თუ რა სახის საკვებ რაციონს არჩევს ფეხბურთელებისთვის და რა არის აკრძალული მათთვის.
ერთი დღე ლოკომოტივთან - ექიმი
თუ რა სახის მზადებას გადიან "რკინიგზელები", ამის შესახებ კლუბის ფიზმომზადების მწვრთნელი ოთარ საბანაძე გვესაუბრა.
ერთი დღე ლოკომოტივთან - ფიზმომზადების მწვრთნელი
საერთო ჯამში, დასკვნის სახით ვიტყოდი, რომ "რკინიგზელებს" ეროვნული ლიგის დონეზე ერთ-ერთი საუკეთესო მოსამზადებელი პირობები აქვთ. დანარჩენი ფეხბურთელებსა და მათ თამაშზეა დამოკიდებული.
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
სკანდალის შემდეგ - რონალდოს სავარაუდოდ, ნაკრებში დააბრუნებენ
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
თბილისის "ლოკომოტივის" მწვრთნელად ლევან კორღალიძე დანიშნეს
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგის II წრის სიმბოლური ნაკრები და საუკეთესო მწვრთნელი
ლაშა ჭაღიაშვილი: "ლოკომოტივის" წარუმატებლობის მიზეზი მხოლოდ უიღბლობა არაა
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგის XIV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
ეროვნული ლიგის XIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
თბილისის "ლოკომოტივს" ლაშა ჭაღიაშვილი გაწვრთნის