იბრაჰიმოვიჩი უფრო მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე "ნაპოლის" ძირითადი შემადგენლობა - წელიწადში 12 მილიონი ევრო
ზლატან იბრაჰიმოვიჩის მორიგ სამმატჩიან დისკვალიფიკაციაზე იტალიურ სპორტულ პრესაში ძალიან ბევრი იწერება. შეგახსენებთ, "ფიორენტინა"-"მილანის" პაექრობაში შვედმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მატჩის მთავარ არბიტრს, რისთვისაც გაძევებულ იქნა მოედნიდან - მეორე დღეს, ზლატანის საქციელი სადისციპლინო კომიტეტის განსჯის საგანი გახდა და სასჯელმაც არ დააყოვნა: სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია.

იბრას არავინ უკარგავს იმას, რაც გუნდისთვისაც გააკეთა და ჟურნალისტებსაც კარგად ესმით, რომ "მილანის" ლიდერობა მისი დამსახურებაც გახლავთ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში დააღალატა გუნდი და უპრინციპულესი პაექრობების გამოტოვება უწევს. გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ზლატანს ადრიანო გალიანი ესაუბრა და გონს მოსვლისკენ მოუწოდა - ამ ამბავს "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი" პრაქტიკულად ადასტურებს კიდეც:

"იბრაჰიმოვიჩთან ნამდვილად მქონდა შეხვედრა, მაგრამ საუბარმა ნორმალურ ატმოსფეროში ჩაიარა და არავითარი დაძაბულობა ჩვენ შორის არ ყოფილა. ჟუირნალისტებს უყვართ ბუზისგან სპილოს ქცევა და ამ შემთხვევაშიც ანალოგიურ მოვლენასთან გვაქვს საქმე. თუმცა, იმას არ უარვყოფ, რომ არ მოვუწონე შვედს საქციელი და ვუთხარი, რომ მეტიპასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს საქმეს. უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია გუნდისთვის და არ შეიძლება, რომ ასეთი აბსურდული მიზეზების გამო, პრინციპული პაექრობები გამოტოვოს.

დავუწესებთ თუ არა ფინანსურ ჯარიმას? - ამ საკითხზე ჯერ არ გვიმსჯელია და პასუხს ვერ გაგცემთ. არ არის გამორიცხული, რომ დავაჯარიმოთ, მაგრამ მეეჭვება, რომ ეს სერიოზული სასჯელი იყოს ფეხბურთელისთვის. თუ ადამიანმა არ გაიაზრა მომხდარი და გააცნობიერა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, ვერანაირი ჯარიმა მას ვერ გამოასწორებს. იბრას კარგად ვიცნობ, მჯერა, რომ ასეთ შეცდომას აღარასოდეს გაიმეორებს".

საინტერესო სტატია გამოაქვეყნა "კორიერე დელო სპორტმა", რომელშიც ზლატან იბრაჰიმოვიჩის წლიურ ჯამაგირზეა საუბარი. თავად განსაჯეთ, "ნაპოლის" ძირითადი შემადგენლობა, ანუ ის ტერთმეტი ფეხბურთელი, რომლებიც სხვებზე ხშირად ხვდებიან სასტარტოში, ერთობლივად სეზონში 11 მილიონ ევროს გამოიმუშავებენ, მაშინ, როდესაც მხოლოდ იბრაჰიმოვიჩი წელიწადში 12 მილიონ ევროს იღებს.

დიახ, იბრა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა ევროპაში, მისი საქციელი კი რბილად რომ ვთქვათ უპასუხისმგებლოა და გამართლება არ აქვს. ცნობისთვის, ედინსონ კავანი, რომელმაც უკვე 25 გიოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში, მხოლოდ 1.8 მილიონ ევროს იღებს - "ნაპოლის" ძირითადი შემადგენლობის სხვა ფეხბურთელების უმეტესობა კი წლიურად 500 000-ს სჯერდება.

ამასობაში, სულ უფრო და უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "მილანის" მესვეურები ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კრიშტიანო რონალდოს გადაბირებას შეეცდებიან. პორტუგალიელი შემტევი სამეფო კლუბის ლიდერია და ძნელად წარმოსადგენია, რომ ესპანელებმა მასთან განშორება მოისურვონ. თუმცა, სილვიო ბერლუსკონი ოპტიმისტირად არის განწყობილი და ამაში მისი სიტყვები დაგარწმუნებთ:

"ჯერჯერობით, მხოლოდ მიმდინარე სეზონის ფინიშზე ვართ კონცენტრირებული და გვჯერა, რომ ჩემპიონები სწორედ ჩვენ გავხდებით. "ინტერის" და "ნაპოლის" მიმართ დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი, მაგრამ ფაქტია, რომ პირველ ადგილს სწორედ ჩვენ ვიმსახურებთ. ეს უშუალო შეხვედრებშიც დამტკიცდა, მთავარი კონკურენტები სამბურთიანი უპირატესობით დავამარცხეთ. მართალია, ჯერ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდზე არ ვფიქრობთ, მაგრამ ერთი კი შემიძლია ვთქვა - თუ სკუდეტო მოვიგეთ, კრისტიანო რონალდოს ვიყიდით. დიახ, ამის საკმაოდ დიდი შანსი გვაქვს და სიტყვებს რომ ჰაერზე არ ვისვრი, ყველას კარგად მოგეხსენებათ".

"მილანი" საყოველთაო ყურადღების ცენტრშია - ჟურნალისტები შანსს არ უშვებენ ხელიდან, რომ მასიმილიანო ალეგრის გაესაუბრონ. "ფიორენტინასთან" მატჩის წინ, "როსონერის" თავკაცმა ხაზგასმით განაცხადა, რომ თამაში გადამწყვეტი იქნებოდა სკუდეტოსთვის ბრძოლაში - გამარჯვების შემდეგ კი "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტს გაესაუბრა და შემდეგი განუცხადა:

"დიახ, მართლაც უპრინციპულესი თამაში მოვიგეთ და დიდი ნაბიჯი გადავდგით სკუდეტოსკენ. ფლორენციაში უპირობო გამარჯვებას ვერავინ დაგეგმავს და შეასაბამისად, აღებულ ქულებს ოქროს ფასი აქვს. მით უმეტეს, "ვიოლამ" საკმაოდ კარგად ითამაშა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში და სერიოზული ბრძოლის გადატანა მოგვიხდა. კმაყოფილი ვარ შეგირდების თამაშით და ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვან მონაკვეთს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდით. იბრაჰიმოვიჩის საქციელი? - ველაპარაკე ზლატანს და მითხრა, რომ მსაჯისთვის არ შეუგინებია, თავისთვის ლაპარაკობდა. სიმართლე გითხრათ, აღარც ჩავძიებივარ ამ ამბავს, რადგან გაფუჭებულ საქმეს აღარაფერი ეშველება. ნებისმიერ შემთხვევაში, ფეხბურთელებს მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ".

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა