ბუფონი არსად არ მიდის

სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის საუბრები იმის შესახებ, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა შესაძლოა ზაფხულში დატოვოს "იუვენტუსი" და კარიერა სხვა გუნდში გააგრძელოს. ეს ხმები მას შემდეგ უფრო გახშირდა, რაც ჯიჯიმ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად კარში ჩამდგარმა მარკო სტორარიმ კიდევ ერთხელ გამოავლინა საკმაოდ მაღალი ოსტატობა. განსაკუთრებით კარგად სტორარი "რომასთან" პაექრობაში წარმოჩინდა, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან საუბარში პროვოკაციული განცხადებაც კი გააკეთა. მისი თქმით, მხოლოდ ბრმას არ შეუძლია იმის დანახვა, რასაც მოედანზე აკეთებს და იქვე, იმედი გამოთქვა, რომ "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ბრმა არ არის. "რომას" თავკაცმა ვინჩენცო მონტელამ მისი გუნდის ტურინელებთან მარცხი მთლიანად მარკო სტორარის "გადააბრალა" - რომ არა მეტოქეთა კიპერის ბრწყინვალე გარჯა, მინიმუმ ქულას ავიღებდითო. მოკლედ, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს, ჯანლუიჯი ბუფონს მარკო სტორარის სახით, სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. მიუხედავად ამისა, ჯიჯი არ აპირებს ტურინიდან აბარგებას და ამის შესახებ მკაფიო განცხადებას აკეთებს:

"ტურინში თავს იმაზე უფრო ბედნიერად ვგრძნობ, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. არავითარი სურვილი არ მაქვს, რომ კარიერა სხვა გუნდში გავაგრძელო და შესაბამისად, "იუვენტუსში" ვაპირებ დარჩენას. მით უმეტეს, კლუბთან კიდევ 2.5 წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს, რომლის გაწყვეტის აზრსაც ვერ ვხედავ. შემოთავაზებები ნამდვილად მაქვს, ერთ-ერთი დაინტერესებული გუნდი "მანჩესტერ სიტია" და მოლაპარაკების დაწყებასაც მთავაზობენ, მაგრამ ჩემი სურვილის შესახებ უკვე გითხარით და პოზიციის შეცვლას არ ვაპირებ".

სატრანსფერო ჭორები "უდინეზეს" არაერთი ფეხბურთელის შესახებაც ვრცელდება და ეს ნამდვილად არ გახლავთ გასაკვირი, რადგან ფრიულელები მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ ასპარეზობენ. შესანიშნავად თამაშობს მეკარე სამირ ჰანდანოვიჩი, რომელიც ჯანლუიჯი ბუფონისგან განსხვავებით, სულაც არ არის წინააღმდეგი, რომ გუნდი გამოიცვალოს და მაგალითად, ინგლისის პრემიერლიგაში გადაბარგდეს. მოვუსმინოთ "უდინეზეს" სლოვენიელ კიპერს: "ინგლისის ჩემპიონატის თამაშებს ხშირად ვადევნებ თვალს და სიმართლე გითხრათ, იქაური ატმოსფერო ძალიან მომწონს. შესაბამისად, წინააღმდეგი არ ვიქნები, რომ პრემიერლიგის გუნდის ღირსება დავიცვა. მით უმეტეს, ჩემი დაკვირვებით ალბიონზე მაღალი კლასის მეკარეების დეფიციტია და ადგილის დამკვიდრება არ უნდა გამიჭირდეს. თუმცა, ჯერ მიმდინარე სეზონის დასრულებაზე ვარ კონცენტრირებული და სატრანსფერო საკითხებზე, უფრო კონკრეტულად ივნისის თვეში ვისაუბროთ".

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა