ინტერვიუ. არიენ რობენი
“ბაიერნის” ნახევარმცველი არიენ რობენი ორიოდე დღის წინ ფიფას ოფიციალური საიტის დამთვალიერებლებთან ერთად დაჯდა ვებსივრცეში და მათ შეკითხვებს გულწრფელად უპასუხა. ბუნებრივი იყო, რომ შეკითხვები ერთმანეთისგან ძალზე განსხვავებულ თემატიკას შეეხო. უმთავრესად ხალხი მაინც ორი საკითხით ინტერესდებოდა – ფეხბურთით და პირადი ცხოვრებით. საიტის ადმინისტრაციამ მთელი ეს კონფერენცია შეაჯამა და მკითხველს ის ინტერვიუს სახით შესთავაზა. ინტერვიუში ფეხბურთელი იხსენებს კარიერის საუკეთესო მომენტებს და მოკლედ ლაპარაკობს ოჯახურ ცხოვრებაზე. მაშ ასე, თქვენ წინაშეა არიენ რობენი...

- რომელი გრძნობა უფრო ძლიერი იყო 2010 წლის ჩემპიონატის ფინალში დამარცხების შემდეგ, გულის დაწყვეტა, რომ გადამწყვეტი მატჩი წააგეთ, თუ სიამაყე, რომ ფინალში გასვლა შეძელით?

- რაღაც საშუალო. როცა ვიხსენებ, რომ ჩემი ნაკრები ფინალში გავიდა, ვამაყობ, რადგან მიმაჩნია, რომ დიდი მიღწევაა. თუმცა როცა საბოლოო ნაბიჯამდე ასე ცოტა გაკლდება, საშინელებაა შინ ხელცარიელი გამგზავრება.

- რას ნიშნავს თქვენისთანა გამოცდილი ფეხბურთელისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი? განსხვავებულ გრძნობებს განიცდით იმის გამო, რომ თქვენი სამშობლო გიყურებთ?

- რა თქმა უნდა! შენი ქვეყნის სახელის დაცვა უზარმაზარი პატივია და არა მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე ან რომელიმე საერთაშორისო ტურნირზე. მსოფლიოს პირველობას კი მთელი პლანეტა უყურებს. შარშან ჩვენ მთელი ჰოლანდია ჭკუაზე გადავიყვანეთ. ყველას აინტერესებდა ჩვენი შედეგები. ასეთი ამბებში მონაწილეობა ჯადოსნური იყო.

- მსოფლიოს ჩემპიონატის წინ “ბაიერნის” რიგებში ჩემპიონთა ლიგის ფინალი წააგეთ. როგორ მოახერხეთ ამ რამდენიმე თვის გადატანა? თანაც, თქვენ ხომ ტრავმით თამაშობდით?

- ფეხბურთელს გონებაში ყოველთვის რჩება ბოლო მატჩი. “ბაიერნისთვის” ეს იყო ლიგის ფინალი, ნაკრებისთვის - მსოფლიოს ჩემპიონატის. და მაინც, წინა სეზონს როცა ვიხსენებ, ყველაფერი დაუჯერებლად მაგარი იყო. უბრალოდ ორივე ფინალი რომ მომეგო, ყველაფერი იდეალურად იქნებოდა. ბედნიერება იმით, რომ ჩვენ იქამდე მივაღწიეთ, აჭარბებს ფინალების წაგების წუხილს. ამ შეხვედრებს არასოდეს დავივიწყებ.

- თქვენ უნივერსალური მოთამაშე ხართ. მაინც რომელ პოზიციაზე გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?

- სწორედ იქ, რომელზეც ახლა ვთამაშობ - მარჯვენა ფლანგზე. ფეხბურთელებს ხანდახან მაინც უხდებათ “არასამუშაო” ფეხით გარჯა, მაგალითად, ასე ვიყავი “ჩელსიში”. “რეალში” უფრო მეტად სწორედ მარჯვნივ ვთამაშობდი. რახან ცაცია ვარ, ამიტომ ადვილად გამომდის ცენტრისკენ გადანაცვლება და იქ თამაში.

- შეიძლება თქვენი იოჰან კრუიფთან შედარება?

- არა მგონია. კრუიფი ჰოლანდიაში ლეგენდაა. ის ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო და ამის წყალობით დღემდე ყველგან ცნობენ, სადაც არ უნდა გაემგზავროს. არ არის საჭირო ჩემი მასთან შედარება. ის განსაკუთრებული იყო...

- ბავშვობაში ვინ იყო თქვენი საყვარელი ფეხბურთელი?

- რომარიო. ის მაშინ “ეინდჰოვენში” თამაშობდა.

- ახალგაზრდა ჰოლანდიელი ფეხბურთელებიდან ვინ ტოვებს თქვენზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას?

- ძნელი სათქმელია. ჩემს თაობაში არის რამდენიმე ფეხბურთელი, რომლითაც ჰოლანდიას შეუძლია იამაყოს, მაგრამ ისინი უკვე 26-27 წლისები არიან. თუკი საქმე უფრო ახალგაზრდებზე მიდგება, მაშინ “აიაქსის” მარჯვენა მცველი გრეგორი ვან დერ ვილი.

- რა არის იმ ჩემპიონატების მთავარი განსხვავება, სადაც გითამაშიათ?

- ყველა ჩემპიონატში არის თავისებური კულტურა, ინდივიდუალური ნიშნები. ზოგადად კი ფეხბურთი ყველგან განსხვავებულია. ინგლისში ძირითადად ფიზიკურ ძალას ექცევა ყურადღება, ესპანეთში - ტექნიკურ მონაცემებს, რადგან ამ ქვეყანაში ყველას ლამაზად უნდა ფეხბურთის თამაში. გერმანიაში საფეხბურთო სტანდარტები ასევე ძალიან მაღალია. “ფიზიკაში” ყველას ყველაფერი წესრიგში აქვს, ამასთან, წარმოუდგენლად დისციპლინირებულნი და კარგად ორგანიზებულნი არიან.

- კარიერის საუკეთესო წლები სად გაატარეთ?

- სასიამოვნოდ მახსენდება ყველა კლუბი, სადაც მითამაშია. შეუძლებელია რომელიმე მათგანი გამოვყო. სადაც უნდა წახვიდე, ყველგან გექნება კარგი და ცუდი პერიოდი. მშვენიერი სეზონები გავატარე “ჩელსისა” და “რეალში”, ახლა კი “ბაიერნში” თამაშიც მსიამოვნებს.

- დაასახელეთ საუკეთესო მცველი, ვის წინააღმდეგაც ოდესმე გითამაშიათ.

- კონკრეტულად ერთს ვერ გამოვყოფ. ჩემი მეტოქეები ჩემგან ყოველთვის მონდომებით იცავდნენ თავს, თუმცა ყველა მათგანს აქვს როგორც ძლიერი, ისე სუსტი წერტილი, რომელსაც მე ვიყენებ ხოლმე.

- კარიერის საუკეთესო გოლს თუ გაიხსენებთ?

- სამწუხაროდ, ვერც ამ შეკითხვზე გავცემ კონკრეტულ პასუხს. საუკეთესო გოლები ისინია, რომელიც გუნდისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მაგალითად, “ბაიერნისთვის” შარშან “ფიორენტინასთან” და “მანჩესტერ იუნაიტედთან” მნიშვნელოვანი ბურთები შევაგდე, ასევე თასზე “შალკეს” წინააღმდეგ. ეს გოლები გადამწყვეტი გამოდგა ჩემი გუნდისთვის.

- როგორ ახერხებთ ბალანსის დაცვას სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის?

- ჩემთვის ოჯახს განსაკუთრებული როლი აქვს ცხოვრებაში. კარიერის განმავლობაში რამდენჯერმე მომიხდა ერთი ქალაქიდან მეორეში საცხოვრებლად გადასვლა, ოჯახი ყოველთვის თან მომყვებოდა, რაც რთულია. მაშინ, როცა სახლის კარებს ზურგს უკან ვხურავ, ფეხბურთი და სამუშაო მავიწყდება. შინ მე ფეხბურთელი არიენ რობენი არ ვარ, მაშინ მე ქმარი და მამა არიენი ვხდები. მათზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არავინ არ არსებობს.

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"