"კამპ ნოუზე" გული იმით დაიმშვიდეს, რომ მართალია, "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონატში ბრწყინვალედ თამაშობს - "ვალენსიასთან" მოგება კი რეკორდული იყო - არასოდეს, არც ერთ სხვა გუნდს გადაბმით არ უთამაშია წაუგებლად 39 ტური, ეს კი ერთ ჩემპიონატზე (38 ტური) მეტია.
ახლა კატალონიელთა ამოცანა ამ ტურნირის ბოლომდე წაუგებლად ჩამთავრებაა. "ვალენსიას" მარცხით კი "რეალმა" ისარგებლა და მესამე ადგილზე გადავიდა...
სევილია-ვილიარეალი
ლა ლიგაში მე-5 ადგილისთვის დიდი ბრძოლა გაიმართება, ეს ადგილი ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს იძლევა. ჯერჯერობით, ზედიზედ ხუთი მოგების წყალობით "ბეტისი" აშკარა ფავორიტია, მით უფრო, რომ "სანჩეს პისხუანზე" "სევილიამ" და "ვილიარეალმა" ერთმანეთს ქულები დააკარგვინეს.
"სევილიამ" ამ სეზონში უკვე მეორედ ამოუქაჩა "ყვითელ წყალქვეშა ნავს" ორბურთიანი უპირატესობა. "სევილიას" ქულა სტივენ ნ'ზონზიმ სუპერგოლით შეუნარჩუნა. ვინჩენცო მონტელას გუნდი მხოლოდ მეშვიდეა და, არა გვგონია, ეს ანდალუსიური კლუბის მესვეურებს აკმაყოფილებდეთ, მით უფრო, რომ უშუალო მტერი - "ბეტისი" - 5 ქულით წინ არის.
ფაქტები
ვინჩენცო მონტელას გუნდს ლა ლიგაში 5 ტურია, რაც ვერ მოუგია - 2 ფრე და 3 წაგება.
ნოლიტომ (სევილია) პენალტის გაფუჭებიდან 1 წუთში შეძლო თამაშიდან გოლის გატანა.
I წრეშიც "სევილია" 0:2-ს აგებდა, თუმცა მაშინ მატჩის შემოტრიალება და 3:2 მოგება შეძლო.
კარლოს ბაკამ "სევილიას" ჩემპიონატის ორივე მატჩში გაუტანა.
ბარსელონა-ვალენსია
ამიერიდან აღარავინ გაიხსენებს ბასკური "რეალ სოსიედადის" სასწაულ მიღწევას 70-იანი და 80-იანი წლების მიჯნაზე - მაშინ "ჩური-ურდინაკმა" ზედიზედ 38 მატჩის განმავლობაში არ წააგო ესპანეთის ჩემპიონატში.
აღარ გაიხსენებენ, რადგან ეს რეკორდი დამხობილია - ლა ლიგაში ისედაც მცირე ოდენობის რეკორდებია, რომლებიც "ბარსამ" ან "რეალმა" არ დაამყარეს და მათ კიდევ ერთი მოაკლდა - "ბარსამ" ზედიზედ 39-ე მატჩი არ წააგო, თუმცა რომელ არწაგებაზეა ლაპარაკი, როცა "ვალენსიას" სულაც 2:1 მოუგო. მართალია, "ღამურებს" მომენტები ჰქონდათ, მაგრამ ფაქტია, მათი 5-მატჩიანი მოგებების სერიაც შეწყვეტილია.
უნდა გამოვარჩიოთ ფილიპე კოუტინიო - ბრაზილიელმა ორი საგოლე პასი მიითვალა და, როგორც ჩანს, "ბარსას" ძირითად ბირთვშიც მკვიდრდება.
ერნესტო ვალვერდე ("ბარსელონას" მწვრთნელი): "ჩვენთვის ძალზე დიდი მნიშვნელობის მატჩი იყო. ჯერ ერთი, ახლა უკვე 7 ქულა გვრჩება ჩემპიონობამდე; მეორე, "ვალენსიას" დიდებული სერია ჰქონდა მოგებების; მესამეც, ჩვენ ძალიან მძიმე კვირა გვქონდა. ბიჭებს ეს წარმატება მივულოცე, სეზონის მთავარი იმედგაცრუების შემდეგ მობილიზება ძალიან ძნელია.
ვფიქრობ, ფანებსაც კარგად ესმოდათ ეს და ბიჭებს ამხნევებდნენ. კოუტინიოს თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, მისი კარგი თამაშების დრო მოვიდა. რაც შეეხება რეკორდს, ბოლო კვირაში მასზე ფიქრის დრო და განწყობა არ მქონდა, თუმცა ასეთი მოთამაშეებით ნორმალურია, როცა რეკორდებს ხშირად ამყარებ".
მარსელინო ("ვალენსიას" მწვრთნელი): "ჩვენ 1:1-ის უდიდესი შანსი გავუშვით ხელიდან, შემდეგ კი, როცა მეორე გავუშვით, უკვე ძალიან ძნელი იყო თამაშის შემობრუნება. იმ მომენტში ჩვენ ტერ შტეგენი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ვაქციეთ".
14.04.18 ბარსელონა - ვალენსია 2:1
ფაქტები
"ვალენსიამ" 5-მატჩიანი მოგებათა და 9-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა ლა ლიგაში.
"ბარსელონამ" ლა ლიგის ახალი რეკორდი დაამყარა - გუნდი 39 მატჩია ზედიზედ, რაც ლა ლიგაში არ აგებს. აქედან - 32 მოგება, 7 ფრე.
"რეალ სოსიედადის" კიდევ ერთ რეკორდს შესწვდნენ - პირველი 32 ტური წაუგებლად - "რეალ სოსიედადმა" 1979/80 წლების სეზონში მოახერხა (17 მოგება, 15 ფრე), ახლა ეს რეკორდი "ბარსასაც" ეკუთვნის (25 მოგება, 7 ფრე).
6 ტური წაუგებლად და "ბარსა" ჩემპიონატს მარცხის გარეშე ჩაამთავრებს. ასეთი რამ ლა ლიგაში 30-იანი წლების მერე არ მომხდარა.
ლუის სუარესმა (ბარსელონა) "ვალენსიას" მე-10 გოლი გაუტანა ყველა შეჯიბრებაში. მის ესპანურ კარიერაში "ვალენსია" "საყვარელი" მეტოქეა.
ფილიპე კოუტინიომ "ბარსას" ბოლო 6 გოლიდან 4-ში საგოლე პასი შეასრულა.
ატლეტიკო-ლევანტე
მადრიდის "ატლეტიკო", რაც უნდა მოხდეს, მე-4 ადგილს ვეღარ ჩასცდება. ასე რომ (ახალი წესებით), დიეგო სიმეონეს გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური გაინაღდა.
"ატლეტიკომ" ტრავმირებული დიეგო კოშტას გარეშე ითამაშა, თუმცა შესანიშნავად წარმოჩინდა არგენტინელი ანხელ კორეა, რომელმაც გოლი და საგოლე პასი მიითვალა. სეზონში მე-19 გოლი გაიტანა ანტუან გრიზმანმა, ხოლო "ლევანტეს" წვალებას წერტილი ფერნანდო ტორესმა დაუმუშავებელი დარტყმით დაუსვა - 3:0. შეგახსენებთ, რომ "ელ ნინიომ" რამდენიმე დღის წინათ გამოაცხადა, რომ მადრიდული კლუბიდან მიდის.
ფერნანდო ტორესი (ატლეტიკო): "დარჩენილი მატჩები "ატლეტიკოში" ჩემთვის, როგორც ზეიმი, ისეა. მინდა, რომ ეს გრძნობა რაც შეიძლება დიდხანს გამყვეს".
დიეგო სიმეონე ("ატლეტიკოს" მწვრთნელი): "ფერნანდო აქაურთა ნამდვილი კერპია. მან ეს ყველაფერი დიდი შრომის ფასად დაიმსახურა. როცა აქ დავუძახე, ვუთხარი, რომ იგი, როგორც ფეხბურთელი მჭირდებოდა და არა, როგორც ლეგენდა. დღეს ბიჭების გარჯით კმაყოფილი ვარ, თამაში მოსაგები იყო და ფეხბურთელებმა ეს საქმე ბოლომდე მიიყვანეს. ვიღაცამ რომ არ იცოდეს, არ დაიჯერებს, რომ ამ გუნდმა ხუთშაბათს მნიშვნელოვანი თამაში ითამაშა".
15.04.18. ატლეტიკო - ლევანტე 3:0
ფაქტები
ანხელ კორეამ სეზონში (ყველა შეჯიბრებაში) ჯამში 9 გოლი გაიტანა, რაც "ატლეტიკოში" მისი ყოფნისას საუკეთესო მაჩვენებელია.
2018 წელს ლა ლიგაში ყველაზე მეტი გოლი კრიშტიანო რონალდოს აქვს გატანილი - 19, მერე მოდის ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო) - 14 და ლიონელ მესი (ბარსელონა) - 14.
ფერნანდო ტორესი "ატლეტიკოს" მეხუთე ფეხბურთელია, ვინც 100 და მეტი გოლი გაიტანა ლა ლიგაში.
მალაგა-რეალი
ზინედინ ზიდანის გუნდმა მოკრძალებული ანგარიშით დაამარცხა "მალაგა" (2:1), თუმცა ეს სეზონში მე-20 მოგება საკმარისი აღმოჩნდა მესამე ადგილზე გადასასვლელად, "სამეფო კლუბმა" "ვალენსია" 2 ქულით ჩამოიტოვა. ლა ლიგაში მე-20 მოგება ზიზუსთვის მეასეა "რეალის" თავკაცის პოსტზე. შესაშური შედეგია, რადგან ფრანგმა მატჩების 71 პროცენტი მოიგო.
წყალწაღებულ აუტსაიდერთან სათამაშოდ ზიდანს არ წაუყვანია გარეთ ბეილი, კრიშტიანო რონალდო, ლუკა მოდრიჩი და რაფაელ ვარანი. "სამეფო კლუბმა" ექსპერიმენტული შემადგენლობითაც მოიგო, მატჩის გმირი კი ისკო იყო, რომელმაც გოლი და საგოლე პასი მიითვალა.
15.04.18. მალაგა - რეალი 1:2
ფაქტები
მადრიდის "რეალმა" ბოლო 8 მატჩი მოიგო კრიშტიანო რონალდოსა და გარეთ ბეილის გარეშე.
ისკომ (რეალი) ლა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა უშუალოდ საჯარიმო დარტყმით (მე-7 ცდიდან).
ისკომ ერთ თამაშში გოლი და საგოლე პასი ამ სეზონში პირველად მიითვალა.
ზინედინ ზიდანმა მე-100 თამაში მოიგო "რეალის" მწვრთნელის პოსტზე (71.4% მატჩების).
სხვა მატჩები
"რეალ სოსიედადმა" კანარის კუნძულებზე მიკელ ოიარზაბალის გოლის წყალობით მოიგო, ხოლო "ბილბაომ" "სან მამესზე" წააგო გავარდნის ზონაში მყოფ "დეპორტივოსთან". ასე რომ, ედუარდო ბერიცოს დანიშვნა ბასკურ კლუბში თითქმის განაღდებულია, კუკო სიგანდამ აშკარად ვერ გაამართლა.
ფაქტები
"ბეტისმა" ლა ლიგაში 5-მატჩიანი სერია "გამოაცხო". ბოლოს ასეთი რამ სევილიურ კლუბს 1997 წელს ჰქონდა.
მიგელ ანხელ გერეროს 8 გოლმა "ლეგანესს" ამ სეზონში 7 ქულა მოუპოვა.
"ლას პალმასმა" 7-ჯერ დაარტყა კარისკენ და ყველა უზუსტოდ. ეს პაკო ხემესის სამწვრთნელო ანტირეკორდია ლა ლიგაში.
ადრიან ლოპესმა (დეპორტივო) ბოლო 8 ზუსტი დარტყმიდან 6 გოლი გაიტანა.
მარკელ სუსაეტამ (ბილბაო) პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა. ბოლოს კუთხურიდან ლა ლიგაში 2014 წელს ჩაახვიეს... ეს მაშინაც სუსაეტამ გააკეთა.
"დეპორტივომ" 2015 წლის ნოემბრის მერე პირველად მოიგო ლა ლიგაში ზედიზედ ორი თამაში.
4 ბასკურ კლუბს ლა ლიგაში მხოლოდ 2 ქულა აშორებს ერთმანეთისგან.
ლა ლიგა. XXXII ტური
ჟირონა-ბეტისი 0:1
გოლი: 0:1 ლორენი (36)
სევილია-ვილიარეალი 2:2
გოლები: 0:1 რაბა (36), 0:2 ბაკა (68), 1:2 ნოლიტო (78), 2:2 ნ'ზონზი (82)
სევილია (4-2-3-1): სორია - ხესუს ნავასი, მერკადო, ლონგლე, ესკუდერო - ნ'ზონზი, ბანეგა - სარაბია, ფ. ვასკესი (67. ნოლიტო), ს. რამირესი (85. მესა) - მურიელი (54. ბენ იედერი)
ვილიარეალი (4-2-3-1): ასენხო - მარიო გასპარი, რუკავინა, რუისი, ხ. კოსტა - ტრიგეროსი, რ. ერნანდესი - კასტილიეხო, რაბა (78. ფუეგო), ჩერიშევი (65. რ. სორიანო) - ბაკა (85. უნალი)
გაძევება: ბენ იედერი (62), ხ. კოსტა (76)
გამოუყენებელი პენალტი: ნოლიტო (77)
ბარსელონა-ვალენსია 2:1
გოლები: 1:0 ლ. სუარესი (15), 2:0 უმტიტი (51), 2:1 პარეხო (86-პენ)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო (93. სემედუ), პიკე, უმტიტი, ალბა - პაულინიო, ბუსკეტსი, ინიესტა (84. დ. სუარესი) - კოუტინიო (79. დემბელე), ლ. სუარესი, მესი
ვალენსია (4-4-2): ნეტო - ვეზუ, გარაი, გაბრიელ პაულისტა, გაია - სოლერი, პარეხო, კონდოგბია, გედეში (69. პერეირა) - როდრიგო (80. ძაძა), მინა (71. ვიეტა)
ლას პალმასი-სოსიედადი 0:1
გოლი: 0:1 ოიარზაბალი (21)
ლეგანესი-სელტა 1:0
გოლი: 1:0 გერერო (63)
ბილბაო-დეპორტივო 2:3
გოლები: 0:1 ადრიანი (6), 0:2 ადრიანი (14), 1:2 რაულ გარსია (47), 1:3 ბორხა (53), 2:3 სუსაეტა (72)
ეიბარი-ალავესი 0:1
გოლი: 0:1 გუიდეტი (5)
ატლეტიკო-ლევანტე 3:0
გოლები: 1:0 ა. კორეა (33), 2:0 გრიზმანი (48), 3:0 ფ. ტორესი (77)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ვრსალიკო, სავიჩი, გოდინი, ლ. ერნანდესი - ა. კორეა, საულ ნიგესი, კოკე (62. გაბი), ვიტოლო (78. ხუანფრანი) - გამეირო, გრიზმანი (58. ფ. ტორესი)
ხეტაფე-ესპანიოლი 1:0
გოლი: 1:0 დ. სუარესი (53)
გაძევება: ფლამინი (61. ხეტაფე)
მალაგა-რეალი 1:2
გოლები: 0:1 ისკო (29), 0:2 კაზემირო (63), 1:2 როლანი (93)
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, ს. რამოსი, ვალიეხო, ტ. ერნანდესი - ისკო (72. მაიორალი), კაზემირო, კოვაჩიჩი - ლ. ვასკესი, ბენზემა, ასენსიო (66. სებალიოსი)
ბომბარდირები: 29 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 23 - კრიშტიანო რონალდო (რეალი), ლუის სუარესი (ბარსელონა); 19 - იაგო ასპასი (სელტა), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 17 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 15 - როდრიგო მორენო (ვალენსია).
მომდევნო ტური
17 აპრილი: დეპორტივო-სევილია, სელტა-ბარსელონა, ვილიარეალი-ლეგანესი;
18 აპრილი: ესპანიოლი-ეიბარი, ვალენსია-ხეტაფე, რეალი-ბილბაო;
19 აპრილი: რეალ სოსიედადი-ატლეტიკო, ალავესი-ჟირონა, ლევანტე-მალაგა, ბეტისი-ლას პალმასი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
gio
რომასთან 4-1 რო იგებდი და იქიდან რო გავარდი მაგის მერე შენი რეკორდი არ გაიშვა ააა.... რომასთან?? ვინმე სხვასთან მაინც წაგეგო გუნდი სასუოლოსთან ვერ იგებს და ფიორენტინამ რომას თავის სტადიონზე 2 ნოლი მოუგო გასულ კვირას .. ბარსა ჯობია თავი არ გამოყო სანამ ეს სირცხვილი არ დავიწყდება ხალხს...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს