ჩემპიონთა ლიგა. 1/4 ფინალი: "მანჩესტერ იუნაიტედი"-"ჩელსი" 2:1, "შახტარი"-"ბარსელონა" 0:1
რა უნდა მოხდეს, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასულ "მანჩესტერ იუნაიტედს" "შალკე" არ დაუპირისპირდეს? ან "ბარსელონას" - "რეალი"? - რა თქმა უნდა დიდი სასწაული. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ ბოლომდე დაუსრულებელი მეოთხედფინალური ეტაპის კულმინაცია წუხელ "ოლდ ტრეფორდზე" 77-ე წუთზე დადგა.

სწორედ ამ წუთს აღვწერთ დაწვრილებით: რამირესის გაძევების გამო 10 კაცის ამარა დარჩენილი "ჩელსი" შეტევაზე გადავიდა, ესიენმა პასით უსარგებლო ტორესის ნაცვლად მოედანზე გამოსული დროგბა მოძებნა, ვიდიჩი შეეცადა ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობა შეექმნა და შეცდა, კოტ-დივუარელმა ოსტატურად ჩამოიღო მხრით ბურთი და დიდებულად მოთამაშე ვან დერ სარს გაუტანა. ანგარიში 1:1 გახდა და გაჩნდა, თითქოსდა, მინავლებული ინტრიგა. ახლა კარლო ანჩელოტის გუნდს ერთი გოლი ნახევარფინალში გაიყვანდა. "მანჩესტერმა" თამაში ცენტრიდან დაიწყო, რუნიმ მარჯვენა ფლანგიდან გიგზი მოძებნა, კიდევ ერთმა დიდებულად მოთამაშე ვეტერანმა კი თავის მხრივ საჯარიმოს მარცხენა კუთხეში შევარდნილი პარკი დაინახა და კორეელსაც ფეხი არ აკანკალებია - 2:1 - ი-სუნ პარკის გოლმა "იუნაიტედი" ნახევარფინალში გაიყვანა. ფაქტი, რომელიც საპასუხო მატჩის განმავლობაში თითქმის არასოდეს არ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ, თუ ამ 77-ე წუთს არ ჩავთვლით. უფრო ზუსტად, მის პირველ წამებს.

"მანჩესტერმა" პირველ ტაიმში გოლი თავიდანვე გაიტანა, მაგრამ თანამსაჯმა მექსიკელი ხავიერ ერნანდესი თამაშგარე მდგომარეობაში ჩათვალა. ჩიჩარიტომ მაინც გაიტანა, 43-ე წუთზე შეტევის მარჯვენა ფრთაზე გიგზმა და ო'შიმ კარგი კომბინაცია გაითამაშეს, უელსელმა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც დასწრებაზე ერნანდესმა იყოჩაღა. როცა 70-ე წუთზე რამირესი უხეშობისთვის მეორედ გააფრთხილეს, რომან აბრამოვიჩი მიხვდა, რომ მის ოცნებას ლიგის მოგებაზე არც ამ სეზონში მოუწევდა ახდენა და ცერად გახედა სათადარიგოთა სკამთან მდგომ კარლო ანჩელოტის. შემდეგ იყო 77-ე წუთი და ყველაფერი დამთავრდა...

მეორე თამაშზე რა ვთქვათ - "დონბას არენა" ძალიან კარგი სტადიონია, "შახტარი" ურიგო გუნდი არაა, გუშინ ლუჩესკუს ბიჭებმა "ბარსას" 6-ჯერ დაურტყეს კარში ზუსტად და... ორი მატჩის ჯამში 1:6 წააგეს, არა მხოლოდ იმიტომ რომ კატალონიელებს ლეო მესი ჰყავთ, მაგრამ ამიტომაც.

მანჩესტერ იუნაიტედი-ჩელსი 2:1 (1:0) [იხილეთ ვიდეო]

მანჩესტერი (4-4-2): ვან დერ სარი - ო'ში, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა - ნანი (75. ვალენსია), ქერიკი, გიგზი, პარკი - რუნი, ხ. ერნანდესი.

ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ივანოვიჩი, ალექსი (82. ფერეირა), ტერი, ე. კოული - რამირესი, ესიენი, ლემპარდი - ანელკა (61. კალუ), ტორესი (46. დროგბა), მალუდა.

გოლები: 1:0 ხ. ერნანდესი (43), 1:1 დროგბა (77), 2:1 პარკი (77)

გაძევება: რამირესი (70)

მაყურებელი: 75 000

არბიტრი: ბენკერენშა (პორტუგალია)

სტატისტიკა

მატჩი დაიწყო: მანჩესტერი

პირველი კუთხური: მანჩესტერი

პირველი ჯარიმა: ჩელსი

პირველი გაფრთხილება: მანჩესტერი

10 (6) დარტყმა 17 (5)

13 ჯარიმა 17

7 კუთხური 2

2 გაფრთხილება 4

52% ბურთის ფლობა 48%

შახტარი-ბარსელონა 0:1 (1:5) [იხილეთ ვიდეო]

შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - კობინი, იშჩენკო, რაკიცკი, შევჩუკი - ჰიუბშმანი (75. ფერნანდინიო), მჰითარიანი - დუგლას კოშტა (58. ედუარდო), ჟადსონი, ვილიანი - ლუიზ ადრიანო (66. მორენო).

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, ბუსკეტსი, პიკე (70. გ. მილიტო), ადრიანო - ჩავი (66. პედრო), მასკერანო, კეიტა - აფელაი, მესი, ვილია (75. ჟეფრენი).

გოლი: 0:1 მესი (43)

მაყურებელი: 46 500

არბიტრი: მაიერი (გერმანია)

სტატისტიკა

მატჩი დაიწყო: ბარსელონა

პირველი კუთხური: შახტარი

პირველი ჯარიმა: შახტარი

პირველი გაფრთხილება: შახტრარი

12 (5) დარტყმა 15 (6)

22 ჯარიმა 17

5 კუთხური 4

2 გაფრთხილება 1

38% ბურთის ფლობა 62%.

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს