ავთო ჩუბინიძის თასს "აია აია" დაეუფლა
ჭაბუკთა "ა" ლიგის გარდამავალი ტურნირის პირველი ჯილდოს მფლობელის ვინაობა ბოლოსწინა, მეექვსე ტურში ქუთაისში გაირკვა. დასავლეთის ჯგუფში ავთო ჩუბინიძის სახელობის თასს, "აიას" სტრუქტურაში მყოფი გუნდები, ‘აია აია’ და ‘აია სათაფლია’ ეცილებოდნენ.

ტიხონ ხახალეიშვილის დამოძღვრილმა ‘სათაფლიელებმა’ გადამწყვეტ შეხვედრამდე არათუ საცხრილო, მეტოქეებს სამატჩო ქულის აღების შესაძლებლობაც არ მისცეს და გადამწყვეტ შეხვედრაში ფავორიტ თანაქალაქელებთან ხელს ფრეც აძლევდათ. თამაში დინამიურ, მაღალ ტემპში წარიმართა. ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი უპირატესობას თავიდანვე დაეუფლა, მეტოქე სტატიკაში დაჯაბნა და მთლიანობაში 5 ლელოს გატანაც მოახერხა( ლევან სანიკიძე, ბაჩო მებონია, ლუკა ახვლედიანი, საბა ხონელიძე , გიორგი შარაშენიძე). ‘სათაფლიელები’ კი გიორგი გელაზონიასა და ჯემალ კვანტალიანის ლელოებს დასჯერდნენ და შეხვედრაც 14:31 დათმეს. ‘აიამ’ ტურნირზე ექვსივე მატჩი მოიგო, 5 პრემიალური ქულაც მიითვალა და ავთო ჩუბინიძის თასიც დამსახურებულად შემართა. აღსანიშნავია, რომ გურეშიძეს გასული სეზონიდან 6-7 მორაგბე შემორჩა, თუმცა ‘აიას’ სტაფის (სერგო ფრუიძე და გაგა სინაურიძე) ნაყოფიერმა მუშაობამ გუნდს არაერთი იმედისმომცემი ჭაბუკი მორაგბე შემატა. გურეშიძე, თანაშემწეებთან ერთად მთავარ ამოცანად, შემოდგომაზე გასამართ საქართველოს ჩემპიონატზე ტიტულის მოპოვებას ისახავს.

ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა ‘ბათუმმა’. გიორგი ჩუბინიძის შეგირდებმა რაგბი-არენაზე, კოკისპირულ წვიმაში ქუთაისის ‘არესს’ მეორე ტაიმში 2 ლელო გაუტანეს (ლევან ბერიძე; ნოდარ კვაჭაძე), მეტოქე ‘მშრალი’ ანგარიშით 12:0 დაამარცხეს და ალეკო ნიქაბაძის გუნდს სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილი გაუცვალეს.

აჭარაში გამართული კიდევ ერთი შეხვედრის ბედიც მეორე ტაიმში გადაწყდა. სამცხე-ჯავახეთის ‘ტაო’ ქობულეთის სოფელ ხუცუბანში, ადგილობრივ ‘პონტოსთან’ ფულბეკ ჯემალ დოიჯაშვილის ჯარიმით მოპოვებულ უპირატესობას ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა. მატჩის მიწურულს, აჭარელთა შტურმს კარგად დაყენებული რაქი და მარცხენა ბურჯის ლაშა ტაბიძის ძალისმიერი ლელო მოჰყვა 5:3. დიტო ოქროპირიძისა და ირაკლი წულულუკიძის შეგირდები სატურნირო ცხრილში ხაშურის ‘ლეგიონს’ გაუთანაბრდნენ, თუმცა შიდა ქართველელები უკეთესი პირისპირ ბალანსით, დასკვნითი ტურის წინ, სასურველ მესამე ადგილს ინარჩუნებენ.

აღმოსავლეთის ჯგუფის მეშვიდე ტური მოულოდნელი შედეგით დაიწყო. უქულოდ მყოფმა გორის ‘ჯიქი წიქარამ’ სტუმრად პატარძეულის ვეფხვების’ დამარცხება შეძლო. მეტოქეებმა 2-2 ლელოს გატანა მოახერხეს. მატჩის ბედი კი შიდა ქართლელთა ზუსტად შერულებულმა გარდასახვებმა გადაწყვიტა 12:14. ზაზა ბაკურაძისა და ნიკა წიქორიძის ნაყოფიერი მუშაობის შედეგად ‘ჯიქი წიქარამ’ ფინიშსზე თამაშს უმატა, რამაც გორელებს ცხრილში მერვე ადგილზე ანაცვლების შესაძლებლობა მისცა. გარე კახელებთან დაპირისპირებაში, სტუმართა ფულბეკი გიორგი მაისურაძე, შუამარბი თენგიზ ნოქარაშვილი, მარბიელი შალვა ტატალაშვილი და მღლეტელი თენგიზ აბრამიშვილი გამოირჩნენ. აბრამიშვილმა გადამწყვეტი ლელოს დადებაც მოახერხა. წარმატებით ფრთაშესხმული ზაზა ბაკურაძე დარჩენილი ორივე შეხვედრის (შინ -‘არმაზსთან’; სტუმრად- არმიასთან’) მოგებას გეგმავს.

სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი ‘არმაზისა’ და ‘აკადემიას’ დაპირისპირება მოსალოდნელისამებრ დაძაბული გამოდგა. ‘მხატვრები’ უპირატესობას მეორე ტაიმის შუაწელამდე ინარჩუნებდნენ. ხაზსსა და დერეფანში უკეთ თამაშის წყალობით მატჩის დასკვნით მონაკვეთში ვაზისუბნელებმა მატჩის შემოტრიალება მოახერხეს. სხვაობა ანგარიშში ჯერ ‘არმაზის’ კვაჭმა საბა კურატაშვილმა შეამცირა, შეხვედრის მიწურულს კი შუამარბ ლევან ბრაგვაძის გატანილი ლელოთი მასპინძლებმა 18:12 იმარჯვეს. დათო კიკნაძისა და დათო გეგეშიძის შეგირდებმა მოპოვებული გამარჯვებით ცხრილში მეექვსე ადგილი შეინარჩუნეს.

გოჩა აბაშიძის თასის ერთ-ერთმა მაძიებელმა ‘ხვამლმა’, საკუთარ არენაზე, მუხიანში აუტსაიდერ ‘არმიას’ 14 ლელო გაუტანა და მეტოქეს იოლად, დაგეგმილი პრემიით 86:0 მოუგო. რატი ურუშაძისა და ირაკლი ფერაძის გუნდში მარბიელმა ტარიელ გვიმრაძემ ‘ჰეთ-თრიკი’ შეასრულა, გარემარბმა რეზო გუჯაბიძემ კი წყვილი ლელო მიითვალა. ‘ხვამლელები’ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დარჩნენ, 377 სამატჩო ქულით კი- მიმდინარე ტურნირის ყველაზე შედეგიანი გუნდის სტატუსს ინარჩუნებენ.

ლიდერთა სამეულში მყოფ ‘სამთასა’ და ‘ლოკომოტივი ხულიგანას’ შეხვედრის მონაწილეებსა და პერსონალს კიკეთიდან აბარგება და შეხვედრის გამართვა ნავთლუღში, ‘შევარდენზე’ მოუხდათ. ქართულ ‘ლა პასში’ ნისლსა და ბურუსს, თოვაც დაერთო და ხილვადობა მაქსიმალურად შეიზღუდა. ‘სენატორას’ ბიჭები უპირატესობას თავიდანვე დაუფლნენ. ‘სამთა’ მეტოქეს კოლექტიური თამაშით ჯაბნიდა. კიკეთელები ოვალსაც ხშირად ფლობდნენ, დაცვასა და შეტევაში მობილიზაციას დროულად ახდენდნენ და ‘რკინიგზელთა’ დერეფანზეც რამდენჯერმე ივარგეს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მგეზავ შოთა ღუდუშაურის გააზრებული და უნარიანი თამაში. აღნიშნული უპირატესობის მიუხედავად, გიორგი ენიქიძის შეგირდებმა საშური პრემია მატჩის მიწურულსღა გაახერხეს. ბონუს-ქულის მომტანი ლელო მღლეტელ გიორგი ტყეშელაშვილის ანგარიშსზეა. ‘სამთამ’ 29:7 მოიგო და ცხრილში ‘ხვამლს’ კვლავ 1 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში გამორჩეული, სწორედ ‘სამთასა’ და ‘ხვამლის’ შეხვედრა იქნება.

ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი ‘ლელო’ საკუთარ არენაზე, მესამე მასივში რუსთავის ‘ხარებს’ დაუხვდა. ოთარ ბარკალაის შეგირდები თავიდანვე დომინირებდნენ. მარცხენა ბურჯის გიორგი ჭანიასა და კვაჭ ნიკოლოზ ქათამაძის გატანილი ლელოები ფულბეკმა კობა ირემაშვილმა გარდასახა, ჯარიმაც დაურთო და ფავორიტი შესვენებაზე 17-ქულიანი უპირატესობით წავიდა. მეორე ტაიმში კოკისპირულ წვიმასთან ერთად თავი იჩინა სანაკრებო ვოიაჟის შემდეგ წამყვან მოთამაშეთა გადაღლილობამ, რამაც ქვემო ქართლელებს თამაშის დალაგების შესაძლებლობა მისცა. დავით კაკაბაძისა და თემურ ლობჟანიძის ბიჭები დაცვაში უკეთ გაისარჯნენ. ‘ხარების’ კვაჭ მერაბ მენაბდის ლელო ფულბეკმა ბესო გაგიშვილმა გარდასახა და საქართველოს მოქმედი ჩემპიონი მორიგ გამარჯვებას ამჯერად პრემიის გარეშე დასჯერდა 17:7.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
"შავმა ლომმა" "ტოიოტა ჩელენჯი" გამარჯვებით დაიწყო
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად