ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მამუკა გუგეშაშვილი: საფეხბურთო ბიზნესპროექტი გვჭირდება

მამუკა გუგეშაშვილი: საფეხბურთო ბიზნესპროექტი გვჭირდება

"ფული არა ლეგიონერების ჩამოყვანაში, არამედ მწვრთნელ-მენეჯერთა გაზრდაში უნდა ჩავდოთ"
მამუკა გუგეშაშვილი ერთდროულად არის რუსთავის "ოლიმპის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, "ნაციონალური მოძრაობიდან" თბილისის საკრებულოს წევრი, საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, საფეხბურთო აკადემია "ოლიმპის" დამფუძნებელი.

გუგეშაშვილმა კარგად იცის ის სამი სფერო, რომლის გარეშეც ფეხბურთი წარმოუდგენელია: საფეხბურთო სამყარო, პოლიტიკური ელიტა და ფინანასები. იცის, რა სჭირდება ქართულ ფეხბურთს და გასაუბრება ამიტომაც გვსურდა - პრეზიდენტმა ფეხბურთი პრიორიტეტად დაასახელა და საინტერესოა, ამ მიმართულებით რა ნაბიჯები გადაიდგმება.

ცხადია, საფეხბურთო სამყაროს თავისი მოსაზრებები გააჩნია, ჩვენი რესპონდენტი კი პრობლემებში ჩახედულია.

- პრეზიდენტმა ფეხბურის განვითარებაზე ილაპარაკა, მაგრამ ჯერ არავინ იცის, როგორი იქნება პროგრამა.

- დიდი ხანია, სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციას ისედაც ეხმარება, სააკაშვილის გამოსვლა კი იმის ნიშანი იყო, რომ მთავრობა უფრო სერიოზულ ყურადღებას მიაქცევს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და ვფიქრობ, ფეხბურთის განვითარებას ხელს შეუწყობს, რაც მთელ საქართველოს გაახარებს.

- ამ პროცესში მონაწილეობას თბილისის მერიაც მიიღებს?

- რა თქმა უნდა. აუცილებლად უნდა გაკეთდეს ეროვნული სტადიონის საფარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი მთავარი არენაა. უცხოელები რომ ჩამოდიან, საქართველოზე ამითაც ექმნებათ შთაბეჭდილება. მის გარდა, სხვა ბევრი სტადიონიც მისახედია.

ჯერ არ გადაწყვეტილა, ფეხბურთის განვითარებაში რა როლი დაეკისრება თბილისის ფეხბურთის ფედერაციას, მაგრამ თბილისის მერია მას ეხმარებოდა და დაეხმარება კიდეც, რათა პროცესში სრულყოფილად ჩაერთოს. ეს უნდა იყოს საფუძვლიანი პროექტი და ყველა საფეხბურთო ორგანიზაცია უნდა ჩაერთოს.

სხვათა შორის, თბილისის საკრებულოს სპორტის კომისიის ხელმღძვანელმა ზაზა დოლიძემ თბილისის მერიის სპორტის სამსახურში შემოიტანა წინადადება, რომ თბილისის საფეხბურთო სკოლების ბაზაზე შედგეს რამდენიმე ასაკობრივი ჯგუფის ნაკრები, რომლებსაც თბილისის მერია დააფინანსებს. ჩემი აზრით, ეს ძალიან დიდი დახმარება იქნება.

ახლა ლაპარაკია სტადიონების განახლებაზე, რაც, ცხადია, სასურველია, მაგრამ, ჩემი აზრით, პარალელურად ეს ყველაფერი ქვეყნის ბიუჯეტზეც სასიკეთოდ უნდა აისახოს.

- რას გულისხმობთ?

- ფეხბურთი მხოლოდ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს. საამისოდ საჭიროა დეტალურად დასაბუთებული ბიზნესპროექტი, როდის, სად და რას ვაკეთებთ და რით წაადგება ის ფეხბურთსა და ქვეყანას. ფეხბურთი დიდი ბიზნესია და საფეხბურთო მეურნეობა შეიძლება მსხვილი გადამხდელი გახდეს.

- რადგან ამბობთ, ამაზე ნაფიქრიც გექნებათ.

- დღეს მოწინავე ქართული კლუბების ბიუჯეტი საშუალოდ 2-3 მილიონი დოლარია. 10 მილიონიც რომ იყოს, ძლიერ ლეგიონერებს მაინც ვერ ჩამოვიყვანთ, რადგან სერიოზული ფეხბურთელები, თუნდაც ევროპაში მოთამაშე ქართველები, მილიონ დოლარადაც არ ჩამოვლენ, რადგან არაერთის ხელფასი თვეში ნახევარ მილიონ დოლარს აჭარბებს, ეგრეთ წოდებული სათაოს სახით კი კონტრაქტზე ხელმოწერისას მინიმუმ ნახევარ მილიონ დოლარს მაინც იღებენ. ესპანეთიდან და საფრანგეთიდან კი მაღალი კლასის ფეხბურთელი არ ჩამოვა და ამის იმედი არ უნდა გვქონდეს.

ამიტომ, ჩემი აზრით, ერთადერთი გამოსავალი საკუთარი კადრების მომზადებაა. დიდი ფული არა ლეგიონერების ჩამოყვანაში, არამედ მწვრთნელთა და მენეჯერთა გაზრდაში უნდა ჩავდოთ, რადგან პროფესიონალების გარეშე ამ სფეროს განვითარება წარმოუდგენელია.

ჩვენი მწვრთნელები კვალიფიკაციას იმაღლებენ გაიოზ დარსაძის სემინარებზე, აგრეთვე უცხოეთის სამწვრთნელო სკოლებსა თუ კურსებზე. მაგრამ ისინი უმაღლესი ლიგის გუნდებში მუშაობაზე ფიქრობენ, ჩვენ კი ბავშვთა ფეხბურთის სპეციალისტები გვჭირდება, რომელებიც მოთამაშეებს გაზრდიან ჯერ კლუბებისთვის და შემდეგ ნაკრებებისთვის. მნიშვნელოვანია მენეჯერების გაზრდაც, რომლებიც ჩვენს ფინანსურ შესაძლებლობებს მაქსიმალურად აითვისებენ.

ეს დაახლოებით სამ-ოთხწლიანი პროექტი იქნება, მაგრამ აუცილებლად გაამართლებს და ქვეყანას მრავალმხრივ ახეირებს.

- დიდი ხანია, მწვრთნელთა აკადემიის გახსნაზე ლაპარაკობთ, მაგრამ ამას საშველი არ დაადგა.

- მიზეზი უამრავია, არადა, ჩვენდა სამწუხაროდ, მოწინავე საფეხბურთო ქვეყნებს ძალიან ჩამოვრჩით. სპეციალისტებმა გამოითვალეს, რომ 80-იან წლებთან შედარებით თანამედროვე ფეხბურთში ბურთის ფლობის მაჩვენებელი მთელი 22 წუთით გაიზარდა, ფეხბურთელები 14-15 კილომეტრს დარბიან, ბურთის მოძრაობის სისწრაფეც მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ამ დონეზე რომ მივიყვანოთ ფეხბურთელი სკოლიდან უამღლესი ლიგის გუნდში, საჭიროა არა მხოლდო კვალიფიციური მწვრთნელი, არამედ ბევრი მცოდნე ფიზმომზადების სპეციალისტი, მაგრამ მათი კატასტროფული დეფიციტია. ამ პროფილის მწვრთნელთა მომზადებაზეც უნდა ვიზრუნოთ.

არადა, ბავშვთა ფეხბურთში ბევრი ნიჭიერი სპეციალისტია, რომლებსაც, ჩემი აზრით, ძალიან დიდი პერსპექტივა გააჩნიათ. მაგალითად, ლევან გვანცელაძეს და თემურ ფოცხვერიას ევროპული დონის სპეციალისტებად ჩამოყალიბება შეუძლიათ, მაგრამ ხელშეწყობა სჭირდებათ. ვინ იცის, კიდევ რამდენ ნიჭიერ სპეციალისტს არ ვიცნობთ, რადგან ხელშეწყობის გარეშე ვერავინ გამოჩნდება.

ცალკე თემაა პრობლემები სამედიცინო მომსახურებაში, აღდგენით პროცესებში, ინფრასტრუქტურაში... ისრაელთან იმიტომ წავაგეთ, რომ ჩვენება აღდგენა ვერ მოასწრეს. ვისაც ფული აქვს, ყიდულობს კუნთების მასაჟორს, რომელსაც ფეხბურთელები მატჩის შემდეგ ავტობუსში თუ თვითმფრინავში იკეთებენ და დაკარგულ ენერგიას იღდგენენ. ამ პრობლემების მოსაგვარებლად დიდი ინვესტიციაა ჩასადები.

- "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია ამბობს, რომ ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის 300 მილიონი ლარია საჭირო.

- ჩემი აზრით, დიდი საქმის კეთება 50-70 მილიონი დოლარითაც შეიძლება, რომლითაც აშენდება სამედიცინო და აღდგენითი ცენტრები, გავზრდით ფიზმომზადებისა და ბავშვთა მწვრთნელებს.

- თქვენი აზრით, ფეხბურთის განვითარებისთვის სახელმწიფო თუნდაც 50 მილიონ დოლარს გამოყოფს?

- რა თანხას გამოყოფენ, ეს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის დონეზე მალე გადაწყდება. მაგრამ, ვიმეორებ, ეს უნდა იყოს მეცნიერულ დონეზე გათვლილი ბიზნესპროექტი. რადგან ჩვენ საფეხბურთო მარკეტინგისა და მენეჯმენტის სპეციალისტები თითქმის არ გვყავს, ამ პროექტის შედგენისას უცხოელი სპეციალისტები უნდა დავიხმაროთ.

მამუკა გუგეშაშვილი ერთდროულად არის რუსთავის "ოლიმპის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, "ნაციონალური მოძრაობიდან" თბილისის საკრებულოს წევრი

• status quo

გუჯა კახაძეს როგორ დავუკავშირდე?

• guja kakhadze

ყველა ასაკი და ყველა სახეობა.სკაიპში დამიკავშირდით იგივე სახელით.

• ddd

guja kakhadze, დიდებსაც ასწავლით და ბავშვებსაც? სად ავარჯიშებთ? სხვა სახეობებსაც, თუ მარტო ფეხბურთელებს?

• guja kakhadze

უნდა დამეწერა 15 კილომეტრის დაუღლელად სირბილს 2 კვირაში ვასწავლი. ენერგიის აღდგენას კი 1 დღეს ვანდომებ.

• guja kakhadze

მამუკას ვერ დავეთანხმები.15 კილომეტრის სირბილს 2 კვირაში ვასწავლი და 1 მსუბუქ ვარჯიშში 1 წლის შედეგი სისწრაფის მომატებაში თქვენ პირადად გაჩვენეთ.ამ მეთოდს მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ასეთ მეთოდს არ იყენებდნენ ალბათ მხოლოდ საქართველოში ხდება.

• ddd

"გუგეშაშვილმა კარგად იცის ის სამი სფერო, რომლის გარეშეც ფეხბურთი წარმოუდგენელია: საფეხბურთო სამყარო, პოლიტიკურ ელიტა და ფინანასები." ამ წინადადებაში სწორი იქნებოდა, თუ სიტყვა "ფეხბურთის" შემდეგ ჩაამატებდით: "დღევანდელ საქართველოში, სამწუხაროდ,". აბა, ნორმალურ სახელმწიფოში პოლიტელიტის "ცოდნა" არაა აუცილებელი ფეხბურთში საქმის საკეთებლად, და არც პარტიაში გაწევრიანება უნდა ჭირდებოდეს კაცს, რო საქმის კეთებაში ხელი არ შეეშალოს.

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა