ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გიორგი ჭანკოტაძე - "ზესტაფონის" ზესტაფონელი გმირი

გიორგი ჭანკოტაძე - "ზესტაფონის" ზესტაფონელი გმირი

ჩემპიონატის ერთ-ერთ საკვანძო შეხვედრაში "დინამოსთან" გადამწყვეტი ბურთი იმერელთა 19 წლის ნახევარმცველმა შეაგდო
მატჩის მიწურულს "დინამოს" კარში გატანილი გოლით "ზესტაფონმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ჩემპიონატის ერთ-ერთ საკვანძო შეხვედრაში კი გადამწყვეტი ბურთი იმერელთა 19 წლის ნახევარმცველმა გიორგი ჭანკოტაძემ შეაგდო.

"ზესტაფონის" თავკაცი გია გეგუჩაძე კრიტიკულ მომენტში თამამად ენდო და მანაც ეს ნდობა სრულად გაამართლა. ასე გაიცნო გულშემატკივარმა "ზესტაფონის" კიდევ ერთი ნიჭიერი აღზრდილი, რომელსაც "ლელოს" მკითხველსაც უფრო ახლოს გავაცნობთ.

- თავიდან გოლის მომენტი გავიხსენოთ. ზუსტად ისე დაარტყი, როგორც ჩაიფიქრე თუ ყველაფერი თავისით გამოვიდა?

- ფიქრისთვის ბევრი დრო არც მქონია. მივიღე თუ არა საბა ლომიას გადაცემა, უცებ გავიფიქრე, რომ აუცილებლად უნდა გამეტანა და ღვთის მადლით, მიზანსაც მივაღწიე. ის კი ნამდვილად არ დამიგეგმავს, კონკრეტულად რომელ კუთხეში უნდა წასულიყო ბურთი. ეს ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში უბედნიერესი დღე იყო.

- ელოდი, რომ მოედანზე გასვლა მოგიწევდა?

- ბუნებრივია, დარწმუნებული არ ვიყავი, მაგრამ იმედი ნამდვილად მქონდა. ფსიქოლოგიურად კარგად შევემზადე და თამაშის დაწყებისთანავე საკუთარ თავს მოედანზე ვხედავდი. კარგად ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, თუ მწვრთნელი ჩემს თამაშს საჭიროდ მიიჩნევდა.

- რა დაგავალა გია გეგუჩაძემ მოედანზე გასვლის წინ?

- მითხრა, ნუ ინერვიულებ და შენი ფეხბურთი ითამაშეო. მარცხნიდან შეტევა დამავალა, შოთა გრიგალაშვილმა კი ცენტრში გადაინაცვლა. თუმცა ისე მოხდა, რომ გოლისას შეტევის მარჯვენა ფლანგზე აღმოვჩნდი.

- ლომიასთან იდეალურად ჩანხარ შეთამაშებული.

- დიდი ხანია, დუბლებში ერთად ვთამაშობთ და ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენმა წყვილმა მთავარ გუნდშიც შეძლო თავის გამოჩენა. დუბლებში საბას უმეტესად ჩემი პასებით გააქვს ხოლმე, ახლა კი პირიქით, მისი გადაცემით გავიტანე. შესანიშნავი პასი იყო და ვალდებული ვიყავი, კომბინაცია გოლით დამესრულებინა. მე და საბამ მეორე დღეს "დინამოს" დუბლშემადგენლობის წინააღმდეგაც ვითამაშეთ. ის შეხვედრა ფრედ დასრულდა.

- "ზესტაფონის" მთავარ გუნდში ერთადერთი ზესტაფონელი ხარ.

- ასეა და ძალიან ბედნიერი ვარ, მშობლიური ქალაქის გუნდში რომ ვთამაშობ. მინდა, აქ არაერთი სეზონი გავატარო და "ზესტაფონის" ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ჩამოვყალიბდე. სხვათა შორის, რუსთავში დავიბადე და ბავშვობა იქ გავატარე, ზესტაფონში კი ბოლო ხუთი წელია, ვცხოვრობ. ამის მიუხედავად, ჩემი ოჯახი ზესტაფონიდანაა და თავს ნამდვილ ზესტაფონელად მივიჩნევ. ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი ზურაბ ბოჭორიშვილს, რომელიც "ზესტაფონის" ასაკობრივ გუნდებში ჩემი მწვრთნელი იყო, და, რა თქმა უნდა, გია გეგუჩაძეს, რომელმაც დიდი ნდობა გამომიცხადა და საოცარი მოტივაცია მომცა.

- საკუთარ დადებით და უარყოფით მხარეებად რას მიიჩნევ?

- ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს, თანაც საკუთარი თავის დახასიათება ძნელია, მოკლედ კი იმის თქმა შემიძლია, რომ შემტევი ნახევარმცველი ვარ, მაგრამ ამის მიუხედავად, ართმევაზე უფრო მეტი მონდომებით თამაში მმართებს. თანამედროვე ფეხბურთს გამოკვეთილი გამთამაშებლები აღარ სჭირდება და ვალდებული ვარ, მოედანზე უფრო დიდი მოცულობის სამუშაო შევასრულო.

- ოდესმე თუ ყოფილხარ საქრთველოს რომელიმე ასაკობრივი ნაკრების კანდიდატი?

- სამწუხაროდ, არა. ბედნიერი ვიქნები, თუ ახალგაზრდულ ნაკრებში თავის გამოჩენის შანსს მომცემენ.

- "დინამოსთან" არც სადებიუტო უმაღლესლიგური მატჩი ჩაგიტარებია და გოლიც არ ყოფილა პირველი.

- დიახ, უმაღლეს ლიგაში დებიუტი ჯერ კიდევ შარშანწინ, ახალციხის "მესხეთთან" მატჩში მქონდა და ძირითად გუნდში არც ამ სეზონში მითამაშია პირველად, გოლი კი წინა სეზონში ზუგდიდის "ბაიას" გავუტანე. პირველი გუნდის სრულუფლებიან წევრად კი "დინამოსთან" შეხვედრამდეც ვგრძნობდი თავს. ხანდახან უმაღლესი ლიგის მატჩების განაცხადშიც ვხვდებოდი და "ზესტაფონის" შემადგენლობაში ესპანურ შეკრებაზეც ვითამაშე, რამაც ახალი გამოცდილება შემძინა.

- ასეთი მნიშვნელოვანი გოლის შემდეგ დუბლშემადგენლობათა ჩემპიონატში თამაშისთვის განწყობის შექმნა ხომ არ გაგიჭირდება?

- არავითარ შემთხვევაში. კარგად ვიცი, რომ ძირითად შემადგენლობაში დასამკვიდრებლად კიდევ ბევრი შრომა დამჭირდება და მანამდე ვალდებული ვარ, საკუთარი შესაძლებლობები ისევ დუბლებში დავამტკიცო. ისიც ვიცი, რომ შრომა დამიფასდება და საკუთარ შანსს მოთმინებით დაველოდები. დიდი იმედი მაქვს, რომ მიმდინარე სეზონში უმაღლეს ლიგაში კიდევ მომიწევს თამაში, მაგრამ ასეც რომ არ მოხდეს, ყველაფერი წინ მაქვს – ჯერ მხოლოდ 19 წლის ვარ და ჩემთვის ისიც დიდი პატივია, ასეთი შესანიშნავი გუნდის წევრი რომ ვარ.

- "დინამოს" დამარცხებამ "ზესტაფონი" ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად აქცია.

- ფავორიტობა ბევრს არაფერს ნიშნავს, ჩემპიონობამდე სხვა მატჩების მოგებაც გვჭირდება. კარგია, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია. დიდი იმედი მაქვს, რომ გაუთვალისწინებელ ქულებს აღარ დავკარგავთ. "ზესტაფონი" ჩემპიონობას იმსახურებს, მაგრამ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. მიზნის მისაღწევად გუნდი და ქომაგები გაერთიანებულები ვართ. ზესტაფონელი გულშემატკივარი ჩვენთვის ნამდვილად მეთორმეტე მოთამაშეა.

ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი

"ტორპედომ" შულაია დაიმატა

ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა

სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს

საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს

ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია

ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ

[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ

ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს

17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა

დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს

"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს

"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა

დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW

ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა

იტალიის ნაკრებს სავარაუდოდ, პირლოს ჩააბარებენ

ალისონის წასვლა მაინც შესაძლებელია? - "ლივერპული" ბრაზილიელის გაშვებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება

მე-3 კლასში სკოლის მიტოვება მოუწია - ოსიმენმა თქვა, რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ

შედგება თუ არა თოფურიასა და გეიჯის რემატჩი - ამერიკელი მებრძოლის აგენტმა ყველაფერი განმარტა

ეს ხუმრობა როდია - სენეგალის ნაკრების ექიმი გინეკოლოგი ყოფილა

"ტორპედომ" შულაია დაიმატა

"მესი მოკვდავს ჰგავს - დავაძინებთ" - ინგლისელები წინასწარ ზეიმობენ გამარჯვებას