ამ უქმეებზე ქართველმა ფეხბურთელებმა 11 გოლი გაიტანეს, რაც საკმაოდ კარგი შედეგია.

საბა ლობჟანიძემ, ფაქტობრივად, მარტომ სძლია "სონდერისკეს" - 3 გოლი გაიტანა და "რანდერსმა" 3:0 მოიგო. ბექა ვაჩიბერაძემ ლატვიაში დუბლი მიითვალა. ასევე ორი გოლის გატანა შეძლო ზაქარია ბეგლარიშვილმა. გიორგი პაპუნაშვილმა ესპანეთში მორიგი გოლი გაიტანა. პორტუგალიაში კი ავთო ებრალიძე გამოირჩა.

ესპანეთი. ლა ლიგა 2. გიორგი აბურჯანიას "სევილია ატლეტიკო" სტუმრად "კორდობასთან" 0:3 დამარცხდა. აბურჯანიამ შეუცვლელად ითამაშა.

გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსამ" "ალმერიას" უმასპინძლა და 2:1 მოუგო. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო თამაში და 56-ე წუთზე ბენიტოს პასით ანგარიში გახსნა. ეს პაპუნაშვილის მეოთხე გოლია სეზონში. მან ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. 66-ე წუთზე მწვრთნელმა ქართველი ლეგიონერი გამოცვალა. ამ გამარჯვების შემდეგ "სარაგოსა" 58 ქულით მე-4 ადგილზე გადავიდა და ლა ლიგის პლეი-ოფის ზონაშია (III-VI ადგილები).

▶ "სარაგოსა" პაპუნაშვილთან ერთად უკეთესია - ესპანური პრესა ქართველის კარგ თამაშს ეხმაურება

Video

გიორგი პაპუნაშვილის გოლი ალმერიას კარში

ოთარ კაკაბაძემ, ტრადიციულად, შეუცვლელად ითამაშა "ხიმნასტიკის" რიგებში, რომელიც შინ "ნუმანსიას" დაუზავდა - 0:0. კატალონიური გუნდი 43 ქულით მე-15 ადგილზეა და გასავარდნ ზონამდე 4 ქულა აშორებს.

იტალია. სერია C. ირაკლი შეყილაძის (მე-80 წუთზე შევიდა) "ლუკეზემ" შინ 3:0 მოუგო "ოლბიას".

პორტუგალია. სეგუნდა. "ბრაგას" დუბლებთან საგარეო მატჩში ავთო ებრალიძემ (90 წთ) სეზონში მე-6 გოლი გაიტანა, მისი "ვიზეუ" კი ქულას დასჯერდა - 2:2.

ბელგია. ჟუპილერლიგა. გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტოში იყო, ხოლო მისი "გენტი" სტუმრად "შარლერუასთან" 1:2 დამარცხდა. ჩვენებური 83-ე წუთზე გამოცვალეს, პირველ ტაიმში კი გააფრთხილეს.

შვეიცარია. სუპერლიგა. ვაკო გვილიამ ტრავმის გამო სამი ტური გამოტოვა, ახლა კი "ციურიხთან" მატჩში დაბრუნდა - 2:1. ვაკო მოედანზე 81-ე წუთზე გამოჩნდა. მისი "ლუცერნი" 46 ქულით მესამე ადგილზეა.

დანია. სუპერლიგა. დავით სხირტლაძის დისკვალიფიკაციამ მათე ვაწაძეს სასტარტოში მოხვედრის შანსი მისცა "სილკებორგის" საგარეო მატჩში "ჰელსინგორთან" - 0:0. მათე გააფრთხილეს და 62-ე წუთზე გამოცვალეს.

დანიაში საბა ლობჟანიძის ბენეფისი ვიხილეთ - მან "რანდერსის" რიგებში "სონდერისკეს" კარში ჰეთ-თრიკი შეასრულა! საბას უკვე 8 გოლი აქვს ჩემპიონატში გატანილი. "რანდერსი" გადარჩენისთვის გააფთრებით იბრძვის. საბა-შოუ - ასე უწოდა "რანდერსის" საიტმა ლობჟანიძის თამაშს.

Video

22.04.18. რანდერსი - სონდერისკე 3:0. საბა ლობჟანიძის ჰეთ თრიკი

I დივიზიონი. ლაშა პარუნაშვილის (90 წთ) "ესბიერგმა" სტუმრად 3:0 მოუგო "ბრაბრანდს" და ჩემპიონატს ლიდერობს.

პოლონეთი. ექსტრაკლასა. "პოგონი" სტუმრად 0:0 ეთამაშა "პიასტს". სტუმართა რიგებში შეუცვლელად გაისარჯა ლაშა დვალი.

"კორონასა" და "იაგელონიას" მატჩში ნიკა კაჭარავა 72-ე წუთზე შევიდა. ქართველის "კორონამ" შინ 0:3 წააგო.

შვედეთი. ოლსვენსკანი. გიორგი ხარაიშვილი აიკ-თან მატჩში 67-ე წუთზე გამოჩნდა, თუმცა სტუმარი "გიოტებორგი" 0:2 დამარცხდა.

ავსტრია. ბუნდესლიგა. ტოპ-ფორმაში მყოფი გიორგი ქვილითაიას "რაპიდმა" "ადმირას" უმასპინძლა და 4:1 მოუგო. ქართველი ფორვარდი 59-ე წუთზე გამოცვალეს. მას ამჯერად, თავი არ გამოუჩენია.

უნგრეთი. OTP. ქართველთა "ბალმაზივაროში" სტუმრად 0:0 დაუზავდა "ჰალადაშს" და ამის წყალობით, ამოვიდა გასავარდნი ზონიდან. სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო ბაჩანა არაბულმა და ის მე-16 წუთზე გამოცვალეს. აღსანიშნავია, რომ ლაშა შინდაგორიძე წინა ტურში დაშავდა სერიოზულად და ბუნებრივია, არ უთამაშია "ჰალადაშთან". ირაკლი მაისურაძემ კი შეუცვლელად ითამაშა.

სლოვაკეთი. ფორტუნა ლიგა. ვახტანგ ჭანტურიშვილის (90 წთ) "ტრნავა" სტუმრად "რუჟომბეროკს" 0:0 ეთამაშა. "ტრნავა" 61 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.

გიორგი ბერიძის (72-ე წუთზე გამოცვალეს) "ტრენჩინი" შინ "სლოვანთან" 1:3 დამარცხდა.

ალბანეთი. სუპერ ლიგა. ირაკლი ძარიას "კუკესი" სტუმრად "ლაჩის" დაუზავდა - 0:0.

რუსეთი. პრემიერლიგა. საქართველოს ნაკრების ლაზარეთს კიდევ ერთი შეემატა - გიორგი ლორია ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე, ორჯერ აშკარა გოლისგან იხსნა გუნდი "ურალთან" დაპირისპირებაში, რისთვისაც "ჩემპიონატისგან" 7 ბალიც დაიმსახურა, მაგრამ 64-ე წუთზე მან თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. "ანჟი" 0:1 დამარცხდა. გამარჯვებულთა რიგებში არ ყოფილა ტრავმირებული გიორგი ჭანტურია.

უიმედო აუტსაიდერი სკა ხაბაროვსკში "დინამოსთან" 0:1 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ნავალოვსკიმ.

მოსკოვში არ შედგა ქართველი მცველების დუელი - მასპინძელი "ლოკომოტივის" საბა კვირკველია დისკვალიფიცირებული იყო, არ უთამაშია "უფას" ჯიმი ტაბიძესაც - 0:0.

უკრაინა. პრემიერლიგა. დუბლების ჩემპიონატში გიორგი არაბიძის (86-ე წუთზე გამოვიდა) "შახტარმა" 2:0 მოუგო "ვორსკლას".

დავით ხოჭოლავამ დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა "შახტარისა" და ქართველთა "ვორსკლას" მატჩი - 4:2. 90-90 წუთი ითამაშეს ანდრო გიორგაძემ (გააფრთხილეს) და სანდრო კობახიძემ.

"შახტარი" 66 ქულით ლიდერობს, "ვორსკლა" 44 ქულით მესამეა.

ბელორუსი. ვისშაია ლიგა. გიორგი ქანთარიას (90 წთ) "ნემანმა" სტუმრად 1:0 მოუგო მინსკის "ტორპედოს".

ლატვია ვირშლიგა. ქართველთა "რიგასმა" აუტსაიდერი "ვალმიერა" სტუმრად გაანადგურა - 6:0. ბექა ვაჩიბერაძემ შეუცვლელად ითამაშა (გააფრთხილეს) და 2 გოლი გაიტანა. ლაშა შერგელაშვილმაც შეუცვლელად ითამაშა. "რიგასს" 4-დან 4 მოგება აქვს. ვაჩიბერაძემ "რიგასის" რიგებში ჩემპიონატში პირველი გოლები გაიტანა.

Video

22.04.18. ვალმიერა - რიგასი 0:6. ბექა ვაჩიბერაძის დუბლი

ესტონეთი. პრემიუმ ლიიგა. ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ" სტუმრად 6:0 მოუგო "ტულევიკს". მასპინძლებმა 51-ე წუთამდე გაძლეს, მერე კი ანგარიში "ფლორას" ქართველმა ლიდერმა გახსნა ახლო მანძილიდან დარტყმით. საბოლოოდ, მან დუბლი და ერთი საგოლე პასი მიითვალა. ეს ბეგლარიშვილის პირველი დუბლია სეზონში. მის ანგარიშზე 8 მატჩში 6 გოლია. 9 ტურის შემდეგ 19 ქულით "ფლორა" მე-3 ადგილზეა.

Video

21.04.18 ტულევიკი - ფლორა 0:6. ზაქარია ბეგლარიშვილის დუბლი

აზერბაიჯანი. პრემიერლიგა. ქართველთა "საბაილი" შინ "ქიაფაზს" დაუზავდა - 1:1. ნიკა აფაქიძემ შეუცვლელად ითამაშა, თამაზ ცეცხლაძე კი დისკვალიფიცირებული იყო.

ყაზახეთი. პრემიერლიგა. ქართველთა "ყიზილ-ჟარი" "ატირაუს" დაუზავდა - 1:1. ამ შეხვედრაში ანგარიში 24-ე წუთზე პენალტიდან შოთა გრიგალაშვილმა გახსნა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. გოგიტა გოგუა 74-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, ხოლო გიორგი ფოფხაძე სათადარიგო იყო.

მესამეადგილოსანი "ტობოლი" შინ "აკჟაიკს" დაუზავდა - 1:1. ჯაბა კანკავამ 90 წუთი ითამაშა და მან ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ნიკა კვეკვესკირი ტრავმირებულია.

ლაშა კასრაძის (90 წთ) "ჟეტისუმ" შინ "ირტიშს" მოუგო - 2:1.

ჯაბა ჯიღაურის "ორდაბასი" შინ "ასტანასთან" დამარცხდა - 1:2. ლიდერის წინააღმდეგ ჯიღაურმა 68-ე წუთიდან ითამაშა.

უზბეკეთი. სუპერლიგა. ქართველთა "ყიზილქუმმა" "ნეფთჩის" 1:0 მოუგო და ეს ერთადერთი გოლი გამოცდილმა გიორგი კვესიეშვილმა გაიტანა. მცველმა გოლი მე-5 წუთზე გაიტანა. მან შეუცვლელად ითამაშა. აი, ელგუჯა გრიგალაშვილი კი სათადარიგო იყო. კახა მახარაძის (90 წთ) "ლოკომოტივმა" "სოგდიანას" 2:0 მოუგო.

აშშ. MLS. ვაკო ყაზაიშვილის "სან ხოსე" სტუმრად "ორლანდოსთან" 2:3 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 68-ე წუთზე გამოჩნდა.

"ამ ფასად "ჩელსიში" ვინისიუსს ან კვარაცხელიას ველოდი" - მორგანი ხანდახან ჭკვიანურსაც იტყვის
"ბარსამ" ვუნდერკინდი თორნიკე არავის არ უნდა დაუთმოს და ხვიჩას შემთხვევაში დაშვებული შეცდომა არ გაიმეოროს" - უცხოური მედია
"შეუძლია თუ არა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება? - ტოტიმ ქართველზე ისაუბრა
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
"ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება" - "ტორპედოს" განცხადება
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ნაპოლიში" 10 ვირი და მარადონა იყო - მესიმ აჯობა" - ამბობს დიეგოს მეგობარი
"მეშახტეს" ჩხეტიანი ჩაუდგა სათავეში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
"ეს დასასრული არ არის, მათ კიდევ შევხვდებით" - კონატე ესპანეთთან მარცხის შემდეგ
მუნდიალის აღმოჩენას, 40 წლის ვოზინიას, ისტორიულმა კლუბმა კონტრაქტი შესთავაზა
დიდი მატჩის დღე! მესი თუ იამალი, ორგანიზება თუ ბრძოლისუნარიანობა?
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
"შეუძლია თუ არა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება? - ტოტიმ ქართველზე ისაუბრა
"სხეული თავად გაძლევს სიგნალს, როდესაც მოედანზე ძალების ბოლომდე გაღება აღარ შეგიძლია" - ბრაზილიელმა რონალდომ კრიშტიანოსა და ნეიმარზე ისაუბრა
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
ქართველი ლეგიონერის გოლი და გამარჯვება კონფერენს ლიგაში
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
ჭანტურია კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს
შოთა გრიგალაშვილი ყაზახეთის პირველ ლიგაში გადაცემებით გამოარჩიეს
ბეგლარიშვილმა გუნდი კონფერენს ლიგის მეორე რაუნდში გაიყვანა
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
წიტაიშვილი დაიტოვეს - დიდი წმენდა "ჩერნომორეცში"
[VIDEO] საბას დროა - ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი MLS-ში
ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" და ჩაკვეტაძის "გენტი" თითქმის შემდეგ ეტაპზე - ქართველები კონფერენს ლიგაზე
ბექა ვაჩიბერაძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს
[VIDEO] როგორც ქოჩორაშვილმა ალბანეთში... პაპუნაშვილის სუპერგოლი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში!
ლეგიონის უქმეები: 3 გოლი, მჭედლიძის დაბრუნება, კიტეიშვილის დებიუტი [VIDEO]
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
კონფერენს ლიგა: ბერიძემ გაიტანა, ხოჭოლავა დაასვენეს, კვარაცხელიას "რაკუვი" ელის
ნიჭი, ძამიკო, ნიჭი! - წიტაიშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას
ოფიციალურად - "ჯვაროსნების" ყოფილი მოთამაშე ესტონეთის ნაკრებში ითამაშებს [PHOTO]
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა აშშ-ში გუნდი გამოიცვალა
ოფიციალურად - ბექა ვაჩიბერაძე "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
ზაქარია ბეგლარიშვილმა ფინეთში გუნდი გამოიცვალა
ვაჩიბერაძე "მეტალისტში" გადავიდა
"ჩერნომორეცმა" ვაჩიბერაძის მოპოვებული პენალტით ფრეს მიაღწია
ლობჟანიძის საგოლე პასი - "ატლანტამ" და "ცინცინატიმ" ფრედ ითამაშეს [VIDEO]
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
ქართული ლეგიონის "შაბათობა" - 4 გოლი [VIDEO]
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა
[VIDEO] ეს საბას დროა - ლობჟანიძის დუბლი MLS-ში