ტურში არც "ბარსელონა" მონაწილეობდა და არც "რეალი", ისინი თავიანთ მატჩებს მოგვიანებით გამართავენ. ამასობაში, "ბარსა" უთამაშებლად მიუახლოვდა ჩემპიონის ტიტულს.

საქმე ისაა, რომ "ატლეტიკომ" ვერაფერი მოუხერხა ტოპ-ფორმაში მყოფ "ბეტისს". მართალია, ხუთმატჩიანი მოგებათა სერია შეუწყვიტა, მაგრამ გოლი ვერ გაუტანა და მხოლოდ ქულა შეიმატა. ახლა დიეგო სიმეონეს გუნდს 72 ქულა აქვს და მაქსიმუმ 84-ის დაგროვება შეუძლია, "ბარსას" კი უკვე 83 ქულა აქვს...

ამ შეხვედრაში შანსი ფერნანდო ტორესს მიეცა, რომელმაც თავიდან ბოლომდე ითამაშა, თუმცა გოლის გატანა მან ვერ მოახერხა. შეგახსენებთ, რომ "ელ ნინიო" "ატლეტიკოს" ემშვიდობება.

ამასობაში, გაირკვა მეორე უიღბლო გუნდის ვინაობაც. უფრო ზუსტად, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ "ლას პალმასიც" "მალაგას" ბედს გაიზიარებს და ლა ლიგიდან გავარდება. ერთადერთი "დეპორტივო" იბრძვის და მასაც ეს არცთუ კარგად გამოსდის. დიდი ალბათობით, გალისიური კლუბიც ანდალუსიურისა და კანარულის ბედს გაიზიარებს.

ფაქტები

რაც კლარენს ზეედორფი წვრთნის, "დეპორტივომ" 12-დან 8 შეხვედრაში გოლი ვერ გაიტანა.

იან ობლაკმა (ატლეტიკო) "ვანდაზე" ბოლო 20 ზუსტი დარტყმა მოიგერია.

"ბეტისმა" 707 პასი გააკეთა "ატლეტიკოსთან" მატჩში, რაც ამ გუნდისთვის 2005/06 წლების სეზონის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია საგარეო მატჩებში.

"ბეტისმა" ლა ლიგაში ზედიზედ 6 მატჩში კარი "მშრალად" ისტორიაში პირველად შეინახა.

"ატლეტიკომ" "ვანდაზე" 26 მატჩიდან გოლი 24-ში არ გაუშვა.

დიეგო სიმეონემ დუელი პირველად ვერ მოუგო კიკე სეტიენს, თუმცა გოლი მისმა გუნდმა არც ამჯერად გაუშვა (როგორც წინა 4 დაპირისპირებაში).

"ლას პალმასმა" ამ სეზონში 4 მატჩში ვერ გაიტანა გოლი. ეს ამ გუნდის ანტირეკორდია.

2003/04 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ლა ლიგის მატჩში რომელიმე გუნდმა ერთი ჯარიმაც კი არ "აიკიდა". ეს "რეალ სოსიედადმა" მოახერხა.

მიუხედავად ჯარიმების გრაფაში ნულისა - "სოსიედადის" ფეხბურთელებიდან ერთმა - სერხიო კანალესმა ყვითელი ბარათის მიღება "მოახერხა" - ბურთი სასტვენის შემდეგ გადააგდო.

"ჟირონამ" ზედიზედ მესამე საშინაო მატჩი ვერ მოიგო ლა ლიგაში.

მაქსი გომესზე (სელტა) მეტი თავური გოლი (7) ლა ლიგაში კრისტიან სტუანიმ (ჟირონა) გაიტანა მხოლოდ - 9.

"ეიბარმა" "ხეტაფესთან" ლა ლიგაში პირველად წააგო (მე-6 მატჩში).

ლა ლიგა. XXXIV ტური

ლეგანესი-დეპორტივო 0:0

ეიბარი-ხეტაფე 0:1

გოლი: 0:1 ოლივერა (23)

სელტა-ვალენსია 1:1

გოლები: 0:1 ს. მინა (59), 1:1 მ. გომესი (63)

ვალენსია (4-4-2): ნეტუ - ვეზუ, გარაი, გაბრიელ პაულისტა, ლატორე - ა. პერეირა, სოლერი, კონდოგბია, გედეში (78. ფ. ტორესი) - ს. მინა (85. ვიეტო), როდრიგო

ჟირონა-ესპანიოლი 0:2

გოლები: 0:1 ჟ. მორენო (43), 0:2 ჟ. მორენო (55)

მალაგა-სოსიედადი 2:0

გოლები: 1:0 ადრიანი (11), 2:0 ენ ნესირი (35)

ლას პალმასი-ალავესი 0:4

გოლები: 0:1 ელ ჰადადი (51), 0:2 ელ ჰადადი (73), 0:3 მედრანი (79), 0:4 სობრინო (91)

ატლეტიკო-ბეტისი 0:0

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი (65. ვრსალიკო), სავიჩი, ხ. ხიმენესი, ლ. ერნანდესი - ვიტოლო (63. კოკე), გაბი, თომასი, საულ ნიგესი - ა. კორეა (63. გრიზმანი), ფ. ტორესი

ორშაბათი, 23 აპრილი

ბილბაო-ლევანტე 23:00

ბომბარდირები: 29 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 24 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 23 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 20 - იაგო ასპასი (სელტა); 19 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 18 - კრისტიან სტუანი (ჟირონა).

მომდევნო ტური

27 აპრილი: ლევანტე-სევილია;

28 აპრილი: ესპანიოლი-ლას პალმასი, რეალ სოსიედადი-ბილბაო, რეალი-ლეგანესი, ვილიარეალი-სელტა;

29 აპრილი: ხეტაფე-ჟირონა, ალავესი-ატლეტიკო, ვალენსია-ეიბარი, დეპორტივო-ბარსელონა;

30 აპრილი: ბეტისი-მალაგა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა