დღეს, 23 აპრილს, "დინამოს" საფეხბურთო აკადემიაში ვიტალი დარასელიას სახელობის რიგით მესამე საერთაშორისო ტურნირისწინა პრესკონფერენცია გაიმართა.

პრესკონფერენციის დაწყებისას დამსწრეებმა ნინო ხურციძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ჟურნალისტების წინაშე აკადემიის დირექტორი - ლევან გვანცელაძე, ტურნირის მენეჯერი - არჩილ კეკელია, ტურნირის პარტნიორები: კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი - ირაკლი გვილავა და სფფ-ის აკადემიის ხელმძღვანელი - ირაკლი ლილუაშვილი, ტურნირის სპონსორები: "VTB ბანკის" მარკეტინგისა და პიარის სამსახურის ხელმძღვანელი - შოთა მაჭავარიანი და "ავერსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი - ლალი ბრეგვაძე წარდგნენ.

მათ ტურნირის მნიშვნელობაზე, მონაწილე გუნდებსა და გათამაშების კალენდარზე ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ ტურნირი 2003 წელს დაბადებულ ჭაბუკებს შორის გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ: "დინამო" (საქართველო) "ესპანიოლი" (ესპანეთი), "ჯენოა" (იტალია), "ვიტესი" (ჰოლანდია), "სპარტაკი" (რუსეთი), "დინამო" (ბელორუსი), "დინამო" (კიევი), სფფ-ის აკადემია (საქართველო).

ჯგუფური და პლეი-ოფის მატჩები აკადემიის მოედნებზე გაიმართება, ხოლო ფინალურ შეხვედრას "დინამო არენა" უმასპინძლებს.

ტურნირის მენეჯერი არჩილ კეკელია: "ამ ტურნირისთვის მზადება დავიწყეთ ნახევარი წლით ადრე. ყველაზე რთული, ალბათ, გუნდების შერჩევა იყო. მინდა გითხრათ, რომ ეს ტურნირი იმდენად პოპულარული გახდა, რომ ევროპის კლუბები სამომავლო განაცხადს აკეთებენ. მაგალითად, მონაწილეობას ძალიან გვთხოვდა ბელგიური "გენკი", რომლისთვისაც სამწუხაროდ, ტურნირზე ადგილი ვერ მოიძებნა. მსურველთა რიცხვში ასევე იყო ტურინის "იუვენტუსი". ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს "იუვენტუსი" ტურნირზე გვეყოლება. ასევე ბოლო მომენტამდე სათუო იყო მადრიდის "რეალის" მონაწილეობა, რომელიც ასევე მომავალ წელს გვეყოლება".

ტურნირის კალენდარი ასე გამოიყურება:

ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი 24 აპრილს დაიწყება.

შარშან ვიტალი დარასელიას თასის ფინალში კიევის "დინამომ" "აზ ალკმაარი" დაამარცხა.

grisha
და თუ ამდენი მსურველია და უარს ეუბნებით, არ ჯობია ცოტა მეტი აიღოთ საკუთარ თავზე და დაამატოთ გუნდები. უფრო წარმამადგენლობითი ტურნირი ჩაატაროთ. სპონსურები უეჭველი გამოჩდებიან თუ მართლა ასეთი კარგი კლუბები არიან მსურველები. ჩვენი ქვეყნის რეკლამაც იქნება და ბავშვების მეტ გამოცდილებას მიიღებენ.
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"ჩელსი" როსენიორის გადაყენებას არ აპირებს
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირის ორგანიზატორი შეიცვალა
დარასელიას თასი: "ჯენოამ" "ვიტესს" 3:1 მოუგო [VIDEO]
დარასელიას თასი: თბილისის "დინამომ" "ჯენოასაც" მოუგო
დარასელიას თასი: მინსკის "დინამომ" "ვიტესთან" იმარჯვა
azerisport.com: ქართული მაგალითი. როგორ აკეთებენ მეზობლები იმას, რაც ჩვენ არ შეგვიძლია
ვიტალი დარასელიას სახელობის თასი "ესპანიოლის" გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]