„ლივერპულის“ ვარსკვლავი ენდი ქეროლი თავის ახლო მეგობარ ჯო ჰარტს თურმე ადრევე ეუბნებოდა, მერსისაიდელთა წითელი მაისურით ჩემს პირველ გოლს შენს კარში გავიტანო

„ლივერპულის“ ვარსკვლავი ენდი ქეროლი თავის ახლო მეგობარ ჯო ჰარტს თურმე ადრევე ეუბნებოდა, მერსისაიდელთა წითელი მაისურით ჩემს პირველ გოლს შენს კარში გავიტანო — მოგეხსენებათ, ჰარტი „მანჩესტერ სიტის“ გოლკიპერია, „ლივერპულმა“ კი „სიტის“ ორშაბათს 3:0 მოუგო. სამიდან ორი გოლი სწორედ ქეროლმა გაიტანა.

„სანი“ გვამცნობს, რომ ქეროლი და ჰარტი ინგლისის ნაკრების ბანაკში დამეგობრდნენ და ორშაბათს“, „ენფილდ როუდზე“ გამართული შეხვედრის წინ, ეგრეთწოდებული მოთელვის დროს ერთმანეთს ეხუმრებოდნენ.

„ჯოს თამაშის წინ ვუთხარი დღეს აუცილებლად გაგიტან, მეთქი — ყვება „ლივერპულში“ 35 მილიონ ფუნტად გადასული ნიუკასლელი — მართალია, ჩემს ხუმრობაზე ისიც ხუმრობით მპასუხობდა და სიტყვას ბანზე მიგდებდა, მაგრამ მართლა გავიტანე და ძალიან მიხარია ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში სამი ქულა რომ მოვიპოვეთ. ამ გოლების გატანა ძალიან მჭირდებოდა, თუმცა ჰეთ თრიკი უკეთესი იქნებოდა. რასაკვირველია, მთავარია გუნდმა მოიგოს, მაგრამ მე აქ გოლებისთვის მომიყვანეს და ამიტომაც რაც მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო“.

„ლივერპულს“ მეხუთე ადგილზე გასვლის და ევროლიგაზე მოხვედრის შანსი, მოგეხსენებათ, აქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ევროშეჯიბრებაში მონაწილეობის გარეშე, ზაფხულში, „ენფილდზე“ გადასვლა შესაძლოა ბევრმა ვარსკვლავმა არ ინდომოს და ეს გუნდის გაძლიერებას არ წაადგება, მაგრამ ქეროლი სხვანაირად ფიქრობს:

„ჩვენ ძალიან დიდი კლუბი გვყავს და არ მესმის, ფეხბურთელებს აქ გადმოსვლა რატომ არ უნდა უნდოდეთ. ახლა გუნდის შეკრების და თამაშის დალაგების პროცესში ვართ“.

ქეროლის თამაშით ძალიან კმაყოფილი დარჩა „ლივერპულის“ მწვრთნელი, ლეგენდარული კენი დალგლიშიც. მან თქვა, რომ უკვე ხედავს ქეროლისა და ურუგვაელი ლუის სუარესის წყვილად თამაშის დიდ პერსპექტივას. „მანჩესტერ სიტისთან“ შეხვედრაში სუარესს, მართალია, გოლი არ გაუტანია, მაგრამ კარგად ითამაშა და ზემოთ ნახსენები მეკარე ჰარტის კარგი თამაში და ცოტა უიღბლობა რომ არა, ერთ ეპიზოდში მიზანთან ახლოსაც იყო. იანვარში 58 მილიონ ფუნტად ნაყიდ წყვილზე „კოპის მეფე კენიმ“ თქვა:

„თანდათანობით ნახავთ, რომ ენდისა და ლუისის პარტნიორობა მეტად და მეტად დაიხვეწება — ამის წინაპირობა აშკარად აშკარად გამოიკვეთა. მე თუ მკითხავთ, სუარესმა „მანჩესტერ სიტისთან“ შეხვედრაში დიდებულად ითამაშა და გოლი რომ ვერ გაიტანა, უიღბლობის ბრალია. მის დარტყმულს „სიტის“ მეკარემ თითი გაჰკრა და ის ძელს მოხვდა. ვფიქრობ, ქეროლისა და სუარესის წყვილში ეჭვი ისედაც არავის ეპარებოდა, მაგრამ ორშაბათს ყველაფერი მეტისმეტად აშკარად გამოჩნდა“.

ის ფეხბურთი, რომელიც „ლივერპულმა“ „მანჩესტერ სიტისთან“ ითამაშა, ჟურნალისტებმა დალგლიშის პოსტზე დანიშვნის შემდეგ საუკეთესოდ მიიჩნიეს. თავად მწვრთნელმა ამაზე ასე თქვა:

„ეს თამაში მართლაც სასიამოვნო საყურებელი იყო. ვერ გეტყვით ის საუკეთესო იყო თუ არა, მაგრამ სასიამოვნო რომ იყო, ფაქტია. არა მგონია, „სიტის“ ისე შებოჭვა, ორშაბათს ჩემმა ბიჭებმა რომ შებოჭეს, მარტივი საქმე იყოს. განსაკუთრებით კარგი იყო მეორე ტაიმი, როდესაც ჩვენ 3:0-ს ვიგებდით და თითქოს, ანგარიშის შენარჩუნება ყველაფერზე მთავარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ კიდევ შევქმენით საგოლე მომენტები“.

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...