ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც რეგულარულად თამაშობს საერთაშორისო ტურნირებში, ნაკრებს არც ამჯერად დაეხმარება
საჩოგბურთო სამყაროში სანაკრებო პაუზა იწყება და ჩვენთვისაც აქტუალური გახდა "დევისის თასის" და "ფედერაციის თასის" პერიპეტიები - ნაკრების კაპიტნებმა მაისის ბატალიებისთვის შემადგენლობები დაასახელეს. ქალთა ჩოგბურთით და "ფედერაციის თასით" დავიწყებთ.

საქართველოს ნაკრები "ფედერაციის თასის" ევროპა-აფრიკის ზონის II ჯგუფში თამაშობს. 4-7 მაისს ეს ჯგუფი ტურნირს ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში მართავს. რევოლუციაგამოვლილი ეგვიპტე შეჯიბრებას "სმეშ ტენის" აკადემიის კორტებზე უმასპინძლებს, რომლის საფარი თიხნარია. 7 ნაკრები ორ პულში გადანაწილდება, პულის გამარჯვებული მეორე პულის მეორეადგილოსანს შეხვდება. საბოლოოდ, ორი საუკეთესო ნაკრები გაისად ევროპა-აფრიკის I ზონაში ითამაშებს. ასევე გათამაშდება ბოლოსწინა და ბოლოადგილოსანთა პლეი ოფი, რის შემდეგაც ორი უარესი ნაკრები III ჯგუფში გავარდება. საქართველოს კონკურენტები არიან: სომხეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ფინეთი, მაროკო, პორტუგალია და თურქეთი.

ჩვენი ნაკრების უცვლელმა კაპიტანმა ლალი ზერეკიძემ შემდეგი შემადგენლობა დაასახელა: ანა ტატიშვილი (109), სოფიო შაფათავა (287), თათია მიქაძე (301) და ეკა გორგოძე (497). ძალიან კარგია, რომ გუნდში ითამაშებს ჩვენი ლიდერი ანა ტატიშვილი, მაგრამ ნაკრებს აკლია ქვეყნის მე-2 და მე-3 ნომრები, ოქსანა კალაშნიკოვა (189) და მაკა ჩახნაშვილი (235). შარშან ჩვენს გოგონებს ერთი ნაბიჯი დააკლდათ I ჯგუფის საგზურამდე, პლეი ოფში ბერძნებთან 0:2 წააგეს.

უკვე მეორე წელიწადია ნაკრებში არაა მაკა ჩახნაშვილი, როგორც ჩანს, 28 წლის ჩოგბურთელმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. სხვათა შორის, ის ნაკრებს 10 წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა და ამ მხრივ საქართველოს რეკორდსმენია. ჩახნაშვილის ანგარიშზე 30 სანაკრებო გამარჯვებაა (ესეც რეკორდია).

"ფედერაციის თასის" სანაკრებო რეიტინგში ჩვენი მეტოქეთაგან საქართველოზე (56-ე) წინ მხოლოდ ფინეთია (51-ე), თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ყველაზე სერიოზული მეტოქე ეგვიპტეში ფინეთი გვეყოლება. ფინეთის ნაკრების შემადგენლობა ასეთია: ემა ლაინე (268), პია სუომალაინენი (450), ჰეინი სალონენი (ურეიტინგო) და ელა ლეივო (ურეიტინგო).

გაცილებით ძლიერია პორტუგალიელთა შემადგენლობა, არადა, ეს ქვეყანა რეიტინგში მხოლოდ 65-ე ადგილზეა: მიშელ ლარჩერ დე ბრიტო (174), მარია ჟოაო კოელერი (278), მაგალი დე ლატრე (380) და ბარბარა ლუზი (1040). 18 წლის ლარჩელ დე ბრიტო ტატიშვილთან ერთად ამ ჯგუფის მთავარი ვარსკვლავია.

გაგაცნობთ სხვა ნაკრებების შემადგენლობებსაც:

ბოსნია: იასმინა ტინჯიჩი (282), მერვინა იუგიჩ სალკიჩი (444), იასმინა კაიტაზოვიჩი (717) და ემა ბურგიჩი (703).

სომხეთი: ანი ამირაღიანი (978), ოფელია პოღოსიანი (ურეიტინგო), ნუნე ხაჩატრიანი (ურეიტინგო) და ანა მოვსისიანი (ურეიტინგო).

მაროკო: ფატიმა ელ ალამი (438), ნადია ლალამი (499), ლინა ბენანი (748) და ჰაბიბა იფრახი (ურეიტინგო).

თურქეთი: კაგლა ბუიუქაგჩაი (169), პემრა ოზგენი (374), ბასაკ ერაიდინი (747) და იპეკ სენოგლუ (ურეიტინგო, წყვილებში 77).

ვფიქრობთ, ჩვენი ნაკრების მთავარი კონკურენტი პორტუგალიაა, ბრძოლა გველის ბოსნიასთან და თურქეთთანაც. საერთო ჯამში, კი ნაკრებმა, წესით, I ჯგუფში აღზევება უნდა შეძლოს.

"დევისის თასზე" საქართველოს ნაკრები ევროპა-აფრიკის ზონის III ჯგუფშია. კაპიტან ვიქტორ ბაქშის გუნდი 9 მაისს მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ითამაშებს. მონაწილეთა რიცხვი 12-ია: საქართველო, ალბანეთი, ანდორა, სომხეთი, ისლანდია, მაკედონია, მალტა, მოლდოვა, ჩერნოგორია, ნორვეგია, სან მარინო, თურქეთი.

საქართველოს ნაკრებში სამი ურეიტინგო ჩოგბურთელია: გიორგი ცივაძე, ალექსანდრე მეტრეველი და ნიკა დოლიძე. ბუნებრივია, ასეთი გუნდით სერიოზულ წარმატებაზე ფიქრი ძნელია, თუმცა არც მეტოქეები წყვეტენ ციდან ვარსკვლავებს. ცუდია, რომ ჯერ ერთხელაც არ დაუცავს თავისი ქვეყნის ღირსება ნიკოლოზ ბასილაშვილს (678), ერთადერთ ქართველს, რომელიც რეგულარულად თამაშობს საერთაშორისო ტურნირებში.

12 ნაკრები 4 პულად გაიყოფა, პულის გამარჯვებულები პლეი ოფში II ჯგუფის ორი საგზურის მფლობელებს გამოავლენენ. აქედან არავინ ვარდება, რადგან ეს "დევისის თასის" გათამაშების ფსკერია.

სხვა 11 ნაკრების შემადგენლობას არ ჩამოვთვლით, გუნდებში ძირითადად უცნობი, ურეიტინგო და სუსტი ჩოგბურთელები არიან. გამოვყოფთ მოლდოველ რადუ ალბოტს (402), ჩერნოგორიელ გორან ტოშიჩს (460), ნორვეგიელ ერლინგ ტვეიტს (532), თუმცა ჯგუფის მთავარი ვარსკვლავი უდავოდ თურქი მარსელ ილჰანია. 23 წლის ჩოგბურთელი მსოფლიოს 110-ე ჩოგანია, წლის დასაწყისში კი 87-ე ნომრობამდე იყო აღზევებული. ამ ჩოგბურთელის წყალობით, თურქეთი ჯგუფში ფავორიტია.

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა