"სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა გადადგომასა და მის ადგილზე კლაუდიო რანიერის მოსვლის შესახებ ხმები უარყო
მოსკოვის საფეხბურთო კლუბ "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კარპინმა შესაძლო გადადგომისა და მის ადგილზე კლაუდიო რანიერის მოსვლის შესახებ გავრცელებული ხმები უარყო.

ორშაბათს იტალიური მედია იუწყებოდა, რომ "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი შესაძლოა რანიერი გახდეს. "სპარტაკმა" სეზონის დასაწყისი ჩააგდო: რუსეთის ჩემპიონატის ოთხ სასტარტო მატჩში "თეთრწითლებმა" მხოლოდ 4 ქულა მოიპოვეს და პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებიან.

ევროპის ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში "პორტოსთან" კარპინის გუნდმა გამანადგურებელი მარცხი იწვნია - 1:5 და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა, სამი დღის შემდეგ კი სპარტაკელებმა რუსეთის ჩემპიონატის მატჩში შინ გროზნოს "ტერეკთან" ფრედ 0:0 ითამაშეს.

"გადადგომა-არგადადგომის ზღვარზე ოდესმე ნებისმიერი მწვრთნელი აღმოჩნდება. მაგალითად, თუ ხვალ "ანჟისთან" 0:10 წავაგებთ, ეს შეიძება მართლაც მოხდეს. ამასთან, მწვრთნელისთვის ბოლო ნებისმიერი მატჩი შეიძლება გამოდგეს, მაგრამ მთელ ამ საუბრებს ჩემ შემთხვევაში არავითარი საბაბი არ აქვს", - განაცხადა კარპინმა.

ევროპის ლიგის საპასუხო შეხვედრა "სპარტაკსა" და "პორტუს" შორის ხუთშაბათს "ლუჟნიკებზე" გაიმართება. ნახევარფინალში გასასვლელად "თეთრწითლებს" პორტუგალიის ჩემპიონის 4:0 დამარცხება სჭირდებათ. კარპინის აზრით, მისმა ფეხბურთელებმა საკუთარ მოედანზე გულშემატკივართა წინაშე რეაბილიტაცია უნდა მოახდინონ. ამასთან, ის თავისი შეგირდების მოტივირებას რაიმე განსაკუთრებული მეთოდით არ აპირებს.

"პორტუში" სამარცხვინო წაგების შემდეგ, ბუნებრივია მოთამაშეთა ფსიქოლოგიური მდგომარეობა საუკეთესო არ ყოფილა. ეს "ტერეკთან" მატჩის შედეგზეც აისახა. ვეცდებით დავამტკიცოთ, რომ გაცილებით უკეთ თამაში შეგვიძლია. ამ მატჩისთვის განწყობის შექმნას არავისთვის ვაპირებ. ფეხბურთელისთვის საუკეთესო სტიმული პირველ მატჩში 1:5 დამარცხებაა. ზედმეტი სიტყვების ძიება ამ სიტუაციაში საჭირო არ არის", - დასძინა კარპინმა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით

achikonazario
2-5 ის წაგების მერეც არ აპირებს ნეტა გადადგომას?
gio
კარპინს "შევანრდნაძის სინდრომი" დაემართა :D
"ოჯახში 7 წლის განმავლობაში ჩემი ხელფასიდან 1 პენი არ დაგვიხარჯავს, ბონუსებით ვცხოვრობდით" - ოსკარმა ჩინეთში გამომუშავებულ მილიონებზე ისაუბრა
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
მე-3 კლასში სკოლის მიტოვება მოუწია - ოსიმენმა თქვა, რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
სარეკორდო ტრანსფერი - ლუკა ვუშკოვიჩი პრემიერ ლიგაში ითამაშებს