მადრიდის "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობამ პირველად ოფიციალურად აღიარა, რომ 20 წლის დავიდ დე ხეას შეძენა "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ჩელსის" სურთ

მადრიდის "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობამ პირველად ოფიციალურად აღიარა, რომ 20 წლის დავიდ დე ხეას შეძენა "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ჩელსის" სურთ, თუმცა ამავე წყარომ კატეგორიულად უარყო ხმები, თითქოს, უკვე გადაწყვეტილია ნიჭიერი გოლკიპერის ტრანსფერი "ნისლიან ალბიონზე".

სამშაბათს რადიო "ონდა სერომ" გაავრცელა ცნობა, რომ, თითქოს, დე ხეას აგენტი ხორხე მენდესი "იუნაიტედის" ბოსებს შეხვდა და "წითელ ეშმაკებთან" 20-მილიონიანი (ევროებში) ტრანსფერი შეათანხმა. მოკლედ, ზაფხულში ედვინ ვან დერ სარი კარიერას ასრულებს და ესპანელი მას შეცვლისო. "ატლეტიკოს" მენეჯერმა ხილ მარინმა ეს ცნობა უარყო: "მენდესი ინგლისშია, თუმცა არა დე ხეას ტრანსფერის შესათანხმებლად, მას ამის უფლება უბრალოდ არ აქვს, გოლკიპერი კლუბის საკუთრებაა. სეზონის ბოლოს დავსხდებით და თავად მას დავეკითხებით, სურს თუ არა წასვლა. თუკი დე ხეა წასვლას მოინდომებს, მაშინ ჩვენ მომავალ მყიდველს იმ თანხას მოვთხოვთ, რაც დავიდს კონტრაქტში უწერია - 25 მილიონი ევრო. ვადასტურებ, რომ დე ხეას მიწვევა აქვს, როგორც "იუნაიტედიდან", ასევე "ჩელსიდან". დავიდს აქვს მესამე ვარიანტიც, ჩვენ მას მომხიბვლელი წინადადება შევთავაზეთ კონტრაქტის გაგრძელებაზე. ჩვენ ძალიან გვურს, რომ ის მადრიდში დარჩეს, თუმცა თავის მომავალს თავადვე განსაზღვრავს ზაფხულში", - განუცხადა ხილ მარინმა იმავე რადიოს.

მეკარის მამამ ხოსე დე ხეამ ასევე უარყო ხმები, თითქოს, მისმა ვაჟმა უკვე მიაღწია შეთანხმებას "მანჩესტერ იუნაიტედთან. შეგახსენებთ, რომ დე ხეა კონტრაქტით 2013 წლის ზაფხულამდე ეკუთვნის "ატლეტიკოს". სხვათა შორის, "ატლეტიკოს" უკვე შეგულებული ჰყოლია დე ხეას შემცვლელი, "სელტას" გოლკიპერი ისმაელ გომეს ფალკონი.

მატაც მიდის?

"მარკას" ახალი ცნობა ერთობ დაამწუხრებს "ვალენსიას" ქომაგებს - ზაფხულში "ღამურები" კიდევ ერთ ვარსკვლავს დაკარგავენ, ხუან მატა გუნდიდან წავა. მისი საბაზრო ფასი 30 მილიონი ევროა, ამხელა თანხის გადამხდელი კი პრემიერლიგური "ჩელსი" ყოფილა. "ვალენსიას" შემტევით "მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალიც" ყოფილა დაინტერესებული. შეგახსენებთ, რომ შარშან კლუბი დავიდ ვილიამ და დავიდ სილვამ დატოვეს, მაგრამ მატა მაშინ დარჩა.

რასინგის მეპატრონე ვალს არ იხდის

"რასინგის" მეპატრონის ინდოელი ბიზნესმენის ალი საიედის ქმედითუნარიანობა კიდევ ერთხელ დააყენეს ეჭვქვეშ. კლუბის ახალ მეპატრონეს ჯერ კიდევ არ გაუსტუმრებია 11 ფეხბურთელის ვალი, რომლის ჯამი 1,7 მილიონ ევროს შეადგენს. ალი საიედი ამ ფეხბურთელებს შეჰპირდა ვალის გასტუმრებას, გავიდა დრო, მაგრამ სხვა ქვეყნებში კორუფციაში დადანაშაულებულმა ბიზნესმენმა პირობა ჯერ არ შეასრულა. 3 აპრილს ალი საიედი ბარსელონაში "ესპანიოლისა" და "რასინგის" მატჩს დაესწრო და მაშინაც შეაგულიანა ფეხბურთელები და უთხრა, რომ სულ მალე გაისტუმრებდა ვალებს.

გარაი ლისაბონში მიდის

მადრიდის "რეალის" არგენტინელი მცველის, ესეკიელ გარაის აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტია ახლოსაა ლისაბონის "სპორტინგში" გადასვლასთან. გარაის 2014 წლის ზაფხულამდე აკავშირებს ხელშეკრულება "სამეფო კლუბთან", მაგრამ ჟოზე მოურინიო მას ნაკლებად ენდობა - მთელ სეზონში გარაიმ სულ 292 წუთი ითამაშა. სავარაუდოდ, გარაი ლისაბონურ კლუბს 15 მილიონი ევრო დაუჯდება.

ერთი ბურთი 602 ევრო დაუჯდათ

"სარაგოსა"-"ხეტაფეს" მატჩის 85-ე წუთზე მასპინძელთა გუნდის სათადარიგოთა სკამიდან მოედანზე მეორე ბურთი შეაგდეს და ამით ჩაშალეს სტუმართა შეტევა. ამ საქციელის გამო თამაშის შემდე "სარაგოსას" მექსიკელი მწვრთნელი ხავიერ აგირე ბოდიშებს იხდიდა და დამნაშავის დასჯას ჰპირდებოდა მეტოქეს. სანამ აგირე გაარკვევს, თუ სათადარიგო ფეხბურთელთაგან რომელმა იმაიმუნა, ლიგამ "სარაგოსა" ფულადი ჯარიმით დასაჯა, თუმცა ჯარიმა სიმბოლურია - 602 ევრო.

ხესუს, მომავალ სეზონამდე

"სევილია" სეზონის ბოლომდე დაემშვიდობა ლიდერ ხესუს ნავასს. მან მარცხენა ფეხი ისე დაიზიანა, რომ, ექიმთა თქმით, 4-6 კვირას მოედანს ვერ გაეკარება. საუკეთესო შემთხვევაშიც კი ნავასს მხოლოდ ბოლო ტურში შეუძლია თამაში. მოკლედ, "სევილიას" ევროთასების საგზურისთვის ბრძოლა ულიდეროდ მოუწევს.

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო