ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ფერგის ჭკუით და ბებერი რაიანის რქებით

ფერგის ჭკუით და ბებერი რაიანის რქებით

სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი ნახევარფინალშია, „ჩელსიმ“ „მანჩესტერზე“ 2008 წლის ფინალში განცდილი მარცხისთვის შური ვერ იძია
70-ე წუთზე, „ჩელსის“ რამირესი რომ გაუძევეს, ლონდონური კლუბის გულშემატკივრებს იმედის ნაპერწკალიც ჩაუქრათ, მაგრამ კაცნაკლულმა „ჩელსიმ“ მაინც შეძლო ანგარიშის გათანაბრება, რაც პირადად დიდიე დროგბას დამსახურებაა. შესაბამისად, იმედის ნაპერწკალი ისევ გაღვივდა - დროგბას გოლის მერე, „ჩელსის“ ნახევარფინალამდე ხომ მხოლოდ ერთი გოლიღა აშორებდა.

მაგრამ „მანჩესტერმა“ კარლო ანჩელოტის გუნდის იმედი მაშინვე, იმავე წუთზე მოკლა - ლონდონელებს დროგბას გოლით გამოწვეული სიხარული ჯერ ხეირიანად არც კი დაემთავრებინათ, რომ პარკმა „იუნაიტედი“ ისევ დააწინაურა და ამ წყვილის ბედი უკვე საბოლოოდ გადაწყვიტა. ამრიგად, სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი ნახევარფინალშია, „ჩელსიმ“ „მანჩესტერზე“ 2008 წლის ფინალში განცდილი მარცხისთვის შური ვერ იძია.

მატჩის წინ

ფერგიუსონს „იუნაიტედის“ სასტარტო შემადგენლობასა და ტაქტიკაში არაფერი შეუცვლია. ერთი ეგ იყო, რომ ტრავმირებული რაფაელის ნაცვლად, მარჯვენა მცველის პოზიციაზე ო’ში ვიხილეთ. რაიან გიგზი ისევ საყრდენ ნახევარმცველად მოგვევლინა (ქერიკის გვერდით), თავდასხმაში კი, რუნისთან ერთად, „ჩიჩარიტო“ უტევდა.

ანჩელოტიმ პირველ მატჩთან შედარებით, უფრო შემტევი ტაქტიკა აირჩია, რაც საკუთარ მოედანზე წაგებით გახლდათ გამოწვეული - როგორც მოსალოდნელი იყო, ჟირკოვის ნაცვლად, სასტარტოში მალუდა ვიხილეთ და ლონდონელები 4-3-3-ს თამაშობდნენ. წინა ხაზზე ანელკა-ტორესი-მალუდას ტრიო მოქმედებდა. როგორც ხედავთ, ანჩელოტი კვლავ ჯიუტად ენდო ტორესს, დროგბა კი სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

მატჩი

გასაკვირი სულაც არ არის, ლონდონელებმა თამაში მასპინძლებზე გაცილებით აქტიურად რომ დაიწყეს. მე-14 წუთზე, ეშლი კოულის ჩაწოდებას რიო ფერდინანდის უიღბლო რეაქცია მოჰყვა, ბურთი ტორესს მიუვიდა, რომელმაც ანელკას დაუგორა, ამ უკანასკნელმა კი ვან დერ სარის კარს მცირე მანძილით ააცილა. ერთ წუთში, მანჩესტერელთა საჯარიმოში მალუდამ შეაღწია და ლემპარდს უპასა, ამ უკანასკნელმა კი, 14 მეტრიდან ხეირიანად ვერ დაარტყა. 30-ე წუთზე ვიდიჩმა ანელკასთან ორთაბრძოლაში ბურთი დაკარგა, მაგრამ ვან დერ სარმა კარი დროულად დატოვა და ფრანგ თავდამსხმელს არ დაარტყმევინა.

ამ ყველაფრის ფონზე, ხავიერ ერნანდესის გოლი ცაზე მეხის გავარდნასავით კი იყო, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ფერგის ბიჭები გაცილებით ჭკვიანურად თამაშობდნენ და შესაბამისად, „ჩიჩარიტოს“ გოლს ალოგიკურს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. რუნიმ მარჯვნიდან გიგზი მოძებნა, უელსელმა კი ო’შისთან გაითამაშა კომბინაცია, ანელკა შეცდა, გიგზმა მეკარის საჯარიმოსკენ გაისროლა, სადაც ბურთს ერნანდესი დახვდა და ჩეხის კარში შეაგდო.

თამამად უნდა ვთქვათ, რომ დროგბამ „ჩელსის“ წინა ხაზი მნიშვნელოვნად გააძლიერა და წესით, ანჩელოტის უნდა ენანა, კოტ დ’ივუარელი თავიდანვე რომ არ ათამაშა. 57-ე წუთზე, დროგბამ ლემპარდის პასი კარგად წაიღო, ფერდინანდსაც გაუმკლავდა და ცენტრიდან მძლავრად დაჰკრა, თუმცა მცირე მანძილით ააცილა.

70-ე წუთზე ლონდონელები ათი კაცით დარჩნენ: რამირესი ნანისთან ორთაბრძოლაში უკნიდან შევიდა, წატორტმანდა და „იუნაიტედის“ გარემარბი წააქცია, რის გამოც მეორე გაფრთხილება და შესაბამისად, წითელი ბარათი დაიმსახურა. ვფიქრობთ, მსაჯმა გადაამეტა, რადგან რამირესს არ უნდოდა ის, რაც გამოუვიდა. ამას მსაჯსაც უხსნიდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, უშედეგოდ.

მიუხედავად ამისა, „ჩელსიმ“ მაინც შეძლო გოლის გატანა, დროგბამ კი დაამტკიცა, რომ ძირითად შემადგენლობაში უნდა თამაშობდეს. ესიენმა კოტ დ’ივუარელს ბურთი ნახევრად მემარჯვენე პოზიციიდან გაატანა, ევრა თვლემდა, დროგბამ კი იძალავა (ოღონდ, საფეხბურთო წესების ფარგლებში) და ვან დერ სარს აუღებელი დაურტყა.

მანჩესტერელებმა თამაში ცენტრიდან განაახლეს, შეუტიეს და ეგრევე გაიტანეს: გიგზმა კარგად გახსნილი პარკი ჭკვიანური პასით მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი საკმაოდ მარტივად გაიტანა.

დასკვნა: მანჩესტერელები ნახევარფინალში აბსოლუტურად დამსახურებულად გავიდნენ.

რეაქციები

რაიან გიგზი (მანჩესტერ იუნაიტედი): „ორივე მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოვიდა, ნახევარფინალში თამაში კი ჩვენ დავიმსახურეთ, რადგან ორივე მატჩში ძალიან კარგად ვითამაშეთ. ეს წარმატება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან ვხვდები, რომ ფეხბურთში დიდხანს ვეღარ დავრჩები, მე კი ჯერ კიდევ მაქსიმალური სიამოვნების მიღება მინდა. თუ ნახევარფინალში ჩვენი მეტოქე „შალკე“ იქნება, ამ გუნდსაც ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, რადგან ვინც „ინტერს“ „სან სიროზე“ 5:2-ს მოუგებს, ასეთ გუნდთან ხუმრობა არ შეიძლება.“

კარლო ანჩელოტი (ჩელსის მწვრთნელი): „სტემფორდ ბრიჯზე“ არ უნდა წაგვეგო. საკუთარ კედლებში განცდილმა მარცხმა ჩვენი შანსები მინიმუმამდე დაიყვანა. პირველ ტაიმში თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ ერნანდესის გოლმა შრომა წყალში ჩაგვიყარა. მიუხედავად ამისა და კიდევ რამირესის გაძევებისა, თამაშში მაინც დავბრუნდით და ანგარიში გავათანაბრეთ, მაგრამ სიხარულით გამოწვეული ქაოსით „მანჩესტერმა“ ისარგებლა და ბოლო იმედიც გადაგვიწურა. სამწუხაროა, რომ ამ სეზონში ვერცერთ ტიტულს ვერ ვიგებთ. ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ პრემიერლიგაში სამეულში მოვხვდეთ. ვფიქრობ, რომ „ჩელსის“ მწვრთნელი მომდევნო სეზონშიც მე ვიქნები - ამ გუნდთან ხომ კონტრაქტი მაკავშირებს.“

Top ფეხბურთელი
რაიან გიგზი (მანჩესტერ იუნაიტედი)

მოედანზე მყოფთაგან, გიგზი არა მარტო ყველაზე ბებერი, არამედ ყველაზე მაგარი ფეხბურთელიც იყო. ზოგადად, უელსელ ნახევარმცველს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ „იუნაიტედი“ ნახევარფინალში გავიდა: პირველ მატჩში, უეინ რუნის გამარჯვების გოლი სწორედ მან გაატანინა და გუშინწინაც, ორივე გოლის დროს საგოლე პასის ავტორი გახლდათ. გიგზის საყრდენი ნახევარმცველის რანგში ხილვა ცოტა არ იყოს, უჩვეულოა, რადგან ორთაბრძოლებისას მთლად საუკეთესო არ არის, სამაგიეროდ, ვეტერანი ნახევარმცველი ბურთთან ერთად ძველებურად სამაგლითოა.

Flop ფეხბურთელი
ფერნანდო ტორესი (ჩელსი)

თავის გამოჩენას ვინ ჩივის, ესპანელი თავდამსხმელი „ჩელსიში“ საერთოდ არ ჩანს. „ელ ნინიოს“ ამჯერადაც არაფერი გაუკეთებია - მის აქტივშია მხოლოდ ერთი მოგებული საჰაერო დუელია (ფერდინანდთან). ტორესი ლონდონელთა რიგებში ხორცმეტივითაა. თავიდანვე დროგბას რომ ეთამაშა, „ჩელსისთვის“ აშკარად უკეთესი იქნებოდა.

მსაჯი

პორტუგალიელი ოლეგარიო ბენკერენშა, საერთო ჯამში, თამაშს აკონტროლებდა, მაგრამ ზედმეტად ბევრი ბარათები ჩამოარიგა, ზოგ შემთხვევაში კი ფეხბურთელები ზედმეტად დაინდო.

ანალიზი

პირველ წუთებში, ორივე გუნდის ფეხბურთელები დაბნეულები ჩანდნენ და შეცდომას შეცდომაზე უშვებდნენ, რის შემდეგაც, ინიციატივა ხელში „ჩელსიმ“ ჩაიგდო - შესაძლოა, „მანჩესტერმა“ განგებაც კი დაუთმო მოედნის ცენტრი. ლონდონელთა მხრიდან ძალიან აქტიურობდა რამირესი - პირველ ტაიმში ის ერთადერთი ფეხბურთელი გახლდათ, რომელიც ფერგიუსონის ბიჭებს პრობლემებს უქმნიდა. გარდა ამისა, თავის თავს არ ჰგავდა ფერდინანდიც, რომელსაც თავიდანვე ფეხი ატკინეს. უჩვეულოდ თავდაუჯერებელი იყო მისი მეწყვილე ნემანია ვიდიჩიც, ხოლო ჯონ ო’ში კი სწრაფ ეშლი კოულს ვერ აკონტროლებდა. მიუხედავად ამისა, „ჩელსის“ შეტევაში სიმძაფრე აკლდა - პირველ რიგში იმიტომ, რომ ტორესი იყო ზედმეტად უნიათო.

მანჩესტერელები აზრზე სადღაც 30-ე წუთიდან მოვიდნენ, ლონდონელები წნეხის ქვეშ მოაქციეს და აიძულეს, რამდენიმე შეცდომა დაეშვათ. ამ დროს რუნი ფაქტობრივად ყველგან იყო, შეტევებს ჭკვიანურად ხელმძღვანელობდა და ერნანდესის გოლი, რომლითაც ანგარიში გაიხსნა, მისი დამსახურებაცაა.

გოლმა „იუნაიტედი“ ისევ დაამშვიდა, ფერგის ბიჭებმა კვლავ უკან დაიხიეს და ლონდონელებს მათ ნახევარზე მხოლოდ ერნანდესი შეატოვეს. მიუხედავად ამისა, ანჩელოტის გუნდი მაინც ვერაფერს ახერხებდა - მანამდე, სანამ მოედანზე დროგბა არ გამოვიდა, რომელმაც ევრა უმძიმესი წნეხის ქვეშ მოაქცია.

საბოლოო ჯამში, „მანჩესტერი“ „ჩელსიზე“ ჭკვიანი გუნდი გამოდგა. ორივე დუელში ნანახი ფეხბურთის გათვალისწინებით, ნახევარფინალში გასვლა სწორედ ფერგის ბიჭებმა დაიმსახურეს. რა ელის ანჩელოტის? რა ელის ფერნანდო ტორესს? უახლოეს მომავალში, „ჩელსის“ შეფებისგან პასუხს სწორფედ ამ კითხვებზე ველოდებით.

"ბარსელონას" კიდევ ორი ფეხბურთელი პსჟ-სთან ვერ ითამაშებს

რაშფორდი: დიდხანს მინდა "ბარსელონაში" დავრჩე

პსჟ სიაში მესამეა - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა

[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა

გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა

"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?

[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან

FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა

დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

"როცა ის მოედანზე მყავდა, პატარა ბავშვივით ტკბილად მეძინა" - გვარდიოლამ "სიტის" ყოფილი ფეხბურთელი გამოარჩია

"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა