„ბარსელონა“ ნახევარფინალში უპრობლემოდ გავიდა და და ახლა „რეალთან“ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლებისთვის ემზადება

შახტარი-ბარსელონა 0:1 (1:5)

როგორც მოსალოდნელი იყო, „ბარსელონა“ ნახევარფინალში აბსოლუტურად უპრობლემოდ გავიდა. „ნოუ კამპზე“ „შახტარის“ 5:1-ზე განადგურების შემდეგ, კატალონიელებმა „დონბას არენაზეც“ გაიმარჯვეს და ახლა „რეალთან“ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლებისთვის (პრიმერადივიზიონში, ესპანეთის თასის ფინალსა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში) ემზადებიან.

მესის გოლი მისთვის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, რიგით მე-9 გახლდათ, ზოგადად კი, ლეოს ამ სეზონში 48 გოლი აქვს შედგებული.

მატჩის წინ

„შახტარს“ არ ჰყავდა ორი უმთავრესი ფეხბურთელი მცველი რაცი (დისკვალიფიკაცია) და კაპიტანი (ასევე მცველი) სრნა (ტრავმა). მირჩა ლუჩესკუმ მათ ნაცვლად, კობინი და შევჩუკი ათამაშა. „ბარსელონას“ შემთხვევაში კი, ექსპერტების აბსოლუტური უმრავლესობის მოლოდინი არ გამართლდა: პეპ გვარდიოლამ მოედანზე ფაქტობრივად პირველი გუნდი გაიყვანა. „ბარსას“ ანდრეს ინიესტა დისკვალიფიკაციის გამო აკლდა და მის ნაცვლად, გვარდიოლამ აფელაი ათამაშა, ნახევარდაცვის ცენტრში კი, ხავიერ მასკერანოს მისცა თავის გამოჩენის შანსი.

Top ფეხბურთელი
იბრაჰიმ აფელაი (ბარსელონა)

„ბარსელონას“ აფელაი ძირითადი შემადგენლობისთვის არ უყიდია, მაგრამ გვარდიოლა ყოველთვის ამბობდა, როცა დაგვჭირდება, ამ ბიჭმა უნდა დაამტკიცოს, რომ „ბარსაში“ თამაშის ღირსია და მე მას თავის გამოჩენის შანსს არაერთხელ მივცემო. ინიესტას დისკვალიფიკაციის გამო მიღებული შანსი ჰოლანდიელმა ძალიან კარგად გამოიყენა და დაამტკიცა, რომ გვარდიოლად შეუძლია, ნებისმიერ დროს ენდოს. აფელაი ძალიან ბევრს მოძრაობდა, მარცხენა ფლანგზე მუდმივად აქტიურობდა და თამამად ვიტყვით, მოედანზე საუკეთესო იყო.

Flop ფეხბურთელი
დავიდ ვილია (ბარსელონა)

მოედანზე დავიდ ვილიაც იყო, მაგრამ არცერთ განსაკუთრებულ სცენაში არ მიუღია მონაწილეობა. გვარდიოლამ თავისი ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი 75-ე წუთზე შეცვალა. ეს ნამდვილად არ იყო ვილიას დღე.

მსაჯი

გერმანელ არბიტრ ფლორიან მაიერს პრობლემები არ შეჰქმნია, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ თვითონ მატჩიც აბსოლუტურად უპრობლემო იყო. თუმცა ნამდვილად დასაფასებელია ის, რომ გერმანელმა მსაჯმა ასი პროცენტით სწორი გადაწყვეტილებები მიიღო.

ანალიზი

თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, „შახტარმა“ თავისი თამაში იპოვნა, „ბარსელონა“ კი ინერტული გახლდათ. გვარდიოლას შეგირდები თავს აშკარად არ იკლავდნენ, რის გამოც ვერც გავამტყუნებთ და მხოლოდ გარკვეულ მომენტებში ახორციელებდნენ მათთვის ჩვეულ პრესინგს. დონეცკელები კი თითქმის ყველა ორთაბრძოლაში ზომიერად აგრესიულად შედიოდნენ.

ალბათ პირველი მატჩის ანგარიშის ბრალი იყო ისიც, რომ კატალონიელებს ბურთის ფლობის მხრივ დიდი უპირატესობა არ ჰქონიათ და არც მოპოვება უცდიათ. ცხადი იყო, რომ „ბარსა“ ამ თამაშში ძალების დაზოგვას აპირებდა, რაც ლოგიკურია. „შახტარი“ მეტწილად მარცხენა ფრთიდან უტევდა და დონეცკელთა ყველა იერიში ჟადსონზე გადიოდა.

დაახლოებით 30 წუთის შემდეგ, მეტ-ნაკლებად „ბარსელონამაც“ იპოვნა თავისი თამაში. როგორც კი მეტად მოინდომეს, კატალონიელებმა „შახტარის“ კართან მაშინვე ორი მომენტი შექმნეს. მეორე მომენტი მესიმ გოლით დააგვირგვინა.

„ბარსელონა“ მეორე ტაიმშიც ფხიზლად იყო, დონეცკელებმა კი მხოლოდ პირველ წუთებში მოინდომეს, ხოლო დაახლოებით 65-ე წუთიდან, „შახტარი“ დანებდა და „ბარსამ“ პირველი „ელ კლასიკოსთვის“ მზადება დაიწყო. საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ საგოლე მომენტები მასპინძლებსაც ჰქონდათ, „ბარსელონამ“ მაინც მოიგო.

"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...