როგორც იქნა გაიხარეს ამერიკელი სერენა უილიამსის თაყვანისმცემლებმა

როგორც იქნა გაიხარეს ამერიკელი სერენა უილიამსის თაყვანისმცემლებმა - მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ხანგრძლივი შესვენების კორტზე გავიდა და სავარჯიშო პროცესი განაახლა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ "ტვიტერში" თავად სპორტსმენმა დაწერა. ამერიკელმა ვებგვერდზე ახალი ფოტო დადო, სადაც ის ვარდისფერ კომბინეზონშია გამოწყობილი. მოგვიანებით ეს ახალი ამბავი ჩოგბურთელის აგენტმა ჯიმ სმოლერმა დაადასტურა.

29 წლის უილიამსს 2010 წლის ივლისის შემდეგ არ უთამაშია. მაშინ უიმბლდონზე გამარჯვების აღნიშვნისას სერენამ რესტორანში ფეხი გაიჭრა და ოპერაცია დასჭირდა. გარდა ამისა, წელს უმცროსი უილიამსი ფილტის ემბოლიით იყო დაავადებული.

2011 წლის მარტში სერენამ განაცხადა, რომ ზაფხულის დასაწყისიდან აპირებს კარიერის განახლებას.

ასევე მოაგვარა ტრავმასთან დაკავშირებული პრობლემები მსოფლიოს მეხუთე ჩოგანმა რობინ სიოდერლინგმა. შვედმა ჩოგბურთელმა განაცხადა, რომ დაიწყო მზადება ბარსელონას ტურნირისთვის, რომელიც კატალონიის დედაქალაქში 18-24 აპრილს გაიმართება. როგორც ცნობილია, სიოდერლინგი მონტე კარლოს მასტერსს მუხლის ტრავმის გამო ტოვებს.

"ბარსელონაში ჩავედი და საკუთარ გუნდთან ერთად ვარჯიში დავიწყე. იმედი მაქვს, სათანადოდ მოვემზადები გრუნტის სეზონისთვის", - თავის ვებგვერდზე დაწერა სიოდერლინგმა, რომელიც ბოლო ორი როლან გაროსის ფინალისტი გახლავთ.

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში