რედ ბულის" ახალგაზრდა პილოტი კომპანია Castrol-ის საერთო სარბოლო რეიტინგს ძალიან კომფორტულად ლიდერობს

მალაიზიის გრანპრიზე გამარჯვებამ კიდევ უფრო გაამყარა სებასტიან ფეტელის პოზიციები ფორმულა 1-ში. გარდა ამისა, "რედ ბულის" ახალგაზრდა პილოტი ძალიან კომფორტულად ლიდერობს საერთო სარბოლო რეიტინგს, რომელსაც ყოველი უქმეების შემდეგ კომპანია Castrol ადგენს.

პოულმა, 54 წრე ლიდერობამ და პოდუმის უმაღლესმა საფეხურმა რეიტინგში გერმანელის პირველობა ზედიზედ 55 კვირამდე აიყვანა. ხოლო მისი ამჟამინდელი შედეგი - 25 647 ქულა მაქსიმალურია ამ კლასიფიკაციის არსებობის ისტორიაში.

გასული უქმეების შემდეგ Castrol-ის რეიტინგის პირველ ათეულში შესამჩნევი ცვლილებები არ მომხდარა. მხოლოდ ნასკარის ჩემპიონატის ახალმა ლიდერმა კარლ ედვარდსმა მორიგ "ოვალურ" რბოლაში მესამე ადგილზე გასვლით მე-11 პოზიციიდან მეცხრეზე გადაინაცვლა და შეავიწროვა თავისი კოლეგები - ჯიმი ჯონსონი და კევინ ჰარვიკი.

გასულ კვირას ყველაზე დიდ პროგრესს მიაღწია ნიკ ჰაიდფელდმა. 2009 წელს გერმანელი მსოფლიოს 50 საუკეთესო პილოტს შორის იყო, მაგრამ კარიერაში პაუზამ ის მეხუთე ასეულში გადააგდო. მაგრამ "სეპანგზე" პოდიუმმა "ლოტუს-რენოს" პილოტი 127 საფეხურით მაღლა აიყვანა და ახლა ნიკი 206-ე ადგილს იკავებს.

შემდეგ უქმეებზე უფრო მეტი ეტაპი ჩატარდება და რეიტინგში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. ახალი რეიტინგის პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:

1. ს. ფეტელი (ფორმულა 1) 25 647

2. მ. უებერი (ფორმულა 1) 22 342

3. ს. ლოები (რალი) 20 354

4. ფ. ალონსო (ფორმულა 1) 19 652

5. ლ. ჰემილტონი (ფორმულა 1) 19 638

6. უ. პაუერი (IndyCar) 18 102

7. ჯ. ბატონი (ფორმულა 1) 16 806

8. დ. ფრანკიტი (IndyCar) 16 506

9. კ. ედვარდსი (NASCAR) 15 684

10. ჯ. ჯონსონი (NASCAR) 15 607

ფოტოზე: ნიკ ჰაიდფელდი

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივნის თქმით, FIFA-სა და UEFA-ს პრეზიდენტები რუსეთში ჩასვლის მზადყოფნას გამოთქვამენ
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა
კვერნაძეს 5-ჯერ გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ - რას გადაწყვეტს ქართველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ?
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
[VIDEO] რა აზრი აქვს, ვინ ითამაშებსო... - პსჟ-მა "ვილიარეალს" კაპიტულაცია გამოაცხადებინა
"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა