პრემიერლიგის შეფები დაკვირვებით სწავლობენ "ჩელსის" სატრანსფერო ნაბიჯებს, კერძოდ კი დასავლეთ ლონდონელთა მცდელობას 20 მილიონ გირვანქად ანუ...

პრემიერლიგის შეფები დაკვირვებით სწავლობენ "ჩელსის" სატრანსფერო ნაბიჯებს, კერძოდ კი დასავლეთ ლონდონელთა მცდელობას 20 მილიონ გირვანქად ანუ დაახლოებით 24 მილიონ ევროდ შეიძინონ ბრაზილიელი ნახევარმცველი რამირესი, რომელმაც ახლახან მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა. როგორც ჩანს, პრემიერლიგის ოფისში გაჩნდა ეჭვი, რომ რამირესის ტრანსფერი, შესაძლოა, წესების დარღვევით განხორციელდეს.

ეჭვი რატომღა გაჩნდაო, დაინტერესდება მკითხველი. რატომ და იმიტომ, რომ რამირესის ყიდვა-გაყიდვაში ინგლისელთათვის კარლოს ტევესისა და ხავიერ მასკერანოს საქმეებიდან ავად ნაცნობი ბრაზილიელი საქმოსანი კია ჯურაბჩიანი ფიგურირებს - რამირესის 50 პროცენტი მისი ყოფილა. ერთი სიტყვით, ინგლისის ჩემპიონატის თავკაცებმა განაცხადეს, რომ თუ რამირესის ტრანსფერში მყიდველ-გამყიდველად მკაფიოდ ორი მხარე არ იქნება წარმოდგენილი, ისინი ხელს არაფერს მოაწერენ.

თან, დახეთ, "ნახევარი რამირესი" თავიდანვე ჯურაბჩიანისა კი არ ყოფილა, ბრაზილიელ აგენტს "ბენფიკასთვის" ახლახან, აპრილში მიუმართავს, 6 მილიონი ევრო გადაუხდია და 23 წლის ფეხბურთელის აქციათა ნახევარსაც მაშინ დაპატრონებია. თუმცა, პრემიერლიგელთა ეჭვები კიდევ უფრო შორს მიდის. კერძოდ, სავარაუდოდ, მარტო ჯურაბჩიანი კი არ არის საბრალო რამირესის ინდივიდუალური პატრონი, არამედ ცნობილი აგენტი პინი ზაჰავიც, რომელზეც ამბობენ, ბრაზილიელის 30 პროცენტს ფლობსო.

დახეთ, რა გამოდის? თუ 20 მილიონ ფუნტად შეფასებული გარიგება მართლა შედგება, კლუბი, რომელშიც ნახევარმცველი თამაშობს, ლისაბონის "ბენფიკა" მხოლოდ და მხოლოდ 4 მილიონ ფუნტს მიიღებს.

და რა წერია პრემიერლიგის წეს-კანონებში? იქ წერია, რომ ასეთი ტრანსფერის შემთხვევაში "ჩელსი" ვალდებულია ყოველი პენი უშუალოდ "ბენფიკას" ჩაუთვალოს, ხოლო შემდეგ, სხვა მოწილეებს პორტუგალიური კლუბი უნდა გაუსწორდეს. იქნებ, ვინმემ იფიქროს, ლონდონელებმა ლისაბონელებს ფული გადაუხადონ და მერე იმათ თავში ქვა უხლიათო. არ არის ასე. სანამ ყველა მხარე ოფიციალურად არ დაადასტურებს, რომ ტრანსფერით კმაყოფილია, მისი ინტერესები დაკმაყოფილდა და პრეტენზიაც არ აქვს, მანამდე ფეხბურთელის ერთი გუნდიდან მეორეში გადასვლას რატიფიკაცია არ ეღირსება. პრემიერლიგის პრეს-მდივანმა განაცხადა:

"ასეთი შემთხვევებისთვის ძალიან მკაფიო კანონი გვაქვს: ჩვენთვის გარიგების მესამე მონაწილე ყოვლად დაუშვებელია. ერთადერთი ვარიანტი საიმისოდ, რომ ტრანსფერი შედგეს ესაა - კლუბი კლუბს უნდა გაუსწორდეს. ვიცით, ჯერ კიდევ არსებობენ ქვეყნები, რომელთა წესების თანახმად მესამე მეპატრონე და მასთან ანგარიშსწორება ნებადართულია, მაგრამ ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთან, პრემიერლიგაში ჩვენი წესები მოქმედებს და მათ მივსდევთ კიდეც".

ალბათ, იმასაც ხვდებით, როდის და რამ აიძულა პრემიერლიგა ასეთი კანონი შემოეღო. ეს სულ 2007 წლის ამბებია, როდესაც ინგლისელებს ზემოხსენებული კია ჯურაბჩიანის გამო კარლოს ტევესის და ხავიერ მასკერანოს საგა გადახდათ თავს. მაშინ "ვესტ ჰემი" შეცდა. ლონდონის კლუბმა ვერ გაიგო, რომ ამ ორ არგენტინელს რამდენიმე პატრონი, კერძოდ კი პატრონთა შორის ბრაზილიელი ბიზნესმენიც ჯურაბჩიანიც ჰყავდა და საბოლოოდ დაისაჯა: 5,5 მილიონი ფუნტი ხომ ჯარიმად დაეკისრა და 20 მილიონის გავარდნილი "შეფილდ იუნაიტედისთვის" გადახდა მოუხდა - შეფილდელებმა იჩივლეს, "ვესტ ჰემი" პრემიერლიგაში იმიტომ დარჩა, რომ, თურმე ფეხბურთელს უკანონოდ ათამაშებდაო.

ერთი სიტყვით, რამირესის "ჩელსიში" გადასვლის საქმე გართულდა, არადა, ლონდონელებს ყველაფრის მოგვარება კვირამდე უნდოდა, რადგან კვირას კარლო ანჩელოტის ფეხბურთელები შეკრებაზე მიჰყავს გერმანიაში.

i
კარგია ვულოცავ ბათუმელ გულშემატკივრებს და ბევრ გამარჯვებას ვუსურვებ, ქუთაისში სტადიონზე მინდორი დააგენ და მის მერე არცერთი თამაში აღარ ჩატარებულა, გუნდი ხომ მთლიანად დაგვიშალეს.მე ქუთაისელი ვარ მაგრამ ბათუმის წარმატებები რო მესმის მიხარია.
vova
გულით მიხარია იმედია სამტრედია გადმოვა და სტადინი გაივსება მაგ თამაშზე
geo
ძალიან მაგარი იქნება! იმედია მალე გაიხსნება და მომავალი თაობას წამოვა ბათუმში კარგი ფეხბურთელებისა..
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა
შმეიხელი: არ მგონია, ინგლისში ედეგორის მსგავსი ფეხბურთელი იყოს
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში