ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

პლეი ოფში ბინუმის გარეშე?

პლეი ოფში ბინუმის გარეშე?

NBA: რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა დღეს მხოლოდ სამი მატჩი გაიმართა და მათგან გამორჩეული "ლეიკერსი"-"სან ანტონიო" იყო
რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა დღეს მხოლოდ სამი მატჩი გაიმართა და მათგან ერთი გამორჩეული დაპირისპირება იყო - "ლეიკერსი" საკუთარ მოედანზე იღებდა "სან ანტონიოს". თუმცა მოსალოდნელი შოუ "სპურსის" მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა გააფუჭა, რომელმაც დასვენების საშუალება მისცა თავისი გუნდის ლიდერებს - ტიმ დანკანს, მანუ ჯინობილისა და ტონი პარკერს.

ამ გადაწყვეტილებამ ბევრი გააკვირვა, რადგან დამარცხების შემთხვევაში "სან ანტონიოს" აღმოსავლეთის ჩემპიონი "ჩიკაგო" დაეწეოდა და ეს გუნდები გაიყოფდნენ რეგულარული ჩემპიონატის პირველ ადგილს. მაგრამ არც იმის თქმა შეიძლება, რომ პოპოვიჩმა არასწორი ნაბიჯი გადადგა. ჯერერთი "ჩიკაგოს" სულაც არ აქვს გარანტირებული ფინალში გასვლა, გარდა ამისა, თუ ფინალურ სერიაში სწორედ "სპურსი" და "ბულზი" გააღწევენ, საკუთარი მოედნის უპირატესობის მფლობელს ბრმა კენჭისყრის მეშვეობით გაარკვევდნენ. ამიტომაც პოპოვიჩმა არ გარისკა და "დიდ ტრიოს" ზედმეტი დასვენების საშუალება მისცა.

დანკანის, ჯინობილისა და პარკერის არყოფნის მიუხედავად, თამაში მაინც დაძაბული გამოვიდა და "ლეიკერსს" გვარიანი ოფლის ღვრა მოუწია გამარჯვების მისაღწევად. საბოლოოდ, კალიფორნიელებმა მოიგეს და შეწყვიტეს ხუთმატჩიანი წაგებათა სერია, თუმცა ეს საკმაოდ ძვირი დაუჯდათ. საქმე ისაა, რომ მეორე მეოთხედში ჩემპიონის ძირითადმა ცენტრმა ენდრიუ ბინუმმა სრულიად უწყინარ სიტუაციაში მუხლის ტრავმა მიიღო.

ჯერჯერობით დაზიანების სიმძიმეზე ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა ერთი რამ ცხადია - ბინუმის არყოფნა "ლეიკერსის" საპლეიოფო ამბიციებს სერიოზულ ზიანს მიაყენებს. ცნობისთვის: სამი წლის წინ ფილ ჯექსონის გუნდს ბინუმის გარეშე მოუწია "ბოსტონთან" ფინალური სერიის თამაში და დამარცხდა. ბოლო ორ სეზონში კი ეს ცენტრი მწყობრში იყო და "ლეიკერსი" ორივეჯერ ჩემპიონი გახდა.

"ჩიკაგომ", რა თქმა უნდა, არ გაუშვა რეგულარულ ჩემპიონატში პირველ ადგილზე გასვლის შანსი. ტომ ტიბოდოს გუნდმა წელს მართლაც სასწაულ შედეგს მიაღწია. კარდინალურად გადახალისებულმა "ხარებმა" დებიუტანტი (!) მწვრთნელით პირველივე წელს მიაღწიეს ისეთ შედეგს, რაზეც ბევრი გუნდი წლების განმავლობაში ზრუნავს, მაგრამ მაინც ვერ აღწევს საწადელს.

"ბულზისა" და "ნიქსის" მატჩის პირველ ტაიმში დაძაბული ბრძოლა იყო. მესამე მეოთხედის დასაწყისში კი "ნიუ იორკი" ნოკაუტში აღმოჩნდა: "ჩიკაგომ" ეს 12-წუთეული 26:2 (!) გაქცევით დაიწყო. სტუმრებმა სცადეს მატჩისთვის ინტრიგის დაბრუნება და ერთხელ სხვაობა შვიდ ქულამდე შეამცირეს, მაგრამ მეტოქემ მეტის გაკეთების საშუალება არ მისცა. "ჩიკაგოს" მოთამაშეებმაც მიიღეს ტრავმები - დაზიანდნენ ჟოაკიმ ნოა და რონი ბრიუერი, თუმცა სერიოზული არაფერია და ისინი პლეი ოფისთვის მზად იქნებიან.

ნიუ იორკი-ჩიკაგო 90:103

27:24, 28:28, 18:32, 17:19

ნ-ი: ენტონი (21), უოკერი (18), დუგლასი (13), ბილაპსი (10+8 პასი).

ჩ: როუზი (26), დენგი (23+10 მოხსნა), ბუზერი (14+22 მოხსნა), ნოა (13).

პორტლენდი-მემფისი 102:89

27:25, 18:20, 29:21, 28:23

პ: ოლდრიჯი (22+11 მოხსნა), ფერნანდესი (18), ბატუმი (16), უოლასი (14), კემბი (4+11 მოხსნა), მილერი (9+8 აეპელთჩ).

მ: კონლი (17), მაიო (13), იანგი (13), გასოლი (11+10 მოხსნა), ბატიე (12).

ლეიკერსი-სან ანტონიო 102:93

24:15, 21:30, 25:19, 32:29

ლ: ბრაიანტი (27+6 მოხსნა), ოდომი (23+7 მოხსნა), გასოლი (17+17 მოხსნა+5 პასი), ფიშერი (13).

ს-ა: ნილი (16), ბონერი (13), ბლეირი (12+11 მოხსნა), ჯეფერსონი (10), ჰილი (11).

• ნანა

თუ ასეთი კარგი ფეხბურთელია ზარანდია,ნაკრებში რატო არ თამაშობს?

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია

"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა

რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა