თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საჯარო სკოლას "დინამოს" მართლაც წარმომადგენლობითი დელეგაცია სტუმრობდა!
გუშინდელი დღე თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს, ალბათ, ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ: დედაქალაქის ერთ-ერთ უძველეს და პრესტიჟულ სასწავლო დაწესებულებას თბილისის "დინამოს" მართლაც წარმომადგენლობითი დელეგაცია სტუმრობდა!

"დინამოს" სპორტულ დირექტორს გიორგი ნემსაძეს, გუნდის ფეხბურთელებს ალექსანდრე კოშკაძეს, გიორგი ლორიას, გიორგი თექთურმანიძეს, ირჟი ჰომოლასა და კლუბის პრესატაშეს გიგა გვენცაძესაც ანალოგიური განცდა დაუფლებოდათ - დაახლოებით სამი საათის განმავლობაში ავტოგრაფების დარიგებას ვერ აუდიოდნენ და სკოლაში მოწყობილი საფეხბურთო ზეიმის ეპიცენტრში რომ იყვნენ მოქცეული...

...ახალი რა უნდა ვთქვათ: თბილისის "დინამო" მრავალი თაობების საყვარელი გუნდი და ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო; სამწუხაროდ, ნურც მწარე რეალობას დავივიწყებთ: უკვე მერამდენე წელია, "დინამოს" საშინაო მატჩებს ძალიან ცოტა მაყურებელი რომ ესწრება. რაღა თქმა უნდა, კლუბშიც კარგად უწყიან ამ პრობლემის შესახებ და სხვა (უპირველეს ყოვლისა, წმინდა საფეხბურთო) საკითხებთან ერთად, "დინამოსთვის" გულშემატკივარის დაბრუნებაც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება.

საერთოდაც, "დინამოში" ახალი ხელმძღვანელობის, კერძოდ, გენერალური დირექტორის ზურაბ პოლოლიკაშვილის მოსვლის შემდეგ კლუბში არაერთი საინტერესო აქციაც იგეგმება, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პატარებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. ერთ-ერთ ასეთ აქციას (რომელსაც პირობითად "დინამოს გაკვეთილები" შეიძლება რომ ვუწოდოთ) გუშინ 23-ე საჯარო სკოლამ უმასპინძლა. სააქტო დარბაზში შეკრებილ მოსწავლეებს საპატიოზე-საპატიო სტუმრები სკოლის დირექტორმა თეიმურაზ კიკნაძემ წარუდგინა, შემდეგ პატარების წინაშე საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი და დღესდღეობით ამ კლუბის სპორტული დირექტორი გიორგი ნემსაძე წარსდგა კლუბის პრესატაშემ გიგა გვენცაძემ "დინამოს" ფეხბურთელები გააცნო მოსწავლეებს, ამას გარდა, დარბაზში მყოფთ საშუალება ჰქონდათ "დინამოს" მდიდარ ისტორიაზე გადაღებული დოკუმენტური კადრები ეხილათ. თუმცა, "მთავარი" მაინც წინ იყო: სააქტო დარბაზიდან ყველამ სკოლის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გადავინაცვლეთ, სადაც მეტად და მეტად საინტერესო "ოთხთა ტურნირი" ჩატარდა. თუმცა, მანამდე სკოლის მეხუთეკლასელთაგან ოთხი გუნდი ჩამოყალიბდა და იქ მყოფი ოთხივე დინამოელი (კოშკაძე, ლორია, თექთურმანიძე, ჰომოლა) ამ გუნდების კაპიტნებადაც შეიძლება რომ მოვიხსენიოთ და მოთამაშე-!წვრთნელებადაც...

მატჩები ათწუთიანი იყო და პირველ ნახევარფინალში ერთმანეთის პირისპირ ალექსანდრე კოშკაძისა და გიორგი თექთურმანიძის მიერ დაკომპლექტებული გუნდები შეხვდნენ; დაძაბული შეხვედრა ფრედ დასრულდა, პენალტების სერიაში კი გიორგი თექთურმანიძის გუნდმა გაიმარჯვა. სხვათა შორის, "დინამოს" ახალგაზრდა ნახევარმცველი გუშინდელ დღეს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო მოქცეული, - როგორც, 23-ე სკოლის... კურსდამთავრებული!

არანაკლებ საინტერესო გამოდგა მეორე ნახევარფინალიც და გამარჯვებულის გამოსავლენად იქაც პენალტების სერიის ჩატარება გახდა საჭირო. კულმინაცია იყო გადამწყვეტი დარტყმები: გიორგი ლორიამ პენალტი ზუსტად შეასრულა, მერე კი (როგორც "დინამოს" თუ საქართველოს ნაკრებში "დაგვაჩვია") კარში ჩადგა და ჩეხი ირჟი ჰომოლას პენალტი მოიგერია!

ფინალურ მატჩიც საინტერესო გამოდგა და საბოლოოდ გიორგი თექთურმარიძის გუნდმა გაიმარჯვა. ორივე ფინალისტს "დინამოს" ლოგოთი დამშვენებული სპორტული გადასაცმელები გადაეცათ, გამარჯვებულებს კი - "დინამოს" მიერ დაწესებული ლამაზი თასი და ფეხბურთელების ავტოგრაფებით დამშვენებული ბურთები. თუმცა, გუშინ უსაჩუქროდ არც სხვები დარჩენილან: აქციის ყველა მონაწილესა თუ გულშემატკივარს (ამ კატეგორიაში კი გოგონები სჭარბოდნენ, თანაკლასელებს მხურვალედ და ემოციურად რომ ქომაგობდნენ) საქართველოს ჩემპიონატის XXX ტურის ცენტრალური მატჩის ("დინამო"-"ოლიმპი") მოსაწვევები დაურიგდათ.

"დინამოს გაკვეთილები" ამიერიდან სისტემატურ ხასიათს მიიღებს და დედაქალაქში სხვა სკოლებშიც ჩატარდება ისე, ჩვენგან რა ესწავლებათ "დინამოს" ხელმძღვანელობას, მაგრამ, ალბათ, უპრიანი იქნებოდა თბილისში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებთანაც დამყარებულიყო მსგავსი კონტაქტები. მით უფრო, რომ ამა თუ იმ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებიც ალბათ არ იქნებიან გულგრილნი თბილისის "დინამოს" მიმართ...

ddd
ეგრე, რა! სხვა კლუბებიც თუ მიხვდებიან, რო უმარტივესი გასაკეთებელი საქმეა და დიდი დივიდენდები მოაქვს, ახლავე და შორეულ პერსპექტივაშიც, კარგი იქნება. კლუბისთვისაც, ზოგადად _ ფეხბურთისთვისაც და ქვეყნისთვისაც. ,დინამო', არ გაჩერდე!მიბაძეთ ,დინამოს,! დინამოს ახალი არაფერი გამოუგონებია. ყველა წესიერ საფეხბურთო ქვეყანაში კლუბს აქვს დიდი სოციალური დატვირთვა. კლუბი საზოგადოების აქტიური ნაწილია და იმიტო ყავს ნაღდი გულშემატკივარი, რომელიც იცნობს ფეხბურთელებს და პატივს სცემს კლუბს.
თბილისის "დინამოში" კიდევ ერთი ახალწვეულია
თბილისის "დინამომ" გვინეის ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
20 წ. | ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძელი - საქართველო
27 ივნისს სუპერთასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება
თბილისის "დინამოში" კიდევ ერთი ახალწვეულია
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"რონალდო ისტორიაში საუკეთესოა, მესი თავის ქვეყანაშიც კი არაა საუკეთესო" - ბრიტანელი ჟურნალისტი
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
ირანმა და ეგვიპტემ მათი მატჩისას სტადიონზე LGBTQ+ თემის მხარდამჭერი სიმბოლკის აკრძალვა მოითხოვეს - FIFA-ს პასუხი ცნობილია
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს