ერთი კვირის წინ ქართველ სპეციალისტს ბაქოს "ინტერმა" ახალი ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა

კახა ცხადაძე ბაქოს "ინტერის" ვებგვერდს ბაქოს "ნეფთისთან" ბოლო ტურში ფრედ (1:1) დასრულებულ შეხვედრაში მსაჯის ზღვარგადასულ არაობიექტურობაზე, წარუმატებლობის მიზეზებზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოედნებს შორის განსხვავებასა და სხვა საინტერესო თემებზე ელაპარაკა.

"ბოლო დროს ცუდი შედეგები გვაქვს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ უხარისხოდ ვთამაშობთ... ერთადერთი მსაჯობა მაღელვებს. ამის შესახებ "ნეფთჩისთან" მატჩის შემდეგ კლუბის მეპატრონეებს ველაპარაკე. საქმე მხოლოდ ჩვენს კარში უმიზეზოდ დანიშნულ თერთმეტმეტრიანში არ არის. მსაჯმა თამაშის საშუალება არ მოგვცა! მისი გაუთავებელი ჩაფსტვენები თამაშს ამუხრუჭებდა და ტემპს კლავდა. ამით კი ისევ მაყურებელმა იზარალა, რომელიც ხარისხიან და საინტერესო შეხვედრას ელოდა.

მსაჯი აბსოლუტურად განუკითხავად იქცეოდა. მეორე ტაიმში მისი გადაწყვეტილებები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა. სამწუხაროდ, ასეთ შეცდომებს პირველად არ ვაწყდებით. თუ ადამიანი საკუთარი შეცდომებისთვის პასუხს არ აგებს, ის შემდგომშიც იგივეს გაიმეორებს.

პრესკონფერენციაზე არმისვლით, მე მსაჯის მიმართ პროტესტი გამოვხატე და ამისთვის ბოდიში მინდა მოვუხადო "ნეფთჩის" მთავარ მწვრთნელ არიფ ასადოვსა და ყველა იმ ჟურნალისტს, ვისაც მატჩის შემდეგ ჩემი კომენტარის მოსმენა სურდა. პრესკონფერენციაზე მიუსვლელობა მათ მიმართ უპატივცემულობის გამოხატულება ნამდვილად არ ყოფილა. აზერბაიჯანში ორი დღე არ ვიყავი და მხოლოდ დღეს მომეცა ბოდიშის მოხდის საშუალება... მსურს შემთხვევით ვისარგებლო და "ნეფთჩის", ასადოვისა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტების მიმართ პატივისცემა გამოვხატო.

...სეზონი წარუმატებელი გამოდგა, მაგრამ დარჩენილ შეხვედრებში ვითარების გამოსწორებასა და სახელის შენარჩუნებას შევეცდებით. ამ კუთხით შემდეგი ტურის შეხვედრა ლენქორანის "ხაზართან" უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება. იმედია, ამჯერად მაინც კარგად გვიმსაჯებენ."

ცხადაძე კვირას "ზესტაფონი"-"დინამოს" შეხვედრას დაესწრო და ზესტაფონის სტადიონზე დაგებული ბალახის საფარი ისე მოეწონა, აზერბაიჯანელებს მაგალითად დაუსახა.

"მსურს თემას დროებით მოვწყდე და მოედნების პრობლემაზეც ვილაპარაკო. უქმეებზე საქართველოს ჩემპიონატის ტურის ცენტრალურ შეხვედრას დავესწარი. იმდენად კარგი იყო მოედანი, გუნდებს ხარისხიანი თამაშის ჩვენებაში დაეხმარა. ვისურვებდი, რომ აზერბაიჯანშიც ასეთი მოედნები იყოს, რადგან ეს ფეხბურთის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მხოლოდ ამის შემდეგ მოვახერხებთ ევროთასებზე რაიმე წარმატებების მიღწევას. საფრის გაუმჯობესება ხომ უფრო სწრაფი ფეხბურთის ჩვენების საშუალებას მოგვცემს. სამწუხაროდ, უხარისხო და უსწორმასწორო მოედნების გამო, დღეს აზერბაიჯანში ასეთი თამაში სანატრელი გვაქვს."

სხვათა შორის, ბოლო დღეებში გავრცელდა ხმები, თითქოს თბილისის "დინამოს" ახალი ხელმძღვანელობა კახა ცხადაძის მთავარ მწვრთნელობას სთავაზობს. ამ ხმების აგორების მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ "ზესტაფონთან" მატჩის შემდეგ ცხადაძე თბილისური გუნდის მმართველებთან ნახეს.

მარტივი მიზეზის გამო, კომენტარისთვის "დინამოს" თავკაცებთან და ცხადაძესთან დაკავშირება უადგილოდ ჩავთვალეთ - წლევანდელი სეზონის ჩაგდების მიუხედავად, ერთი კვირის წინ ქართველ სპეციალისტს ბაქოს "ინტერმა" ახალი ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...