აგრარული უნივერსიტეტის გუნდმა "თბილისმა" რიგით მე-18 გამარჯვება ამჯერად სტუმარ აზერბაიჯანის ნაკრებთან მიითვალა
მესამე დღეა, რაც საქართველოს ჩემეპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. გათამაშების ლიდერმა სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის გუნდმა "თბილისმა" რიგით მე-18 გამარჯვება ამჯერად სტუმარ აზერბაიჯანის ნაკრებთან მიითვალა.

გუნდებმა შეხვედრის პირველივე წუთებიდან ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს ერთმანეთს. მატჩი ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. შეხვედრის პირველ ნახევარში თბილისელებმა მეტოქე მხოლოდ ერთქულიანი სხვაობით, 17:16 ძლიეს. მეორე ნახევრის პირველ წუთებში აზერბაიჯანის გუნდი ოდნავ მოდუნდა და მეტოქეს საშუალება მისცა, რამდენიმე ქულით დაწინაურებულიყო, თუმცა მატჩის მიწურულს სტუმრებმა თამაშის ხარისხი გააუმჯობესეს. საბოლოოდ კი შეხვედრა აგრარული უნივერსიტეტის გუნდის სასარგებლოდ 35:33 დასრულდა. მატჩის პირველ ნახევარში ტრავმა მიიღო თბილისელთა მეკარე გიგა კიკნაძემ, რომელსაც ალექსანდრე გონჩაროვი ჩაენაცვლა. გონჩაროვმა შეხვედრის მეორე ნახევარში უხეში შეცდომები დაუშვა.

გუშინდელი დღის მსგავსად, კვლავ ხელი მოეცარა "ბათუმის" გუნდს - ამჯერად "ქუთაისთან" 34:41 დამარცხდა. დღის დასკვნითი შეხვედრა თსუ-სა და "ქარიშხალას" შორის ამ უკანასკნელის გამარჯვებით, 20:43 დასრულდა.

ჩემპიონატის გამოკვეთილი ბომბარდირი 166 გატანილი გოლით "ბათუმის" წევრი გოგიტა ნიკურაძეა.

ჰიკმატ აბდულაევი (აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელი): "ჩვენთან ჩემპიონატი უკვე დასრულდა. ვფიქრობ, საქართველოს ჩემპიონატი საკმაოდ პრინციპული ტურნირია. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ხელბურთის ფედერაციას, რომ მონაწილეობაზე დაგვთანხმდნენ. მიხარია, რომ ჩვენი გუნდი წარმატებით ასპარეზობს, ყოჩაღ ბიჭებს. რაც შეეხება მეტოქე გუნდებს, მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ ძლიერად ასპარეზობენ და ჩემპიონატიც საინტერესოდ მიმდინარეობს".

რევაზ ჭანტურია (სსაუ/თბილისის მწვრთნელი): "მესამე ტურში ჩემპიონის ტიტულის მოპოვება უკვე შევძელით. გუნდები ძირითადად მეორე და მესამე ადგილების დასაკავებლად იბრძვიან. სასიამოვნოა ისიც, რომ ტურნირმა რამდენიმე პერსპექტიული ახალგაზრდა გამოავლინა. ჩვენდა სამწუხაროდ, დღევანდელ შეხვედრაში აზერბაიჯანის ნაკრებთან მეკარე დაგვიშავდა მარჯვენა ფეხის კუნთი დაიზიანა. იმედს ვიტოვებთ, კუნთი გაწყვეტილი არაა".

თ მ ფ წ ქ

1. სსაუ/თბილისი 18 18 0 0 36

2. ქუთაისი 18 10 0 8 20

3. ქარიშხალა 18 8 0 10 16

4. ბათუმი 18 5 3 9 13

5. თსუ 18 5 2 10 12

საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა