დაჭრილმა "რეკორდმაისტერმა", რომელიც უკვე ჩემპიონია, უნდა გვაპატიოს. სეზონის მიწურულს ბუნდესლიგაში აღარ არის პირველი ადგილის ინტრიგა, თუმცა არანაკლები ინტრიგები რჩება სხვა პოზიციებზე და ახლა სწორედ ამაზე ვილაპარაკებთ.

დავიწყოთ ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი გუნდებით. აქ მართლაც რომ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა გაჩაღებული. ამ ბრძოლის ერთ-ერთი მონაწილე "დორტმუნდი" ბუნდესლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლ "მაინცს" ეთამაშება და თუ არ მოიგო, თავს აშკარა საფრთხეში ჩაიგდებს.

ძალიან რთული გასვლითი შეხვედრა ელის "ჰოფენჰაიმს". იულიან ნაგელსმანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგაში გაიყვანოს. ახალგაზრდა სპეციალისტი მომავალ სეზონში, შეიძლება, რომელიმე ინგლისური გრანდის (ლაპარაკია "არსენალსა" და "ჩელსიზე") მწვრთნელად ვიხილოთ და ახალი მიღწევები ძალიან სჭირდება რენომეს კიდევ უფრო ასამაღლებლად.

"ჰოფეს" ქულები ჰაერივით კი სჭირდება, მაგრამ ამისთვის "შტუტგარტი" ნამდვილად არ არის "საჩუქარი". "შვაბებმა" წინა ტურში სწორედ იმ გუნდის საქმე გააკეთეს, რომელსაც ახლა ეთამაშებიან - გასვლით შეხვედრაში, ყველასთვის მოულოდნელად, "ლევერკუზენის" ძლევა მოახერხეს. "შტუტგარტის" მოტივაცია ძალიან დიდია, რადგან გუნდს მოულოდნელად გაუჩნდა ევროპალიგაზე გასვლის შანსი.

თავის მხრივ, გამარჯვების გარდა სხვა გზა არ დარჩენია "ლევერკუზენსაც", რომელსაც სეზონის მიწურულს აშკარა ჩავარდნა აქვს და ეს, შეიძლება, საბედისწერო აღმოჩნდეს ევრომიზნებისთვის ბრძოლაში. "ფარმაცევტები" გასვლაზე ეთამაშებიან "ვერდერს". "მუსიკოსთა" "ოქროს ხანა" კარგა ხანია წარსულს ჩაჰბარდა, მაგრამ "ვერდერი" მაინც არ არის იოლად წასაქცევი მოწინააღმდეგე.

ახლა აუტსაიდერებზეც. ტრადიციული "კიოლნი" ბუნდესლიგიდან უკვე გავარდნილია. ცოტა ხნის წინ განწირული ჩანდა მეორე ტრადიციული კლუბი "ჰამბურგიც", მაგრამ ბოლო ოთხ მატჩში 3 მოიგო და ბუნდესლიგაში დარჩენის შანსი გაუჩნდა. ისე, მართლაც საინტერესოა, როგორ "ახერხებს" გუნდი, ყოველ სეზონში ელიტაში დასარჩენად იბრძოდეს, როცა შემადგენლობა მინიმუმ სხვებზე უარესი არ ჰყავს?!

გვარიან საფრთხეშია "ვოლფსბურგიც". "მგლები" გასვლაზე თამაშობენ "ლაიპციგთან", რომელსაც თავისი სატურნირო ამოცანები აქვს გადასაწყვეტი. ბოლო ოთხ მატჩში 3 მარცხით "წითელმა ხარებმა", ფაქტობრივად, "მოკლეს" ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის შანსი და ახლა კბილებით უნდა ეჭიროთ მე-6 პოზიცია, რომელიც ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურს იძლევა.

ფაქტები

"შალკემ" ბოლო 2 მატჩი მოუგო "აუგსბურგს".

"გლადბახსა" და "ფრაიბურგს" შორის ბოლო 2 მატჩში ორივეს არ გაუტანია.

"ჰამბურგმა" ბოლო 4 ბუნდესლიგური მატჩიდან 3 მოიგო.

"ბაიერნმა" "კიოლნს" ბოლო 9 ბუნდესლიგური მატჩიდან 8 მოუგო.

"ჰანოვერსა" და "ჰერტას" შორის ბოლო 2 მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"ლაიპციგსა" და "ვოლფსბურგს" შორის ბოლო 3 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

ბუნდესლიგა. XXXIII ტური

შაბათი, 5 მაისი

დორტმუნდი-მაინცი 17:30

ლაიპციგი-ვოლფსბურგი 17:30

კიოლნი-ბაიერნი 17:30

ვერდერი-ლევერკუზენი 17:30

გლადბახი-ფრაიბურგი 17:30

აინტრახტი-ჰამბურგი 17:30

აუგსბურგი-შალკე 17:30

ჰანოვერი-ჰერტა 17:30

შტუტგარტი-ჰოფენჰაიმი 17:30

ბომბარდირები: 28 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 15 - ნილს პეტერსენი (ფრაიბურგი); 14 - კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი), მარკ უტი (ჰოფენჰაიმი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "გლადბახს" მოუგო
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
გოჩოლეიშვილი "შახტარში" ბრუნდება - თურანი მას თავის გამოჩენის საშუალებას მისცემს
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
ლოჩოშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "კიოლნი" "უნიონს" დაუზავდა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
გოჩოლეიშვილი უკვე ესპანეთშია - გიორგი ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდება
"ბაიერნი" "ლაიპციგს" დაუზავდა [VIDEO]
მოლაპარაკებები ბერძნულ გრანდთან - გოჩოლეიშვილი სავარაუდოდ, "შახტარში" ისევ არ დარჩება
სარეკორდო ტრანსფერი - ლუკა ვუშკოვიჩი პრემიერ ლიგაში ითამაშებს
რასისტული შეტყობინებები კამავინგას - გულშემატკივრებმა "რეალის" ნახევარმცველს შეუტიეს
[VIDEO] "ფენერბაჰჩე" "სლავიასთან ფრეს დასჯერდა, "დორტმუნდმა" კი "საბაჰი" დაამარცხა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
"ლაიპციგი" ელმასის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდის - "ნაპოლის" პასუხი ცნობილია
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: მბაპემ და მესიმ გაიბრწყინეს - უმოტივაციო "სიტი" გერმანიაში დანებდა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ევროპა ლიგის ფინალში "აინტრახტი" და "რეინჯერსი" გავიდნენ [VIDEO]
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
ლოჩოშვილის "კიოლნი" "აინტრახტთან" დამარცხდა
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა