სუპერლიგის საგზურისთვის გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა: სოხუმი VS ტიტები
სუპერლიგაში გადასასვლელი ბრძოლა უკიდურესად გამძაფრდა. “სოხუმმა”, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში ბოლო ადგილი დაიკავა და სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად უწევს ბრძოლა, “ა” ლიგის მეორეადგილოსან “ტიტებთან” საკვალიფიკაციო სერიის მეორე მატჩი დაძაბულ ბრძოლაში წააგო და ახლა ყველაფერი ერთ – გადამწყვეტ თამაშზეა დამოკიდებული. 9 მაისს, 20:00 საათზე დანიშნულ სერიის მე-3 მატჩს რომელი გუნდიც მოიგებს, მომავალი სეზონისთვის სუპერლიგის ბოლო, მე-10 გუნდისთვის განკუთვნილ საგზურს მოიპოვებს.

“სოხუმმა” სერიის პირველი მატჩი “ტიტებს” 29 ქულით მოუგო და დღეს, მე-3 პერიოდში 16 ქულით იყო წინ. “ტიტებმა” უდიდესი ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე მოახერხეს თითქოსდა გამოუვალი სიტუაციიდან თავის დაძვრენა. გუნდური, სწრაფი და შედეგიანი თამაშის წყალობით მესამე პერიოდშივე მოახერხეს გარდატეხის მოხდენა, ათწუთეული 28:16 მოიგეს და გადამწყვეტი პერიოდის წინ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს – 62:63.

სოლიდური ჩამორჩენა აღმოფხვრეს, თუმცა წინ კიდევ 1 პერიოდი იყო, რომელშიც სოხუმელებს მეორე სუნთქვა გაეხსნათ და მეტოქეს დაწინაურების საშუალებას არ აძლევდნენ. მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე კვან უოლერის ზუსტი გარღვევების შემდეგ სოხუმელები 6 ქულით – 73:67 დაწინაურდნენ. მწვრთნელმა, დავით უსტიაშვილმა წუთშესვენება აიღო და მოედანზე დაბრუნებულმა “ტიტებმა” ბექა ჩიკვილაძისა და ანტუან სპეისის შედეგიანობით 7:0 გაქცევა მოაწყო და მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე 74:73 დაწინაურდა.

გადამწყვეტი სიტყვა თქვა მატჩის გმირმა, ეროვნული ნაკრების ვეტერანმა, ბესიკ ლეჟავამ, რომელმაც საყაიმო ანგარიშზე (78:78), 80 წამის ინტერვალში მიჯრით 8 ქულა მოაგროვა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. ლეჟავამდე ბექა ჩიკვილაძემ და ჯონ ბრიტონმაც ჩააგდეს ორიანები და ისე გამოვიდა, რომ 74:78 ჩამორჩენილმა “ტიტებმა” 2-წუთიანი მონაკვეთი 12:0 მოუგო “სოხუმს” და გია კაზანჯიანის გაწვრთნილ გუნდს ამით საბოლოო განაჩენი გამოუტანა.

საბოლოოდ 90:83, რაშიც ლომის წვლილი 28 ქულით ბესიკ ლეჟავას მიუძღვის. 23 ქულა მიითვალა ჩიკვილაძემ, ხოლო ანტუან სპეისის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა. “სოხუმში” 22 ქულით საუკეთესო იყო კვან უოლერი. 18 ქულა სერგეი პრიმაკმა მოაგროვა. 13 ქულა ოთო ბულიავას ანგარიშზეა, სერგო ათუაშვილმა კი შეხვედრა ორმაგი დუბლით – 12 ქულითა და 11 მოხსნით დაასრულა.

სუპერლიგის მე-10 გუნდის ვინაობას 9 მაისს, “სოხუმისა” და “ტიტების” საკვალიფიკაციო სერიის მე-3 მატჩის დასრულების შემდეგ შევიტყობთ. გადამწყვეტი შეხვედრა ოლიმპიურ სასახლეში, 20:00 საათზე გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
სუპერლიგა: "სოხუმი" - "ქუთაისი" 66:110
"მგზავრებმა" "სოხუმი" 17 ქულის სხვაობით დაამარცხა
სუპერლიგა: "კაკტუსმა" "სოხუმს" რეკორდული 61-ქულიანი სხვაობით სძლია
"სოხუმი" სუპერლიგაში დასარჩენად "ტიტებს" შეხვდება
"ტიტებმა" დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირი მოიგო
"ოლიმპმა", "ტიტებმა" და "ვერამ" გაიმარჯვეს და ცხრილში დაწინაურდნენ
"ვერამ" ზედიზედ მესამედ მოიგო, "ცხუმ-აფხაზეთმა" კი 7 წაგების შემდეგ იმარჯვა
მაიკლ დიქსონის 19-ქულიანი დებიუტი "ტიტებში"
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
სუპერლიგა: "ოლიმპმა" "სოხუმი" დაამარცხა
საკალათბურთო გუნდ "ბათუმს" 3000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ