შარშან ამ შეჯიბრის ფინალში ოქსანა კალაშნიკოვამ (176) ითამაშა, წლეულს ის ყაზახეთში აღარ ჩასულა, თუმცა ალმათიში მისმა სამმა თანამემამულემ ითამაშა.

ყაზახეთის ძველ დედაქალაქ ალმათიში ქალ ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს, რომლის საპრიზო ფონდი 25 ათასი ამერიკული დოლარია. შარშან ამ შეჯიბრის ფინალში ოქსანა კალაშნიკოვამ (176) ითამაშა, წლეულს ის ყაზახეთში აღარ ჩასულა, თუმცა ალმათიში მისმა სამმა თანამემამულემ ითამაშა. მე-4 ნომრად განთესილი სოფიო შაფათავას (292) მეტოქე 18 წლის ბელარუსი იულია არციომავა (1053) იყო, საკვალიფიკაციო ბადის გამარჯვებული. ქართველს არ გასჭირვებია გამარჯვება - 6:2, 6:1. მერვედფინალში შაფათავა საკვალიფიკაციო ტურნირიდან გამოსულ კიდევ ერთ ჩოგბურთელს შეხვდება, 22 წლის ყირგიზ ბერმეტ დუვანაევას (731).

ხარკოვის ტურნირის ტრიუმფატორმა თათია მიქაძემ, რომელიც ალმათიში მე-7 ნომრად განთესეს, იოლად გადალახა "უაილდ ქარდით" მიწვეული ყაზახის, ასელია არგინბაევას წინააღმდეგობა - 6:0, 6:2. თათიას მორიგი მეტოქე კორეელი სუნ ჰე ჰანია (445). ერთეულთა ბადის პირველი წრიდან ჩვენი სამეულიდან მხოლოდ 18 წლის ეკა გორგოძე (549) გავარდა. მისი მეტოქე მე-2 ნომრად განთესილი იაპონელი ჩიაკი ოკადაუე (274) იყო. ეკამ დიდი ბრძოლა გაუმართა რეიტინგში 300 ადგილით წინ მყოფ იაპონელს, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდა - 6:7 (6), 6:4, 1:6.

ესპანურ ვიგოში 25-ათასიან ტურნირში ასპარეზობს სოფიო ქვაცაბაია (397), მისი პირველი მეტოქე მასპინძელი ლეტისია კოსტას-მორეირაა (338). წყვილთა ბადეში ქართველი გერმანელ იუსტინ ოზგას (342) შეუწყვილდა. ეს დუეტი მე-2 ნომრად განთესეს. პირველ წრეში მათ ძალზე იოლად მოუგეს რუს რაფიკოვას და ესპანელ ანდრადეს - 6:0, 6:1. მეოთხედფინალში ისინი ციბიშევასა და ლაზარაევას რუსულ დუეტს დაუპირისპირდებიან.

ვაჟთა შორის საუკეთესო ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი (630) ამერიკის ქალაქ გოდფრეიში თამაშობს, სადაც პირველ წრეში 25 წლის ამერიკელ რობი პულს (798) ეთამაშება. გასულ კვირაში პულმა ჯოპლინის ტურნირი მოიგო, ქართველთან მატჩს ის კარიერის საუკეთესო ფორმაში ხვდება.

მსოფლიოს 20-წლამდელთა სერიაში ქართველები ფერღანის (უზბეკეთი, მე-4 კატეგორია) ტურნირში ჩაებნენ. საკვალიფიკაციო ბადეში ნინო სუჯაშვილი და მარიამ სხირტლაძე. მე-4 ნომრად განთესილმა სუჯაშვილმა მე-2 საკვალიფიკაციო წრეში უზბეკი გუზალჰონ ნიზამოვა დაამარცხა - 7:5, 6:1. სხირტლაძემ კი წააგო მასპინძელ ასალ კასიმოვასთან - 3:6, 2:6. 16 წლის სუჯაშვილმა კიდევ ერთი უზბეკი ჩოგბურთელი, გალინა ჯალილოვა დაამარცხა - 7:5, 6:3 და ძირითად ბადეში გავიდა. ნინოს პირველი მეტოქე ძირითად ბადეში ალისა ოგოროდოვა (უზბეკეთი) იქნება. სუჯაშვილი ძირითად ბადეში სამ თანამემამულეს შეუერთდა, თუმცა ორმა მათგანმა ნაადრევად დატოვა შეჯიბრება. ირინა თოიძემ გეიმიც ვერ მოუგო მე-7 ნომრად განთესილ რუს კრისტინა ჩასოვსკიხს (382) - 0:6, 0:6. ბაბილინა მაჩაიძემ კი ერთი გეიმის მოგება შეძლო მარტო მე-4 ნომრად განთესილ ელიზავეტა კულიჩკოვასთან (რუსეთი, 360) - 0:6, 1:6. პირველი წრე გადალახა თამარ ჩალაღანიძემ, რომელმაც უზბეკ ვალერია კოროტინას აჯობა - 2:6, 6:2, 6:1. მსოფლიოს ახალგაზრდულ რეიტინგში 16 წლის ალექსანდრე მეტრეველი 152-ე პოზიციაზეა. გოგონებში კი საუკეთესო პოზიცია ქართველებში ჩალაღანიძეს აქვს - 856-ე.

ჩვენ უკვე გაუწყეთ პლზენსა და მოსკოვში მიმდინარე 14 და 16 წლამდელ ჩოგბურთელთა კონტინენტურ პირველობაზე. ანალოგიური შეჯიბრი, ოღონდ 18 წლამდელებში, შვეიცარიულ კლოსტერში გაიმართა. მასში გიორგი ცივაძემ იასპარეზა. 17 წლის ქართველი I წრეში ისვენებდა, მეორეში კი მან მასპინძელ ლუკა მარგაროლის მოუგო - 7:6 (3), 6:2. მესამე წრეში ცივაძე ერთ-ერთ ფავორიტს, მე-14 ნომრად განთესილ ჰონალდიელ იანიკ ლუპესკუს (38) შეხვდა და პირველი სეტი "მშრალად" მოუგო. სამწუხაროდ, გიორგის მეტი ძალა აღარ შერჩა - 6:0, 2:6, 0:6. გოგონათა ევროპის პირველობაზე წარმომადგენელი არა გვყოლია.

ლელო

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე