„არსენალის“ თავკაცი არსენ ვენგერი კლუბის ახალი მეპატრონე სტენ კროენკისგან გარანტიას ითხოვს

„არსენალის“ თავკაცი არსენ ვენგერი კლუბის ახალი მეპატრონე სტენ კროენკისგან გარანტიას ითხოვს, ფრანგს არ უნდა, რომ ამერიკელმა ზაფხულში სესკ ფაბრეგასი გაყიდოს. მწვრთნელს 23 წლის ესპანელი ნახევარმცველის შესახებ ამერიკელ ბიზნესმენთან ცალკე საუბარიც კი სურს. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ „მეთოფეები“ ვერც ამ სეზონში მოიპოვებენ ჯილდოს. ბოლო პრიზი, რომელიც მათ აღმართეს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი გახლდათ და ეს 2005 წელს მოხდა. მაისში ექვსი სეზონი შესრულდება, რაც ჩრდილოლონდონელებს აღარაფერი მოუგიათ. გაისად, ნავსის გატეხვისთვის ვენგერისთვის წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნება, რასაკვირველია, უმნიშვნელოვანესი იქნება, თუმცა მას გასაყიდი ფეხბურთელებიც შეგულებული ჰყავს. მათი გაყიდვით მიღებული შემოსავალი, სავარაუდოდ, ახალი მოთამაშეების შეძენას დასჭირდება.

რაც შეეხება „ბარსელონას“ სკოლის აღზრდილ ფაბრეგასს, მისი მშობლიური კლუბი „არსენალს“ ამ ზაფხულსაც მიმართავს ტრანსფერის მოთხოვნით. ამბობენ, რომ ფაბრეგასის ყიდვის სურვილი „რეალსაც“ აქვს.

და კიდევ ერთი ცნობა „არსენალთან“ დაკავშირებით: ბიზნესმენი დენი ფიზმენი, რომელმაც ორიოდ დღის წინ კროენკს თავისი აქციები, 16 პროცენტი მიჰყიდა, მძიმე სნეულების შედეგად გარდაიცვალა.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"