მორატი მომავალ სეზონზე დაფიქრდა

იტალიური სპორტული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ინტერის" მესვეურები დორტმუნდის "ბორუსიის" ფეხბურთელით, ნური შაჰინით არიან დაინტერესებულნი და მის გადაბირებას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეეცდებიან. ამ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა "ნერაძურის" სპორტულმა დირექტორმა მარკო ბრანკამ:

"შაჰინი ძალიან კარგი ფეხბურთელია და ვფიქრობ, რომ საინტერესო ვარიანტია გუნდის გასაძლიერებლად. ამიტომ, ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მის გადასაბირებლად გერმანელებთან მოლაპარაკება წამოვიწყოთ. წარმოდგენა არ მაქვს რა ფასი შეიძლება დაადონ ნურის, მაგრამ ფაქტია, რომ მისი გადაბირებით დაინტერესებულნი ვართ".

მოკლე კომენტარი გააკეთა თავად ფეხბურთელმა და განაცხადა, რომ კარგად იცის მისით ევროპული გრანდების დაინტერესების შესახებ და ეს ძალიან სიამოვნებს. თუმცა, იქვე დასძინა, რომ ჯერჯერობით მხოლოდ მიმდინარე სეზონის დასკვნით ეტაპზე და გერმანიის ჩემპიონატის დარჩენილ ტურებზეა კონცენტრირებული.

გერმანული სპორტული მედიის ცნობით, შაჰინის გადაბირება მადრის "რეალის" და ლონდონის "ჩელსის" მესვეურებსაც სურთ, ასე რომ, მილანელებს სერიოზული კონკურენციის დაძლევა მოუწევთ. გამომდინარე აქედან, ჟურნალისტთა ვარაუდით, შაჰინის სატრანსფერო ფასი მინიმუმ 20 მილიონი ევრო იქნება. თუ მასიმო მორატის მიზნის მიღწევა სურს, ვაჭრობა სწორედ ამ თანხიდან უნდა დაიწყოს. თუმცა, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ შაჰინის კონტრაქტში ერთი მეტად უცნაური პუნქტია, რომლის თანახმადაც მისი გადაბირება "რეალს" მხოლოდ 6 მილიონ ევროდ შეეძლება. თუ ეს ამბავი სიმართლეა და მადრიდელებს მართლაც სურთ ნურის გადაბირება, "ინტერი" აშკარად წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდება.

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა