ერთი ტურიც და, პრემიერლიგა დაგვემშვიდობება. ინგლისში ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, როცა ინტრიგა ყოველთვის რჩება. ამ შემთხვევაში, ასე ვერ დავწერთ და გულშემატკივარს ნამდვილად ვერ მოვატყუებთ.

გასარკვევია მხოლოდ ერთი რამ - როგორ დაკომპლექტდება პრემიერლიგის პირველი ოთხეული და, შესაბამისად, რომელი გუნდები წარადგენენ ინგლისს ჩემპიონთა ლიგაში.

კაცმა რომ თქვას, აქაც ყველაფერი გარკვეულია. საკმარისია, "ლივერპულმა" უბრალოდ არ წააგოს "ბრაიტონთან" საშინაო, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალისტი მომავალ წელსაც იასპარეზებს ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე.

მართალია, ენფილდელებს ჩემპიონთა ლიგის ფინალი ელით "რეალთან", მაგრამ მათ ძალიან კარგად იციან, რომ "ბრაიტონთან" მოდუნება არ შეიძლება.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" გუშინწინ 3 რეკორდი დაამყარა და კიდევ 2 რეკორდის მფლობელი შეიძლება გახდეს - პრემიერლიგაში 100-ქულიანი თამასა და მეორეადგილოსანთან მაქსიმალური დისტანცია. ამისთვის საჭიროა, "სიტიმ" თანაქალაქელი "იუნაიტედი" 18-ზე მეტი ქულით ჩამოიტოვოს.

სხვა რა დავწეროთ? ეს ის შემთხვევაა, როცა ინტრიგას თითიდან ვერ გამოვწოვთ. ყველაფერი გარკვეულია. თითქოს, "სუონსის" აქვს პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი, მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენებითია ბურთების იმ შეფარდების გამო, რომელიც უელსელებს "საუთჰემპტონთან" შედარებით აქვთ. ბოლოს და ბოლოს, ამ "საუთჰემპტონთან" რამდენიმე დღის წინ საკუთარ მოედანზე დამარცხდნენ და რაღა პრეტენზიები უნდა ჰქონდეთ?

...მთავარი მოვლენა კი არსენ ვენგერს უკავშირდება. ფრანგი ბოლოჯერ დამოძღვრავს ლონდონის "არსენალს", რომელთან ერთადაც მან დიდი ეპოქა შექმნა და პრემიერლიგა აშკარად უკეთესი გახადა. ამას მისი "დაუძინებელი მტრებიც" აღიარებენ...

ფაქტები

"ბარნლისა" და ბორნმუთს" შორის ბოლო სამ მატჩში ორივემ მოახერხა თითო გოლის გატანა.

"კრისტალ პალასისა" და "ვესტ ბრომვიჩის" ბოლო ოთხ შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.

"ჰადერსფილდსა" და "არსენალს" შორის ოთხივე მატჩი "მეთოფეებმა" მოიგეს.

"ლესტერსა" და "ბრაიტონს" შორის სამივე შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"მანჩესტერმა" ბოლო 2 მატჩი მოუგო "უოტფორდს".

"ჩელსიმ" ბოლო 2 თამაშში შეძლო "ნიუკასლის" დამარცხება.

"სიტიმ" უკანასკნელი 2 მატჩი მოუგო "საუთჰემპტონს".

"სუონსის" ბოლო 8 პრემიერლიგურ მატჩში არ მოუგია.

"ლესტერმა" ბოლო შეხვედრაში მოახერხა "ტოტენჰემის" დამარცხება.

ბოლო 3 მატჩია, "ვესტ ჰემი" ვერ ახერხებს "ევერტონის" ძლევას.

ბოლო ტური

კვირა, 13 მაისი

ბარნლი-ბორნმუთი 18:00

კრ. პალასი-ვესტ ბრომვიჩი 18:00

ჰადერსფილდი-არსენალი 18:00

ლივერპული-ბრაიტონი 18:00

მანჩესტერ იუნ-უოტფორდი 18:00

ნიუკასლი-ჩელსი 18:00

საუთჰემპტონი-მანჩესტ. სიტი 18:00

სუონსი-სტოკი 18:00

ტოტენჰემი-ლესტერი 18:00

ვესტ ჰემი-ევერტონი 18:00

ბომბარდირები: 31 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 28 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 21 - სერხიო აგუერო (სიტი); 18 - რაჰიმ სტერლინგი (სიტი).

შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ჩაკვეტაძე საგოლე პასით დაბრუნდა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს [VIDEO]
სერხიო აგუერომ "მანჩესტერ სიტი" ნახევარფინალში თამაშგარედან გატანილი გოლით გაიყვანა [VIDEO]
[VIDEO] ისაკის გოლით - "ლივერპულმა" "ბორნმუთი" დაამარცხა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
[VIDEO] ჩაკვეტაძე ისევ შეცვლაზე შევიდა - "უოტფორდი" "სუონსისთან" დამარცხდა
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
თუ ალვარესის ვარიანტი არ გამოვა - "ბარსელონა" თავდამსხმელის ძიებას აგრძელებს
ინგლისში ახალი წესი დაამტკიცეს - რა შემთხვევაში მოუწევს ფეხბურთელს მოედნის დროებით დატოვება
ჩაკვეტაძის "უოტფორდი" სტუმრად "სუონსისთან" დამარცხდა
პენალტის ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი შესრულება ერთ საღამოს [VIDEO]
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
"უოტფორდმა" მოიგო - ჩაკვეტაძე შეცვალეს
"სიტი" თუ "არსენალი"? - ვენგერმა პრემიერლიგის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
"მოიგებს თუ არა წელს "არსენალი" ტიტულს?" - არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა
"შარშან უფრო ძლიერები იყვნენ" - ვენგერმა პსჟ-ზე ისაუბრა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ბრაიტონთან" მატჩში?
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"იყო გამორჩეული სანაგვეში, მარტივია" - სიმენმა ბრუნოს საუკეთესოობა გააპროტესტა
"შტურმი" ქართველების გარეშე "ბორნმუთთან" დამარცხდა - ჭანტურიშვილმა "ფრაიბურგთან" შეუცვლელად ითამაშა
[VIDEO] ჩემპიონის დამაჯერებელი სტარტი - "არსენალმა" "ქოვენთრი" მარტივად დაამარცხა
ბრუნო ფერნანდეში პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს