გერმანიაში მთავარი ინტრიგა ისაა, "ბაიერნისა" და "შალკეს" გარდა კიდევ რომელი 2 გუნდი იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე და, ასევე, რომელი 2 გუნდი გაჰყვება "კიოლნს" მეორე ბუნდესლიგაში. ასე რომ, ინტრიგა სანთლით საძებარი ნამდვილად არ არის.

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "ჰოფენჰაიმი" საკუთარ მოედანზე ეთამაშება "დორტმუნდს". წესით, კარგი ფეხბურთი უნდა ვნახოთ. არც ერთმა და არც მეორე გუნდმა პრაქტიკულად არ იცის დაცვაში თამაში და აქცენტს შემტევ ფეხბურთზე აკეთებს.

ამ შეხვედრის მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ, დიდი ალბათობით, იულიან ნაგელსმანი ბოლო მატჩს ატარებს "ჰოფენჰაიმის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ხოლო პეტერ შტიოგერი ნამდვილად ემშვიდობება "დორტმუნდს". რაც შეეხება "ჰოფეს"ახალგაზრდა თავკაცს, მას მსურველების რიგი უდგას და ასეთ დროს ძალიან რთულია, უარი თქვა საუკეთესო შეთავაზებაზე.

ორივე გუნდს ჰყავს რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი, მაგრამ ამან გავლენა ვერ უნდა მოახდინოს თამაშის საერთო სურათზე. ნამდვილი ომია მოსალოდნელი, რომლის გამოტოვებაც არაფრით არ შეიძლება.

კონკურენტების ჯახით უნდა ისარგებლოს "ლევერკუზენმა". "ფარმაცევტები" საკუთარ მინდორზე "ჰანოვერს" ხვდებიან და თუ ჩემპიონთა ლიგაში გასვლა უნდათ, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოიგონ. თანაც, გუნდმა ბოლო შეხვედრები ერთობ არასტაბილურად ჩაატარა და კითხვის ნიშანი დაუსვა ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე მოხვედრის ამოცანას.

სატურნირო ცხრილის ფსკერშიც ძალიან დიდი დაძაბულობაა. მაგალითად, ფინანსურად ძლიერი "ვოლფსბურგი" არის იქ, სადაც არანაირად არ უნდა იყოს. "მგლებს" მაინც აქვთ შანსი, რომ თავისტკივილი აიცილონ. საამისოდ, მათ მხოლოდ მოგება სჭირდებათ უკვე გავარდნილ "კიოლნთან".

მაგრამ გამარჯვების შემთხვევაშიც კი "ვოლფსბურგი" შეიძლება ვერ ასცდეს მე-16 ადგილს, თუ "ფრაიბურგმა" ქულა აიღო უმოტივაციო "აუგსბურგთან" საშინაო მატჩში. თუმცა მე-16 ადგილი ჯერ კიდევ არ არის კატასტროფა, რადგან მეორე ბუნდესლიგის მესამეადგილოსთან პლეი ოფში გამარჯვების შემთხვევაში იძლევა ელიტაში ადგილის შენარჩუნების გარანტიას.

"ჰამბურგს" რაც შეეხება, ის თავის თავზე არ არის დამოკიდებული. მცირე შანსის რეალობად ქცევას ეს ტრადიციული გუნდი "გლადბახთან" საშინაო შეხვედრაში შეეცდება. თუ სასწაული არ მოხდა, "ჰამბურგი" განწირულად მოჩანს.

ფაქტები

"ლევერკუზენსა" და "ჰანოვერს" შორის ბოლო ორ შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"შტუტგარტმა" ზედიზედ სამ შეხვედრაში ითამაშა "მშრალი"ანგარიშით.

"ფრაიბურგსა"და აუგსბურგს"შორის ბოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა.

"ჰამბურგსა" და "გლადბახს" შორის უკანასკნელ 3 მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"ჰერტასა" და "ლაიპციგს" შორის ბოლო ორ შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"დორტმუნდმა" ბოლო 2 მატჩი მოუგო "ჰოფენჰაიმს".

"შალკეს" 5 ბუნდესლიგურ მატჩში არ დაუმარცხებია "აინტრახტი".

"კიოლნმა" ბოლო 2 მატჩი მოუგო "ვოლფსბურგს".

"კიოლნსა" და "ვოლფსბურგს" შორის ბოლო 5 მატჩში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

ბუნდესლიგა. ბოლო ტური

შაბათი, 12 მაისი

ბაიერნი-შტუტგარტი 17:30

ფრაიბურგი-აუგსბურგი 17:30

ჰამბურგი-გლადბახი 17:30

ჰერტა-ლაიპციგი 17:30

ჰოფენჰაიმი-დორტმუნდი 17:30

ლევერკუზენი-ჰანოვერი 17:30

მაინცი-ვერდერი 17:30

შალკე-აინტრახტი 17:30

ვოლფსბურგი-კიოლნი 17:30

ბომბარდირები: 29 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 15 - ნილს პეტერსენი (ფრაიბურგი).

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
ბუნდესლიგაში ლოჩოშვილის დებიუტი შედგა - "კიოლნმა" ჩემპიონატი ლამაზი გამარჯვებით დაიწყო
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი ამიტომ ვთქვი" - ჰენრიხ მხითარიანი
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
"დავრჩები თუ არა "ბარსელონაში"? - ლევანდოვსკიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა
მიქაუტაძესა და მის თანაგუნდელებს, ჯოჯოხეთურ Signal Iduna Park-ზე "დორტმუნდთან" შებმა, პრაქტიკულად საკუთარი გულშემატკივრის გარეშე მოუწევს
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ლოჩოშვილის "კიოლნის" ტალანტი "დორტმუნდში" გადასვლასთანაა ახლოს
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
10 მილიონი ევრო სეზონში - ლევანდოვსკი თურქეთში გადაბარგებასთან ახლოსაა
"დავრჩები თუ არა "ბარსელონაში"? - ლევანდოვსკიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ფერანი რჩება - "ბარსელონა" ტორესს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
"ჰაიდენჰაიმს" ზივზივაძის დაბრუნებამაც ვერ უშველა
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
"არც მალავს, რომ "რეალში" გადასვლა უნდა" - "დორტმუნდის" პრეზიდენტმა ჰოლანზე ისაუბრა
შესაძლოა, შეთავაზება ზამთარშივე გააკეთონ - “ბაიერნს” კოსოვოელი ფორვარდი სურს
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
[VIDEOS] ბუდუს შოუ და ულამაზესი გოლი "ალიანც არენაზე" - ზივზივაძემ "ბაიერნს" დუბლი შეუსრულა
ისტორიაში პირველად - ბუნდესლიგის კლუბს ქალი მწვრთნელი ეყოლება!
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა