ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მასპინძლების დღე

მასპინძლების დღე

ჰოკეი. NHL. პლეი ოფი. 1/8 ფინალი
გუშინ ხუთი მატჩით გაიხსნა ჰოკეის ეროვნული ლიგის პლეი ოფი. მხოლოდ ერთ შეხვედრაში მოიგო სტუმარმა - "ნეშვილმა" გასვლაზე მოუგო "ანაჰაიმს" და საკუთარი მოედნის უპირატესობა მოიპოვა.

აღმოსავლეთი

ვაშინგტონი-რეინჯერსი 2:1 (ო)

0:0, 0:0, 1:1, 1:0

გოლები: 0:1 გილროი-1 (ვოლსკი-1, პრუსტი-1), 1:1 ოვეჩკინი-1 (სიომინი-1, მაიკ გრინი-1), 2:1 სიომინი-1 (არნოტი-1).

"ვაშინგტონის" პირველი გამარჯვება მისმა რუსმა ვარსკვლავებმა განაპირობეს. ალექსანდრ ოვეჩკინმა მესამე პერიოდში აღადგინა თანაფარდობა, ალექსანდრ სიომინმა კი ოვერტაიმში გადამწყვეტი შაიბა გაიტანა. არადა, აქამდე სიომინი პლეი ოფის ზედიზედ 14 შეხვედრაში ვერ ახერხებდა თავის გამოჩენას.

"კეპიტალზის" კარში ჩეხი მეკარე მიხალ ნოივირტი იდგა, რომელმაც 24 დარტყმა მოიგერია და პლეი ოფში დებიუტი მოგებით აღნიშნა. მისი ვიზავი პეტერ ლუნდკვისტი 31 დარტყმას გადაეღობა.

"ვაშინგტონისთვის" კარგი ამბავი ის იყო, რომ გუნდს დაუბრუნდა დაცვის ლიდერი მაიკ გრინი, რომელმაც რეგულარულის ბოლო 20 მატჩი გამოტოვა. "რეინჯერსს" კი აკლდა თავისი მეორე ბომბარდირი რაიან კელეჰანი - მას მარჯვენა ფეხი აქვს მოტეხილი.

პიტსბურგი-ტამპა ბეი 3:0

0:0, 0:0, 3:0

გოლები: 1:0 კოვალიოვი-1 (ნილი-1, მარტინი-1), 2:0 ეშემი-1 (ლეტანგი-1, ორპიკი-1), 3:0 კუნიტცი-1 (სტაალი-1, ორპიკი-1).

ზედიზედ მესამე წელია "პიტსბურგი" მეოთხე განთესვის ნომრით გადის პლეი ოფში. როგორც მოსალოდნელი იყო, პირველ მატჩში ვერ ითამაშა სიდნი კროსბიმ, რომელიც ტვინის შერყევის შემდეგ კვლავინდებურად აღდგენით კურსს გადის. მიუხედავად ამისა, სერიის წინ უპირატესობა მაინც "პიტსბურგს" ენიჭებოდა, პირველ რიგში, გამოცდილების გათავლისწინებით. საქმე ისაა, რომ "ტამპა ბეიში" მხოლოდ ორ ჰოკეისტს - მარტინ სენტ ლუისსა და ვენსან ლეკავალიეს უთამაშიათ პლეი ოფში.

"პიტსბურგის" პირველი გამარჯვება ორმა ფაქტორმა განაპირობა - მასპიძლების მეკარე მარკ-ანდრე ფლერის შეუდარებელმა თამაშმა, რომელმაც 32 დარტყმა მოიგერია და "შათაუტი" შეასრულა, აგრეთვე მესამე პერიოდში 18-წამიან ინტერვალში გატანილმა ორმა გოლმა. გარდა ამისა, "პინგვინზმა" აკურატულად ითამაშა დაცვაში და მეტოქეს მხოლოდ ერთხელ მისცა რიცხობრივი უპირატესობის რეალიზაციის შანსი.

დასავლეთი

ვანკუვერი-ჩიკაგო 2:0

2:0, 0:0, 0:0

გოლები: 1:0 ჰიგინსი-1 (ბიეკსა-1, კესლერი-1), 2:0 ჰანსენი-1 (სამუელსონი-1).

რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა პირველ ტაიმში გაუტანა ორი გოლი სტენლის თასის მფლობელს, რის შემდეგაც მთლიანად თავის მეკარეს რობერტო ლუონგოს მიენდო და მანაც არ დააღალატა გუნდი. კანადელმა გოლკიპერმა 32 დარტყმა მოიგერია და დღის მეორე შათაუტი დააფიქსირა. ლუონგოს იმ მხრივადაც გაუმართლა, რომ "ჩიკაგოს" სამი დარტყმა ძელმა მოიგერია.

დეტროიტი-ფინიქსი 4:2

0:1, 3:0, 1:1

გოლები: 0:1 ტარისი-1 (რეი უიტნი-1, დოუნი-1), 1:1 დაციუკი-1 (ფრანცენი-1, ჰოლმსტრიომი-1), 2:1 ფრანცენი-1, 3:1 რაფალსკი-1 (ფილპულა-1), 4:1 ჰუდლერი-1 (მილერი-1), 4:2 ვრბატა-1 (ჰანჟალი-1, კორპიკოსკი-1).

"დეტროიტ რედ უინგზი" ზედიზედ მეოცედ გავიდა პლეი ოფში, რაც ჩრდილოეთ ამერიკის ოთხი უდიდესი ლიგის კლუბებს შორის ყველაზე გრძელი მოქმედი სერიაა. ასე რომ, გამოცდილების მხრივ "დეტროიტს" უდიდესი უპირატესობა ჰქონდა.

მასპინძლებს ძალიან გაუჭირდათ პირველ პერიოდში, რომელიც ერთი შაიბის სხვაობით წააგეს და ოთხჯერ მოუწიათ რიცხობრივ უმცირესობაში თამაში. ყველაფერი მეორე პერიოდში შეიცვალა, რომლის შუაშიც პაველ დაციუკმა და იოჰან ფრანცენმა წინ გაიყვანეს "რედ უინგზი". ფრანცენმა დაამტკიცა, რომ ყველაზე კარგად სწორედ პლეი ოფში გამოსდის თამაში - შარშანდელ სტენლის თასზე ის ზედიზედ 13 მატჩში მინიმუმ ერთ ქულას აგროვებდა. წლევანდელი რეგულარულის ბოლო ორ თვეში შვედმა მხოლოდ ორი გოლი გაიტანა, მაგრამ დაიწყო პლეი ოფი და ფრანცენმა შედეგიანობას უმატა.

ანაჰაიმი-ნეშვილი 1:4

0:1, 0:2, 1:1

გოლები: 0:1 უებერი-1 (ფიშერი-1, სუტერი-1), 0:2 სალივანი-1 (ფრენსონი-1, ჯოფრიონი-1), 0:3 ფიშერი-1 (ჰორნკვისტი-1, კლეინი-1), 0:4 ფიშერი-2 (ბლუმი-1), 1:4 სელიანე-1 (კოივუ-1, გეტცლაფი-1).

ამ წყვილში ხვდებიან გუნდები, რომლებმაც ბრწყინვალედ ჩაატარეს რეგულარულის დასკვნითი ნაწილი - "ანაჰაიმმა" ბოლო 20 მატჩიდან 15 მოიგო, "ნეშვილმა" 12-დან ცხრა. ეს უკანასკნელი ბოლო ექვს სეზონში ხუთჯერ გავიდა პლეი ოფში და ხუთივეჯერ წააგო საწყისი სერია, თუმცა ამჯერად ყველაფერი კარგად დაიწყო. სტუმრებმა მოახერხეს "ანაჰაიმის" საუკეთესო ფორვარდის შეჩერება - კორი პერიმ უქულოდ დატოვა მოედანი, რაც "ნეშვილის" ვარსკვლავური დაცვითი დუეტის - ში უებერისა და რაიან სატერის დამსახურება იყო.

"იხვებს" შეტევაში პრაქტიკულად არაფერი გამოსდიოდათ და ერთადერთი გოლი მაშინ გაიტანეს, როცა ყინულზე ორი მოთამაშით მეტი ჰყავდათ. არადა, რეგულარულის ბოლო 16 მატჩში "ანაჰაიმი" მინიმუმ ორ გოლს იტანდა მეტოქეთა კარში.

რა თქმა უნდა, არ უნდა დავუკარგოთ დამსახურება "ნეშვილის" მეკარე პეკა რინეს, რომელმაც 27 დარტყმა მოიგერია, აგრეთვე უნდა გამოვყოთ მაიკ ფიშერი თავისი ორი გოლითა და ერთი შედეგიანი პასით.

მოდანოს ბოლო სეზონი

ცნობილმა ამერიკელმა ფორვარდმა მაიკ მოდანომ განაცხადა, რომ ამ სეზონის შემდეგ აპირებს კარიერის დასრულებას. "დეტროიტი" თავდამსხმელის თქმით, მაჯის ტრავმამ, რომლის გამოც მან რეგულარული ჩემპიონატის დიდი ნაწილი გამოტოვა, ძველ დონეზე დაბრუნების საშუალება არ მისცა.

"ვფიქრობ, ეს სეზონი ბოლო იქნება ჩემს ხანგრძლივ კარიერაში, - ამბობს მოდანო ESPN-თან კომენტარში. - მაჯის ტრავმამ, რომლის გამოც ჩემპიონატის დიდი ნაწილი გამიცდა, ჩვეულ სპორტულ ფორმაში ჩადგომის საშუალება არ მომცა. ვფიქრობ, თუ თამაშს გავაგრძელებ, მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება და დატვირთვებს ვეღარ გავუძლებ. თუმცა მე ყველა ძალას ვიხმარ იმისთვის, რომ წელს "დეტროიტს" სტენლის თასი ავაღებინო, რადგან ეს ჩემთვის ტიტულის მოგების ბოლო შანსია".

მოდანოს კარიერაში 1499 მატჩი აქვს ჩატარებული, რომელშიც 1374 (561+813) ქულა დააგროვა. ამერიკელმა გუშინ პლეი ოფის პირველი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.

[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა

[VIDEO] ლანჩხუთის "გურიამ" საქართველოს თასის 1/16 ფინალში თბილისის "დინამო" დაამარცხა და შემდგომ ეტაპზე გავიდა!

საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება

ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა

18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ

ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში

კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა

კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა

Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა

ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან

[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს

"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია

ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა

ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია

ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა

ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა

ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე

გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?

მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?

"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს

"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა