მონტე კარლოს მასტერსზე მორიგი სათამაშო დღე იმით იყო აღსანიშნავი, რომ რაფაელ ნადალმა თავის საყვარელ გრუნტზე პირველი მატჩი ჩაატარა

მონტე კარლოს მასტერსზე მორიგი სათამაშო დღე იმით იყო აღსანიშნავი, რომ გრუნტზე პირველი მატჩი ჩაატარა რაფაელ ნადალმა. თავის საყვარელ საფარზე დაბრუნება ესპანელს ყოველთვის კარგად გამოსდიოდა - ზედიზედ ექვსჯერ (!) მოიგო მონაკოს ტურნირი.

შარშან ნადალი მონტე კარლოში ცუდი სერიით ჩავიდა - ერთი წელი არ ჰქონდა მოგებული ATP-ის ტურნირი და სწორედ მონაკოში შეწყვიტა ეს უიღბლო სერია, რითაც დაიწყო აღმასვლა რეიტინგის პირველი საფეხურისკენ. წელსაც რაფა ტურნირის მთავარ ფავორიტად მიიჩნევა. თანაც მონაკოში არ ჩასულა ნოვაკ ჯოკოვიჩი (თუმცა სერბს ნადალი გრუნტზე არასოდეს დაუმარცხებია), რაც პირენეელის ამოცანას აიოლებს.

მსოფლიოს პირველი ჩოგანის მეტოქე ფინელი იარკო ნიემინენი იყო, რომელმაც წინა დღეს ურთულეს ბრძოლაში დაამარცხა ჟულიან ბენეტო. თავის დროზე, ფინელმა ერთხელ სეტი აუღო ნადალს გრუნტზე, მაგრამ ეს ხუთი წლის წინ ბარსელონაში მოხდა, ისე კი ურთიერთშეხვედრებში ესპანელი იარკოს 5:0-ს უგებდა.

პირველივე გათამაშებიდან ნადალმა უდიდესი უპირატესობა მოიპოვა, თანაც მისი თამაში დაბალანსებული იყო და შეტევა კარგად ეხამებოდა დაცვაში საიმედო თამაშს. საკმარისია აღინიშნოს, რომ პირველი ქულა ნიემინენმა მხოლოდ მესამე გეიმში აიღო. საბოლოოდ, 69 წუთში (19 წუთით მეტი, ვიდრე ფედერერმა ერთი დღით ადრე) პირველმა განთესილმა 6:2, 6:2 გაიმარჯვა. შემდეგ წრეში ნადალის მეტოქე რიშარ გასკე იქნება.

ნადალის გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა, ამიტომაც მაყურებელს უფრო მეტად ენდი მიურეის მდგომარეობა აინტერესებდა. ბრიტანელმა ჩააგდო ინდიან უელსისა და მაიამის მასტერსები, როცა პირველივე წრეში წააგო დონალდ იანგთან და ალექს ბოგომოლოვთან. საერთოდ, ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში თამაშის შემდეგ მიურეიმ ოთხ ტურნირში მიიღო მონაწილეობა და ოთხივეჯერ საწყისი მატჩი დაუთმო მეტოქეებს.

მეორე წრეში მიურეის სერიოზული მეტოქე ერგო ჩეხი რადეკ შტეპანეკის სახით, რომელმაც წინა დღეს მარკოს ბაღდატისს მოუგო. ამჯერად შოტლანდიელმა კარგი მომზადება აჩვენა. პირველი პარტია მან ერთი ამოსუნთქვით მოიგო და 32 წლის ჩეხს მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო. საწყის სეტში მიურეის სტატისტიკა შთამბეჭდავი იყო - 12 "ვინერსი" და მხოლოდ ერთი უნებლიე შეცდომა.

მეორე სეტში შტეპანეკმა შეცვალა თამაში, რამაც სეტის შუაში წარმატება მოუტანა. ენდიმ შეცდომებს უმატა და მატჩის დასაწყისში მოპოვებული ინიციატივა დათმო. ბოლოს და ბოლოს, ფავორიტმა მაინც იმძლავრა - ბრეიკი გააკეთა და 28 იანვრის შემდეგ პირველი გამარჯვება იზეიმა - 6:1, 6:4. ენდის წინ აქვს შეხვედრა ჟილ სიმონთან, რაც გრუნტზე ნამდვილი ტესტი იქნება მსოფლიოს მეოთხე ჩოგანისთვის.

მოულოდნელობა არ ყოფილა მეექვსე განთესილის ფერნანდო ვერდასკოს მარცხი. ბოლო დროს ეს ესპანელი ძალიან არასტაბილურად თამაშობს და ბოლო რვა მატჩში შვიდი წაგება დაუგროვდა, თანაც მეტოქედ გამოცდილი თანამემამულე ტომი რობრედო ჰყავდა. ორი სეტის განმავლობაში ვერდასკომ 46 უნებლიე შეცდომა დაუშვა, რაც მის მარცხში გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა.

სენსაციები არც სხვა მატჩებში მომხდარა. შემდეგ წრეში გავიდნენ დავიდ ფერერი, მარინ ჩილიჩი, იურგენ მელცერი, ვიქტორ ტროიცკი, გაელ მონფილსი და ნიკოლას ალმაგრო. ამ უკანასკნელმა დღის ყველაზე რთული მატჩი ჩაატარა მაქსიმო გონსალესის წინააღმდეგ. ალმაგრომ რამდენიმე მატჩბოლი მოიგერია - 6:7(6), 7:5, 7:6(10).

ATP

Monte-Carlo Rolex Masters

მონტე კარლო. გრუნტი

საპრიზო ფონდი: 2 227 500 ევრო

II წრე

რიშარ გასკე (საფ, 13)-გილერმო გარსია ლოპესი (ესპ) 6:2, 6:1; დავიდ ფერერი (ესპ, 4)-ფელისიანო ლოპესი (ესპ) 6:2, 6:0; ვიქტორ ტროიცკი (სერ, 11)-ფაბიო ფონინი (იტა) 6:3, 4:6, 6:4; ფედერიკო ჟილი (პორ)-ფლორიან მაიერი (გერ) 7:5, 6:1; გაელ მონფილსი (საფ, 8)-დანიელ ხიმენო-ტრავერო (ესპ) 7:5, 6:2; ჟილ სიმონი (საფ, 16)-ალბერტ მონტანიესი (ესპ) 6:3, 6:4; მარინ ჩილიჩი (ხორ, 15)-პეპე რიბა (ესპ) 5:2 უარი; ტომი რობრედო (ესპ)-ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 6) 6:4, 6:3; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 9)-მაქსიმო გონსალესი (არგ) 6:7(6), 7:5, 7:6(10); რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-იარკო ნიემინენი (ფინ) 6:2, 6:2; იურგენ მელცერი (ავსტრია, 7)-რობინ ჰაასე (ჰოლ) 3:6, 6:1, 6:2; ენდი მიურეი (ბრიტ, 3)-რადეკ შტეპანეკი (ჩეხ) 6:1, 6:4.

ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს