ბრაზილიელი ფეხბურთელის თქმით, უზბეკურ კლუბ "ბუნედკორს" მისი 16 მილიონი ევრო ვალი მართებს
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რივალდომ, რომელიც 2008-2010 წლებში უზბეკეთის კლუბ "ბუნედკორში" თამაშობდა, განაცხადა, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი კლუბმა არ გადაუხადა. მან თავისი დანაკარგი 16 მილიონ ევროდ შეაფასა. ფეხბურთელი ახლა იმასღა ეშურება, იქნებ ამ თანხის თუნდაც ნაწილი მაინც გადაუხადონ.

რივალდოს პრეტენზიები შვეიცარიაში რეგისტრირებულ კომპანია Zeromax -ისკენაა მიმართული, რომელიც "ბუნდეკორის" სპონსორი იყო. კომპანია ნავთობსაგაზო პროექტებით იყო დაკავებული და მას უზბეკეთის პრეზიდენტის ისლამ ქარიმოვის ქალიშვილი მფარველობდა.

2010 წელს კომპანიამ თავი ბანკროტად გამოაცხადა. გაკოტრებასთან დაკავშირებული იურიდიული პროცედურები დღემდე გრძელდება. რივალდო თავისი პრეტენზიების წაყენებას ერთერთი კრედიტორის რანგში გეგმავს.

რივალდომ უზბეკურ კლუბში თამაში 2008 წლის შემოდგომაზე დაიწყო. თავიდან პირობები აკმაყოფილებდა. პირველ წელს მან დაახლოებით რვა მილიონი ევრო გამოიმუშავა. იმ დროს როდესაც "ბუდენკორში" დიდი თანხები იდებოდა, გუნდმა მწვრთნელად ბრაზილიელი ზიკო, მოგვიანებით კი "ჩელსის" ყოფილი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი მიიწვია.

რივალდოს თქმით, დაფინანსებასთან დაკავშირებით პრობლემები მისი გუნდში ყოფნის მეორე წელს შეიქმნა. როგორც ფეხბურთელმა განაცხადა, მას ფულის გადახდა 2009 წლის ზაფხულიდან შეუწყვიტეს. ბრაზილიელს არწმუნებდნენ, რომ ეს სირთულეები დროებითი იყო. ის თამაშს აგრძელებდა (2009 წელს რივალდო უკვე გუნდის კაპიტანი იყო) და ელოდა, რომ გადაუხდიდნენ.

"უზბეკურ კლუბში ჩემი საკუთარი ფულიც კი ჩავდე", - ჩივის ამჟამად ფეხბურთელი. მისი თქმით, საქმე იქამდე მივიდა, რომ მას თავის სახლში რამდენიმე ბრაზილიელის ჩასახლება მოუხდა, რომლებიც "ბუნედკორში" სათამაშოდ იყვნენ ჩამოსულნი (რატომღაც Zeromax მათ სასტუმროს ხარჯებს არ უნაზღაურებდა).

საბოლოოდ რივალდომ "ბუნდეკორში" თამაში შეწყვიტა და ბრაზილიაში დაბრუნდა. ეს 2010 წელს მოხდა. იმავე წელს უზბეკური გუნდის დატოვება სკოლარიმაც გადაწყვიტა. სპეციალისტის გადაწყვეტილებაც კლუბის დაფინანსების შემცირებით იყო გამოწვეული.

Zeromax-ს გაკოტრების შემდეგ ფინანსური პრეტენზიები გერმანულმა კომპანიებმაც წაუყენეს, რომლებიც უზეკეთში მთელი რიგი ობიექტების (მათ შორის, სტადიონის), მშენებლობით იყვნენ დაკავებული. ამასთან, გერმანულმა მხარემ პრეტენზიები უზბეკეთის ხელისუფლებას წაუყენა. გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა ამის შესახებ განაცხადა, რომ გაკოტრებული კომპანიის აქტივები სახელმწიფო კომპანია "უზბეკნავთობგაზს" გადაეცა, ამიტომ ვალიც უზბეკეთის ხელისუფლებამ უნდა გადაიხადოს.

შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
ინგლისის ნაკრებმა ისტორიული რეკორდი დაამყარა
"აი, ასე დავამარცხეთ ესპანეთის ნაკრები" - თომას ტუხელი
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა