გენო მესამე წელია, საქართველოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის, მძიმე წონაში იმარჯვებს
მესამე წელია, რაც საქართველოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის, მძიმე წონაში გენო პეტრიაშვილი იმარჯვებს. ეს ბიჭი ათი წელია გორის თავისუფალი ჭიდაობის დარბაზში ვარჯიშობს. შედეგებიდან გამომდინარე ბუნებრივია მწვრთნელები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ...

- შიდა პირველობებზე ხომ ყოჩაღობ და ბოლო ხანს არც საერთაშორისო ტურნირებზე გამოდიხარ ცუდად...

- შარშან სინგაპურის ბავშვთა ოლიმპიურ თამაშებზე მეოთხე ადგილი დავიკავე. პოლონეთის საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე. ახლახანს, იანვარში კი აზერბაიჯანში ისაევის საერთაშორისო ტურნირზე უკვე ჩემპიონობა აღარავისთვის დამითმია.

სხვათაშორის, წელს საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზეც ვიასპარზე და მესამე ადგილის მოპოვება შევძელი. ერთადერთი შეხვედრა ამ შეჯიბრებაზე ფინალისტ ვალერი გზირიშვილთან დავთმე.

- წლეულს ჭაბუკთა ნაკრების ლიდერის ამპლუაში მოგიწევს გამოსვლა ევროპის და ახლა უკვე მსოფლიოს ჩემპიონატზეც.

- დიახ, წელს აგვისტოში ჯერ ევროპის პირველობა გვაქვს პოლონეთში, ხოლო ცხრა დღეში კი უნგრეთში უნდა ვიჭიდაოთ მსოფლიოს პირველობაზე. მე ორივე შეჯიბრებაში წარმატების მიღწევას შევეცდები. ცხადია ეს ძალიან ძნელი იქნება, მით უფრო, რომ ეს შეჯიბრებები დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთში იმართება, მაგრამ მე პირადი და ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელების ხელმძღვანელობით, სათანადოდ ვემზადები აღნიშნული პირველობებისათვის, ვნახოთ.

- როგორ ფიქრობ, განსაკუთრებით რა მიმართულებით გაქვს სამუშაო, ტექნიკაზე, თუ ფიზიკურ მომზადების თვალსაზრისით?

- ვფიქრობ, რომ ბოლომდე დასახვეწად ორივე მხრივ საკმაოდ სერიოზული სამუშაო მაქვს. მართალია, თუნდაც იმავე, საქართველოს ჩემპიონატზე დამაჯერებლად და დიდი წინააღმდეგობის გარეშე გავხდი ჩემპიონი, მაგრამ როდესაც უფროსებს ვუყურებ ვრწმუნდები ჯერაც რამდენი ოფლისღვრა მომიწევს, იმისათვის რომ ძლიერი ფალავანი გავხდე!

თამაზ ბედიანაშვილი (საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

" წლევანდელ ევროპის და მსოფლიოს პირველობებეზე ჭაბუკთა ნაკრებიდან ყველაზე მეტად გენო პეტრიაშვილის წარმატების იმედი მაქვს. ისე არც შარშან ჰქონია მას ცუდი სეზონი, მაგრამ ახლა გაცილებით უკეთეს ფორმაშია, თანდათან უფრო დახვეწა ჭიდაობის სტილი და ფიზიკურადაც უფრო დაკაცდა. პრობლემას წარმოადგენს წლევანდელი ევროპისა და მსოფლიოს პირველობების გასამართი თარიღების სიახლოვე, რადგან მაგალითად რუსეთის გუნდივით ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ერთი უმნიშვნელოვანესი შეჯიბრებიდან მეორემდე, სულ ცხრა დღეში გუნდის შემადგენლობა შევცვალოთ. თუმცა მძიმე წონაში პირველ ნომერს ალბად არც სხვა შემთხვევაში შევცვლიდი, ვინაიდან პეტრიაშვილი აქ გამორჩეული ფავორიტია"

ნუგზარ სხირელი (გორის ჭიდაობის დარბაზის ხელმძღვანელი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

"გენადი შრომისუნარიანი და მონდომებული ფალავანია. მე ვიცნობ მის ოჯახს და ვხედავ, რომ მშობლები მაქსიმალურად უწყობენ ხელს იმაში, რათა ეს პერსპექტიული ათლეტი დიდ გამარჯვებებამდე მივიდეს.

პეტრიაშვილი ამჟამად 102 კგ-ს იწონის და სიმაღლით 197 სმ-ია, რაც მის ასაკში მძიმე წონის ფალავნისთვის თითქმის იდეალური მონაცემები გახლავთ. ეს მონაცემები და შეჯიბრებებზე ნაჩვენები შედეგები გვაფიქრებინებს მწვრთნელებს, რომ გენოს ძალუძს მომავლისთვის ქვეყნის პირველი ნაკრების მძიმე წონაში ლიდერის ფუნქცია იტვირთოს. ცხადია ეს ხვალ და ზეგ არ მოხდება.

ამისათვის მიზანმიმართული მუშაობაა საჭირო. მაგალითად, ამ ეტაპზე გარკვეული მოსაზრების გამო მე თავს ვიკავებ მისი ფიზიკური მონაცემების განვითარებაზე. უმჯობესია, თუ მიმდინარე სეზონში იგი დღევანდელ წონას შეინარჩუნებს.

გაისად კი უფრო ინტენსიურად დავტვირთავთ ფიზიკურ ვარჯიშებზე და წონაც მოემატება. დიდებში გადასვლისას უპრიანია, თუ ის 120-124 კგ-ს მიაღწევს. აქვე იმას გაგიმხელთ, რომ ასაკიდან გამომდინარე ჩემი სამწვრთნელო კარიერის დასკვნითი მარგალიტი სავარაუდოდ გენო პეტრიაშვილი იქნება. მივიყვან მას მსოფლიო ასპარეზზე შთამბეჭდავ გამარჯვებებამდე და წავალ. თუმცა აქამდე ალბად ხუთი-ექვსი წელია საჭირო".

მომზადებულია msy.gov.ge-ს მიხედვით

genadi kekelia
გილოცავთ წარმატებებს! ვამაყობთ თქვენით! გისურვებ ულევ და უდიდეს წარმატებას...
ekaterine chavchavadze
გენო გილოცავ საყვარელო გუშუნდელ წარმატებას...ძალიან გამიხარდა როდესაც გავეგე შენი სახელი და გვარი ტელევიზიაში, თან ესეთი წარმატებით...მიხარია რომ ესეთი წარმატებას მიაღწიე...შნი მშობლები შენით ნამდვილად იამაყობენ...იბრძოლე იბრძოლე ბერვრი რომ ამაზე მეტ წარმატეას მიაღწიეო იბროძლოე რომ ამ ქვეყანაში შენი ადგილი დაიკავო და შენსას მიაგწევ რაც ჩაფიქრებული გაქვს...კარი ბიჭი ხარ შენი თანასაოფლელები "ნულელებიც" მაყობენ შენით, გისურვებ ულევ და უდუდეს წარმატებას...!!!!!!!!! (ეკატერინე ჭავჭავაძე)
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს