ხორვატიის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა ამიერკავკასიური ფეხბურთის თავისებურება ახსნა
ხორვატიის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელს, ივიცა ოლიჩს ტრავმის გამო საქართველოსთან ევრო-2012-ის შესარჩევის ციკლის მატჩი გაუცდა და რა გასაკვირია, უფრო მეტად იმიტომ ჯავრობს, თბილისში მისმა თანამოძმეებმა მარცხი რომ იწვნიეს.

ივიცა გამოჯანმრთელდა, რუსული "სპორტ ექსპრესის" ჟურნალისტმა კი მისგან ინტერვიუ აიღო და სხვა თემებთან ერთად საქართველო-ხორვატიის საფეხბურთო დაპირისპირებაზეც ჰკითხა.

- უთქვენოდ ხორვატიის ნაკრებს საქმე კარგად არ წაუვიდა – ევრო-2012-ის შესარჩევ ციკლში საქართველოსთან დამარცხდით...

- რა თქმა უნდა, საქმე თავადვე გავირთულეთ, მაგრამ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსს ჯერ კიდევ ვინარჩუნებთ. ვფიქრობ ეს გამოგვივა კიდეც: სწრაფად უნდა დავივიწყოთ თბილისური წარუმატებლობა და ახლა მთელი ყურადღება მომავალ მატჩს (ხორვატია-საქართველო) უნდა დავუთმოთ.

- ხორვატიის ნაკრების კარში გოლი გერმანიაში მოთამაშე კობიაშვილმა გაიტანა. იცნობთ მას?

- არა, ვიცი მხოლოდ, რომ ახლა "ჰერტაში" თამაშობს. თბილისში ძალიან ცუდად ვითამაშეთ და მოგებას არც ვიმსახურებდით. იმედი მაქვს, ეს მარცხი ჩვენთვის გაკვეთილი იქნება.

- ამიერკავკასიაში ხორვატიასთან ერთად რუსეთმაც ცუდად ითამაშა...

- ჰო, ვიცი, რუსეთის ნაკრებს სომხეთთან რომ გაუჭირდა. საერთოდ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ნაკრებები რუსეთისა და სხვა ძლიერი ნაკრებების წინააღმდეგ დაცვითი სტილით თამაშობენ. თუ თავიდანვე არ გაუტან, ძალა და მხნეობა ემატებათ და შემდეგ მათთან გამკლავება სულ უფრო რთული ხდება.

მომზადებულია sport-express.ru-ს მიხედვით

guja kakhadze
თემურ ქეცბაია სპლიტში უარესს დაგმართებთ.
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე