"რეალის" ლიდერი ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში "ბარსელონასთან" ახალი სახელობითი ბუცებით ითამაშებს
მადრიდის "რეალის" ლიდერი კრიშტიანო რონალდო ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში "ბარსელონასთან" ახალი სახელობითი ბუცებით ითამაშებს. შეხვედრა 16 აპრილს მადრიდში გაიმართება. რონალდო მოედანზე CR Mercurial Vapor Superfly III-ის მოდელის ბუცებით გამოვა, რომელიც პორტუგალიელის სახელობითი ბუცების მეორე თაობაა.

ბუცების მთავარი თავისებურება ახალი დიზაინია: ფეხსაცმლის ზედაპირის შავი ნაწილი სინათლის შთანთქმის ეფექტს ქმნის და ამის ფონზე ღია მწვანე სურათი და ლოგოტიპი განსაკუთრებით მკვეთრად იკვეთება.

კრიშტიანო რონალდომ აღიარა, რომ მას ლამაზი ბუცები მოსწონს, სპორტული ფეხსაცმლის დიზაინს კი ყურადღებას ყველა ფეხბურთელი აქცევს. "ბევრი ამბობს, რომ დიზაინი მნიშვნელოვანი არაა, მაგრამ სინამდვილეში ისინი ასე არ ფიქრობენ", - აღნიშნა პორტუგალიელმა.

რაც შეეხება "ბარსელონასთან" მატჩს, რონალდოს თქმით ის ცოტა აღელვებულია, მაგრამ კარგ ფორმაში იმყოფება და მოუთმენლად ელის მომენტს, როდესაც მოედანზე გამოვა.

ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე ესპანეთის ჩემპიონატს "ბარსელონა" ლიდერობს და "რეალს" რვა ქულით უსწრებს. უახლოეს ხანში ეს გუნდები ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდებიან. ესპანეთის ჩემპიონატის შაბათის მატჩების შემდეგ ისინი ქვეყნის თასის ფინალში (20 აპრილს) შეხვდებიან, 27 აპრილს და 3 მაის კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებენ.

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
[VIDEO] არასპორტული და ლაჩრული საქციელი - უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს უკნიდან თავს დაესხა
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა