სილქნეტი - საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი მოხარულია, გაცნობოთ, რომ 2023 წელს მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს.

17 მაისს საბერძნეთში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კონგრესზე გამართულ კენჭისყრაზე, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ საქართველო 2023 წელს სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს ბაკურიანსა და გუდაურში. მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების თაობაზე განაცხადი ქართულმა მხარემ 2017 წელს გააკეთა.

ეს ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი მიღწევა იმ ძალისხმევის შედეგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ, საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ და მისმა გენერალურმა სპონსორმა - "სილქნეტმა" და საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ ერთობლივად გასწიეს წლების განმავლობაში.

"სილქნეტი" უკვე მეათე წელია სპონსორობასა და პატრონაჟს უწევს სამთო-სათხილამურო ფედერაციას. ამ პარტნიორობის ფარგლებში ბევრი რამ გაკეთდა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა "სილქნეტის" მხრიდან საქართველოს ნაკრების და ცალკეული სპორტსმენების წარდგენას მსოფლიო ასპარეზობებზე, რაც გადამწყვეტია სპორტსმენის პროფესიული ზრდისა და წარმატებისთვის. ფედერაციის ჩართულობით და "სილქნეტის" ხელშეწყობით საქართველოს ნაკრები წვრთნებს ზაფხულსა და შემოდგომაზე მსოფლიოს წამყვან სათხილამურო კურორტებზე გადის. მაღალმთიან რეგიონებში სპორტის ამ სახეობის გაძლიერება და განვითარება აქტიურად მიმდინარეობს. დაემატა კურორტები და განახლდა ინფრასტრუქტურა. წლეულს, ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIშ) ეგიდით, წარმატებით ჩატარდა სკი კროსში ორდღიანი ტურნირი, რამაც დიდწილად განაპირობა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად საქართველოს დასახელება.

მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა ქვეყნისთვის, უდავოდ, დიდი წარმატებაა. კომპანია "სილქნეტი" გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, განაგრძოს სამთო-სათხილამურო სპორტის ხელშეწყობა და ჩაერთოს 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის მზადების პროცესში.

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
[VIDEO] ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს