,,სამგურალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია გიგატაძე ბესიკ ხაჭიპერაძემ შეცვალა

,,სამგურალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია გიგატაძე ბესიკ ხაჭიპერაძემ შეცვალა

საფეხბურთო კლუბი წყალტუბოს ,,სამგურალი" ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გიგატაძემ დატოვა. გამოცდილმა სპეციალისტმა გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება გასულ ტურში ,,ნორჩ დინამოსთან" მარცხის შემდეგ მიიღო.

,,სამგურალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მას 33 წლის სპეციალისტი ბესიკ ხაჭიპერაძე შეცვლის, რომელიც ,,სამგურალში" აქამდე გიგატაძის ასისტენტად მუშაობდა.

,,სამგურალი" მადლობას უხდის გია გიგატაძეს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს სამწვრთნელო კარიერაში.

სამწვრთნელო შტაბში განხორციელებული ცვლილებების შესახებ კომენტარი გუნდის დირექტორმა ამირან ვარდანიძემ გააკეთა:

,,გია გიგატაძეს ,,სამგურალის" მიმართ დიდი დამსახურება აქვს. ჩვენს გუნდში 1998 წელს მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაიწყო მუშაობა. 2000 წლიდან დაინიშნა მთავარ მწვრთნელად. მუშაობის პერიოდში გუნდი ორჯერ გადაიყვანა უმაღლეს ლიგაში. 2003–2004 წლების სეზონში შეუძლებელი შეძლო და ფინანსური კრიზისის მიუხედავად გუნდს უმაღლესის საგზური მოუპოვა. სამწუხაროდ, მაშინ უსახსრობის გამო ,,სამგურალმა" უმაღლეს ლიგაში ადგილი ,,ზესტაფონს" დაუთმო. წლების განმავლობაში მუშაობდა ქუთაისის ,,ტორპედოში", გორის ,,დილასა" და ტყიბულის ,,მეშახტეში". 2016 წელს წყალტუბოს ,,სამგურალის" მთავარ მწვრთნელად დაბრუნდა და გუნდს ეროვნული ლიგა 2–ის საგზური მოუპოვა. გასულ სეზონში კი მისი გაწვრთნილი გუნდი მე–4 ადგილზე გავიდა და პლეი ოფში გასვლამდე ცოტა დააკლდა. სამწუხაროდ, მიმდინარე ჩემპიონატში ,,სამგურალს" თამაშები არ წაუვიდა და გია გიგატაძემ თავად მიიღო გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება. მადლობას ვუხდით მას გაწეული სამსახურისთვის და გვჯერა, რომ სამწვრთნელო კარიერაში კიდევ არაერთ წარმატებას მიაღწევს.

რაც შეეხება გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს, ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე ახალგაზრდა მწვრთნელი ბესიკ ხაჭიპერაძე დავნიშნეთ. ხაჭიპერაძემ საფეხბურთო კარიერა ,,სამგურალში" დაასრულა. იყო ,,სამგურალი 2"–ის მთავარი მწვრთნელი, შემდეგ მუშაობდა ,,სამგურალის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტად. საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელშეწყობით კლუბმა მის საწვრთნელო განათლებაში ჩადო ინვესტიცია და წარმატებით გაიარა ა ლიცენზიის კურსები. ბესიკ ხაჭიპერაძემ ამ წლებში დიდი გამოცდილება დააგროვა, ახალგაზრდა, ენერგიული ადამიანია და იმედი გვაქვს რომ გუნდის კრიზისიდან გამოყვანას შეძლებს. მართალია, ,,სამგურალი" რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ მგდომარეობა საგანგაშო არ არის და იმედი გვაქვს, რომ გულშემატკივრების გვერდში დგომით და ერთსულოვნებით შევძლებთ მდგომარეობის გამოსწორებას.

წყალტუბოს "სამგურალის" ოფიციალური გვერდი

კახა კაჭარავა "ოდიში 1919"-ის სათავეშია - ახალი ამბიციების და გამარჯვებების დრო!
საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ექსფორვარდი ეროვნული ლიგა 2-ში ითამაშებს
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
საქართველოში 22 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ითამაშებს
ეროვნული ლიგა. VIII ტური. "დილა" - "სამგურალი" [LIVE]
"ხიმკის" აღზრდილი, მოსკოვის "დინამოს" დუბლები... - ტრანსფერი რუსეთიდან საქართველოში
"სამგურალის" მთავარმა მწვრთნელმა გუნდი დატოვა
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
საქართველოს ნაკრების ექსწევრი, ცნობილი მეკარის სეხნია და ბრაზილიელის მოლოდინში - "სამგურალი" ემზადება