ბოლო დროს აზერბაიჯანულ პრესაში კახა ცხადაძის წინააღმდეგ მასშტაბური კამპანია აგორდა...

ბოლო დროს აზერბაიჯანულ პრესაში კახა ცხადაძის წინააღმდეგ მასშტაბური კამპანია აგორდა. თავიდან ბაქოს "ინტერის" ქართველი მთავარი მწვრთნელი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო გააკრიტიკეს, ბოლოს კი გუნდიდან ახლახანს წასულმა ფეხბურთელებმა განაცხადეს, რომ ცხადაძის გამო, აზერბაიჯანის ჩემპიონობისთვის განკუთვნილი პრემიები ვერ მიიღეს.

გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ "ინტერიდან" წავიდა ელხან აბდულაევი, რომელიც ცხადაძის ასისტენტად მუშაობდა. აბდულაევმა საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზად ქართველ მწვრთნელთან უთანხმოება დაასახელა. "ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ ცხადაძის საქციელში მეტისმეტი თვითკმაყოფილება და ამპარტავნება დავინახე. ამას ჩვენი საუბარი მოჰყვა, სადაც შევთანხმდით, რომ ჩვენი თანამშრომლობა უნდა შეწყვეტილიყო", - განაცხადა აბდულაევმა.

ცხადაძემ, რომელიც მის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიას აქამდე დუმილით პასუხობდა, გუშინ "ექსტრატაიმთან" ბოლოდროინდელ ამბებზე კომენტარი მაინც გააკეთა.

"რაში მადანაშაულებენ ეს ფეხბურთელები? მე რა შუაში ვარ? ამ საკითხზე კლუბის პრეზიდენტ გეორგი ნიკოლოვს უნდა მიმართონ. განა "ინტერში" თანხებს მე ვანაწილებ?! ჩემი თხოვნით, არცთუ დიდი ფული მიიღეს მხოლოდ იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც "ლეხთან" მატჩისთვის ემზადებოდნენ – საბრძოლო სულის ასამაღლებლად და არა იმიტომ, რომ კლუბს მათი ვალი ჰქონდა.

საერთოდ, ძალიან მაინტერესებს ერთი საკითხი. როცა "ინტერში" რაღაც ხდება, ყოველთვის ცხადაძეს რატომ აკრიტიკებენ? ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ჩემი პერსონა ბევრს ყელში ეჩხირება. და იცით, რატომ ხდება ეს? გულახდილათ გეტყვით – მათ ჩემი გუნდის წარმატებების სურთ.

მივმართავ ამ ხალხს – თავი დამანებეთ. ფული მე არასოდეს გამინაწილებია და ამას არც ვაპირებ. მსგავსი საქმიანობითYკლუბის ხელმძღვანელობაა დაკავებული და არა სამწვრთნელო შტაბი. მომეცით საშუალება, ვაკეთო ჩემი საქმე. ყოველთვის ვცდილობ, მეტი ვისწავლო და ნაკლები ვილაპარაკო.

ადამიანთა გარკვეულმა წრემ ჩემს წინააღმდეგ კამპანია ააგორა, მაგრამ ეს ამბავი ოდნავადაც არ მაღელვებს", - აცხადებს ცხადაძე.

შეგახსენებთ, "ინტერის" ხელმძღვანელობა მას კვლავინდებურად ენდობა, ასე რომ, სავარაუდოდ, ცხადაძე და მისი ქართველი ასისტენტი გიორგი ჩიხრაძე ბაქოურ კლუბში მუშაობას გააგრძელებენ.

daria
ეგრე ადვილი არ არის ჩიტო, ჩემი დაწვენა :)
ვასო
ამას ნაღდად დავაწვენ ბეჭებზე. მეჭიდაოს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე