პრემიერლიგა. XXXIII ტურის წინ: „მეთოფეებმა“ ხვალ „ლივერპულთან“ რომ წააგონ, წლეულსაც ჩაუვარდებათ კოვზი ნაცარში
ყველაფერი დღესავით ნათელია: „არსენალმა“ ხვალ „ლივერპულთან“ რომ წააგოს, უკვე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „მეთოფეებს“ წლეულსაც ჩაუვარდებათ კოვზი ნაცარში. სხვა სიტყვებით, არსენ ვენგერის გუნდს ექვსი სეზონის განმავლობაში არაფერი ექნება მოპოვებული, მეშვიდე სეზონის საქმე კი ერთი წლის შემდეგ გამოჩნდება. ასე რომ, შეწყვიტეთ ოცნება, ბატონებოო!

შესაძლოა ვინმემ თქვას, რომ ლონდონში „ლივერპული“ „არსენალის“ მომგები არ არის. ვინ იცის... ერთი ფაქტია, რომ მერსისაიდელებმა ორშაბათს დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს - „მანჩესტერ სიტის“ 3:0 სძლიეს. ორი გოლი ენდი ქეროლმა გაიტანა, ხოლო ერთი დირკ კუიტმა. თვალსა და ხელს შორის იხვეწება ქეროლისა და ლუის სუარესის წყვილი. ცნობისთვის: „წითლებს“ „არსენალისთვის“ ლონდონში 2000 წლის მერე არ მოუგიათ, მაგრამ ქეროლი დარწმუნებულია, რომ ნავსის გასატეხად ყველაფერი მზად არის:

„არანაირი მიზეზი არ არსებობს საიმისოდ, რომ ჩვენ „არსენალი“ ლონდონში ვერ დავამარცხოთ. ბიჭები საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულები არიან. მთავარია მოვინდომოთ და გარწმუნებთ, ლონდონელები ბურთის გასაგორებლად ვერც ადგილს ნახავენ და ვერც დროს.“

ქეროლმა სუარესზეც ილაპარაკა. მოგეხსენებათ, ურუგვაელი მის მსგავსად იანვარში შეუერთდა მერსისაიდელებს და გულშემატკივარს უკვე თავი შეაყვარა. ქეროლმა თქვა:

„ლუისი დიდი ფეხბურთელია. თქვენ შეგიძლიათ მისი ოსტატობა ყოველ შეხვედრაში ნახოთ და შეაფასოთ. ჩვენ ვარჯიშებზე ბევრს და წარმატებით ვმუშაობთ. ჩემი და მისი პარტნიორობა ტურიდან ტურამდე უფრო და უფრო სრულყოფილი ხდება.“

„არსენალი“ იმედოვნებს, რომ მცველი ჟოან ჯურუ და მეკარე ვოიცეხ შჩესნი დაშავებულთა სიიდან ამოეწერებიან და თამაშის განაცხადში მოხვდებიან. შჩესნის გამოჯანმრთელების შემთხვევაში, არსენ ვენგერს კარში 41 წლის იენს ლემანის დაყენება აღარ დასჭირდება. არადა, თუ გახსოვთ, გასულ კვირას, ბლექპულში, როდესაც უშუალოდ მატჩის წინ მეკარე მანუელ ალმუნია დაშავდა, „არსენალის“ თავკაცი იძულებული გახდა კარში სწორედ ლემანი ჩაეყენებინა - კაცი, რომელსაც ფეხბურთისთვის თავი უკვე დანებებული ჰქონდა.

„ჩელსი“ დღეს „ვესტ ბრომვიჩ ალბიონს“ სტუმრობს. ეს იმას ნიშნავს, რომ „ლურჯებს“, რომელთაც ჯერ კიდევ შეიძლება ინგლისის ჩემპიონები ვუწოდოთ, „არსენალთან“ მიახლოების შანსი ეძლევათ. თუ დასავლეთ ლონდონელები მოიგებენ, „არსენალს“ და მათ შორის სხვაობა 24 საათით მაინც შემცირდება ერთ ქულამდე, ხოლო თუ მოხდება ის, რაც ჩვენი წინათქმის პირველ აბზაცში გვიწერია, მაშინ ერთქულიანი სხვაობა შენარჩუნდება კიდეც. „ჩელსის“ ბრაზილიელები, რამირესი და ალექსი არ ეყოლება.

„მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „მანჩესტერ სიტის“ სათასო შეხვედრა აქვთ და ჩემპიონატის შეხვედრას ტოვებენ.

ცხრილის ფსკერზე „ბლექპული“ „უიგანს“ მასპინძლობს - ეს შეხვედრა ეგრეთ წოდებულ ექვსქულიანთა კატეგორიას განეკუთვნება. საყურადღებოა „ბირმინგემისა“ და „სანდერლენდის“ დაპირისპირებაც.

დღეს

ბირმინგემი-სანდერლენდი 18:00

ტრავმა: ჯირანიეკი, ბენტლი, მ. ტეილორი, ვალესი, მაკფადენი, ს. დანი - მენსა, ფ. კემპბელი, ბრამბლი, მეილერი

ბლექპული-უიგანი 18:00

დისკვალიფიკაცია: ფიგეროა (უიგ)

ტრავმა: გილკსი, ბეშემი, გ. კლარკი (ბლექპ)

ევერტონი-ბლექბერნი 18:00

დისკვალიფიკაცია: ნზონზი, გულონი (ბლექბ)

ტრავმა: ტ. კეჰილი, კოულმენი, ბაქსტერი, როდუელი, საა, არტეტა, ფელაინი - ენდრიუსი, გრელა

ვესტ ბრომვიჩი-ჩელსი 18:00

დისკვალიფიკაცია: პაპოე (ჩელსი)

ტრავმა: იბანიესი, დორანსი - რამირესი, ალექსი

ვესტ ჰემი-ასტონ ვილა 18:00

დისკვალიფიკაცია: დივაინი (ასტ)

ტრავმა: სტანისლასი, კოლისონი, კურუჟი (ყველა ვესტ ჰემი)

ხვალ

არსენალი-ლივერპული 19:00

დისკვალიფიკაცია: კოდი (ლივერპ)

ტრავმა: რემსი, დენილსონი, დჯურუ, შჩესნი, ფაბიანსკი, ვერმაელენი - აგერი, გ. ჯონსონი, ჯერარდი, შილვი

1. მანჩესტერი 32 20 9 3 70-32 69

2. არსენალი 31 18 8 5 62-30 62

3. ჩელსი 31 17 7 7 55-25 58

4. სიტი 32 16 8 8 50-30 56

5. ტოტენჰემი 31 14 11 6 44-36 53

6. ლივერპული 32 14 6 12 45-38 48

7. ევერტონი 32 10 14 8 45-41 44

8. ბოლტონი 32 11 10 11 46-43 43

9. ნიუკასლი 32 10 9 13 48-47 39

10. ვესტ ბრომვიჩი 32 10 9 13 46-59 39

11. ფულჰემი 32 8 14 10 36-35 38

12. სტოკი 32 11 5 16 39-42 38

13. სანდერლენდი 32 9 11 12 35-45 38

14. ასტონ ვილა 32 9 10 13 40-53 37

15. ბლექბერნი 32 9 8 15 40-52 35

16. ბირმინგემი 31 7 14 10 31-43 35

17. ბლექპული 32 9 6 17 46-66 33

18. ვესტ ჰემი 32 7 11 14 38-56 32

19. ვულვზი 32 9 5 18 36-56 32

20. უიგანი 32 6 13 13 29-52 31

ბომბარდირები: 21 - ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი); 19 - ტევესი (მანჩესტერ სიტი); 13 - ბენტი (ასტონ ვილა), ქეროლი (ნიუკასლი); 12 - ვან პერსი (არსენალი), ნოლანი (ნიუკასლი); 11 - ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი), ერნანდესი (მანჩესტერ იუნაიტედი); 10 - რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), მალუდა (ჩელსი), დროგბა (ჩელსი), ელმანდერი (ბოლტონი), დემპსი (ფულჰემი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი); 9 - ადამი (ბლექპული), ტ. კეჰილი (ევერტონი), ასამოა (სანდერლენდი), ნასრი (არსენალი), ნანი (მანჩესტერ იუნაიტედი), ტორესი (ლივერპული/ჩელსი), კემპბელი (ბლექპული).

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა