უნდობლობა, რომელიც სპორტსმენებმა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს გამოუცხადეს, ვფიქრობ, გარკვეულწილად, ლეგიტიმურია, - ამის შესახებ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

შოთა ხაბარელი მიიჩნევს, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის მიერ მწვრთნელების გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არასწორი იყო.

მისი თქმით, "წარმატებული მწვრთნელების გადაყენების შემოქმედი არის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი და ის უნდა გადადგეს“. ხაბარელი აცხადებს, რომ ფედერაციაში არსებული ვითარების შესასწავლად შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღოს.

"ძიუდოისტების ერთი დღე არვარჯიში უდრის 1 კვირას. ეს ის სპორტსმენები არიან, რომლებმაც წლების განმავლობაში საქართველოს დიდება მოუტანეს და მათი არვარჯიში არის ძალიან ცუდი. კომისიამაც, ვფიქრობ, გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღოს.

ჩვენ კომისიაზე მოვისმინეთ პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის პასუხები და აღვნიშნეთ, რომ იყო ძალიან ბევრი შეუსაბამობა - კითხვებზე არ იყო პასუხები გაცემული.

არანაირი გარე პირები არ არსებობენ. ეს არის ის ტკივილი, რომელიც ბიჭებს აწუხებთ. იყვნენ წარმატებული მწვრთნელები, რომლებიც გადააყენეს. მოვიდნენ ამ სფეროში სრულიად არაკომპეტენტური ახალი მწვრთნელები და შედეგიც დადგა ეს. ბიჭებიც სწორედ ამას აპროტესტებენ.

ბიჭები ფიქრობენ, რომ ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთა, ის უნდა გადადგეს. მეც ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა მან გადააყენა წარმატებული მწვრთნელები და მოიყვანა თავისი მეგობრები. ეს არის ყველაზე მტკივნეული და ყველაზე ცუდი“, - განაცხადა შოთა ხაბარელმა.

ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებას სპეციალური კომისია სწავლობს, რომელშიც კულტურის სამინისტროს, პარლამენტის სპორტის კომიტეტისა და ოლიმპიური კომიტეტის წევრები შედიან.

მომზადებულია Ipn.ge-ს მიხედვით

▶ ძიუდოისტებმა დავით ქევხიშვილის კაბინეტი აჭედეს და სამუშაო სკამი ნაგვის ურნასთან დატოვეს

გიორგი ჯანიკაშვილი
ან პასუხისმგებლობის ,,არქონა" ,,უქონლობის" ნაცვლად.
levani
ლიპოს რას გადაეკიდე? ლიპო კაპიტანია და ყველა მოქმედი ძიუდოისტის სახელით აკეტებს განცხადებას!! თუ კარგათ დააკვირდები ლიპოს გვერდით ყველა მოქმედი ძიუდოისტია. ლიპო რეიტიგის ლიდერია ნაღდი სულის ქართველია!
Irakli Apkhaidze
ბიჯო ნუ გამაგიჟებთ, სად უნდა წავიდეს წონის საერთაშორისო რეიტინგის ლიდერი?.... ვინაა უკეთესი ალტერნატივა, ველოდებით რომ კაცმა, მსოფლიო და ოლიმპიადა მოიგოს! და ქევხიშვილის ალტერნატივა არის ,,ვედრო მანეთად"
კახა
წავიდეს ლიპარტელიანი კითხვის ნიშნები რომ არ დარჩეს და წავიდეს ქევხიშვილიც ამას კი ვერავინ დაძრავს ისეა ჩაჭიდებული თავის სკამს კარიერისტი ხაბარელი არ მითხარათ ეხლა საუკეთესო მწვრთნელის პრიზი და რაღაცეები კი როდესღაც იყო ეხლა კარიერისტია.
Irakli Apkhaidze
ცუდია რო მძიმე არტილერიამ დააგვიანა და აქამდე არ ჩაერთო, მაშინ ბიჭები დროზე დაუბრუნდებოდნენ ტატამს!
N
არვარჯიში რა უბედურებაა?! ქართული საერთოდ არ იციან? უვარჯიშებლობას ვერ იტყვიან?!
გიორგი
ძალიან უცნაური რაღაცეები ხდება - პარლამენტარი და მით უმეტეს, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მხარს უჭერს ძალადობრივი გზით ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადაყენებას??? კანონის დაცვის სერიოზული პრობლემება აქვს "ძიუდოს ოჯახს" და კიდევ უარესი, ინტელექტის პრობლემა აქვთ სერიოზული.
ლევანი
რაო ზვიადაურმა და ლიპომ ვერ გაქაჩეს და ჩაერთო მძიმე არტელერია?
[VIDEO] პირველი დღე უმედლოდ - მარგველაშვილი ავსტრიის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] ბექაურის სამწუხარო მარცხი ფინალში - საქართველოს ნაკრებმა ტაშკენტის გრან პრიზე ასპარეზობა ერთი მედლით დაასრულა
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
სლოტი თავისას არ იშლის - ცნობილი გახდა "ვულვერჰემპტონთან" "ლივერპულის" სასტარტო შემადგენლობა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს
WU17 | საქართველო 0:0 ლუქსემბურგი
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ჩემპიონთა ლიგის მე-13 ტურის საუკეთესო გოლად აღიარეს
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
კარგი ამბავი - მძიმე ტრავმის შემდეგ ჯეისონ ტეიტუმი მოედანს უბრუნდება
"ნავი სწორი მიმართულებით მიცურავს" - ტუდორი ზედიზედ მესამე მარცხის შემდეგ
[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე
"ბარკოლა "ცრუ ცხრიანზე", "კვარა" მარცხენა ფლანგზე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"მამარდაშვილს სათადარიგოობა მობეზრდა - სლოტისთვის ცვლილება აუცილებელია" - ინგლისური მედია
გურგენიძე მოკლე პროგრამის შემდეგ მეხუთე ადგილზეა
ალეგრი "რეალის" მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში თან ორი ფეხბურთელის გადაყვანას მოითხოვს
გადავა თუ არა "რეალში"? - ვიტინიამ კითხვაზე უპასუხა
"იუვენტუსი" პსჟ-ს თავდამსხმელის დაბრუნებას შეეცდება
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
"რეალი" მბაპეს გარემოცვას არ ენდობა - რა ხდება მადრიდში?
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
მატჩის დღე! ხვიჩა და პსჟ ლონდონელებზე ფიქრში - რას იზამს 3 გიორგი?
პუტინს ძიუდოს ფედერაციაში საპატიო პრეზიდენტობა შეუჩერეს
We love judo: ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 24 ოქტომბერს გაიმართება
ძიუდოს ფედერაცია ტემპს არ აგდებს - ახალი დარბაზები და ინფრასტრუქტურა
5 ივნისს ძიუდოს ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართება
ბოიკოტი დასრულებულია, სკამი თავისუფალია - ძიუდოისტების გაფიცვისა და ბრძოლის ერთთვიანი ქრონიკა
შოთა ხაბარელი: ძიუდოისტები შერიგდნენ და პატრიარქმა დალოცა
აღმასკომი შოთა ხაბარელის წევრობიდან გარიცხვის თაობაზე იმსჯელებს
"პირველ რიგში, შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები" - ხაბარელმა ზივზივაძეს მიმართა
მიხეილ გიორგაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა შოთა ხაბარელის აღმასკომიდან შესაძლო გარიცხვაზე კომენტარი გააკეთეს
შოთა ხაბარელი ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის წევრებს „კოლექტიურ ქევხიშვილებს“ უწოდებს
"როდესაც აღარ ვიქნები, ჩემი სახელი ძიუდოში დარჩება" - შოთა ხაბარელი ილეთის შესახებ, რომელსაც მისი სახელი ეწოდა