წლევანდელი სეზონის ტრიუმფატორი მოთხილამურის ქმარი მისივე მენეჯერი მარკუს ჰიოფლი გახდა
წლევანდელი სეზონის ტრიუმფატორი, მსოფლიოს თასის ახალი მფლობელი მარია რიში დაქორწინდა. გერმანელი მოთხილამურის ქმარი მისივე მენეჯერი მარკუს ჰიოფლი გახდა.

საქორწინო ცერემონია მარიას მშობლიურ ქალაქ გარმიშ-პარტენკირხენში გაიმართა. ჯვრისწერა დღეს, ავსტრიის სამთოსათხილამურო კურორტ კიტცბუელის ტაძარში შედგება და ამ ცერემონიას 200 სტუმარი დაესწრება.

სტუმრების სიაში არ არის თანამედროვე სამთო-სათხილამურო სპორტის მეორე ლიდერი, მარიას ყოფილი მეგობარი ლინდსი ვონი. მას წინა სამ სეზონში ჰქონდა მოგებული მსოფლიოს თასი, მაგრამ წელს გერმანელმა ბოლო მომენტში აჯობა. როგორც ირკვევა, მსოფლიოს თასის ერთ-ერთ ეტაპზე რიშმა და ვონმა სერიოზულად იჩხუბეს, რასაც ორმხრივი საყვედურები და გულში ჩადებული ძველი წყენის გახსენება მოჰყვა.

მარია რიშის მამამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლინდსის ერთი კვირის წინ გაუგზავნეს მოსაწვევი და ვარაუდობდნენ, რომ ამერიკელი წინასწარ შეატყობინებდა ქორწილში სავარაუდო დასწრების შესახებ. მაგრამ რიშს მისგან არანაირი შეტყობინება არ მიუღია.

მარია რიშის ხელისმომკიდე მისი უმცროსი და, ასევე ცნობილი მოთხილამურე სიუზანა რიში იქნება. ქორწილის შემდეგ მარიას ჰიოფლ-რიშის გვარით მოიხსენიებენ.

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა