ესპანური ლიგის MVP: დონჩიჩმა შენგელიას მცირედით აჯობა
ესპანეთის ჩმპიონატის საუკეთესო მოთამაშის გამოკითხვა დასრულდა. სამწუხაროდ, “ბასკონიას” ქართველმა ფორვარდმა, თორნიკე შენგელიამ მთავარი ტიტული ვერ მოიგო. ის საბოლოოდ მე-2 ადგილზე გავიდა, ხოლო პირველობა და MVP-ის ტიტული რამდენიმე დღის წინ ევროლიგის საუკეთესოდ დასახელებულ სლოვენიელს, მადრიდის “რეალის” ვუნდერკინდ ლუკა დონჩიჩს ერგო.

19 წლის დონჩიჩმა შენგელიას მხოლოდ 5 ქულით გაასწრო. ესპანური ლიგის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ქომაგები, მასმედიის წარმომადგენლები, თავად მოთამაშეები და მწვრთნელები მონაწილეობდნენ და მათი აზრით საუკეთესოებს 25 ქულას უწერდნენ, შემდეგ კი, 15, 10 და 5 ქულა მოდიოდა.

საინტერესოა, რომ კალათბურთელებმა პირველ ადგილზე სწორედ შენგელია დააყენეს და თორნიკემ დონჩიჩს ქომაგთა აზრითაც აჯობა, თუმცა, სლოვენიელს დანარჩენ ორ გრაფაში ჩამორჩა და საბოლოოდ, გამოკითხვა 70:75-ზე დათმო.

შენგელიასთვის მიმდინარე სეზონი კარიაერაშიყველაზე შედეგიანი იყო. ის ევროლიგისა და ესპანეთის ლიგის სიმბოლურ ხუთულებში მოხვდა, ხოლო ევროპაში უძლიერესად მიჩნეულ ესპანურ ლიგაში მხოლოდ დონჩიჩს ჩამორჩა. სლოვენიელი კალათბურთელის გადასწრება ურთულესი საქმე გახლდათ, რადგან საერთო აზრით, სწორედ დონჩიჩმა მოაგებინა მადრიდელებს ევროლიგა, ხოლო კარსამომდგარ ნბა-ს დრაფტში სლოვენიელს პირველ ნომრად არჩევას უწინასწარმეტყველებენ.

N
მასეთ "სასტავში" მეორე ადგილი ბრწყინვალე შედეგია! ვულოცავ თორნიკეს და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებ!
სოსო
ყველაზე ობიექტური შემფასებელი მაინც კალათბურთელები არიან,ისინი ხომ უშუალოდ მოედანზე,საკუთარ თავზე შეიგრძნობენ მეტოქის ძალას.გარედან ეს ყველაფერი,უფრო სხვანაირად შეიძლება ჩანდეს.ასეა თუ ისე,ვულოცავ თორნიკეს შესანიშნავ სეზონს და მრავალ,კიდევ უკეთესესს ვუსურვებ მომავალში
ლუკა
ბადრი, ენბიეის დრაფტზე შენგელია იქნება თუ იცით?
badri
მეორე ადგილი განა ცოტაა? ფაქტიურად ევროპაში მოთამაშე კალათბურთელებში მეორე ადგილზეა ისიც 5 ქულით. ბრავო თოკო! ახლა მშვიდად შევხვდეთ დრაფტს.
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
"მერაბმა ლამაზად შეუსრულა - უსმანი ყველა ფრონტზე დამარცხდა" - ამბობს დაღესტანელი პრომოუტერი
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საბა ლაზიშვილი: უმართან ბრძოლა ჩემთვის პირადულია, რადგან კულისებს მიღმა ისეთი რაღაცები მოხდა...
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
[VIDEO] ეს რა იყო - მამუკელაშვილის ბრწყინვალე ჩატენვა და გაოგნებული დონჩიჩი
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
[PHOTO] ჩარტერული რეისი და საჩუქრები დონჩიჩისგან - ლუკამ "ლეიკერსი" სლოვენიაში დაპატიჟა
თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი და "დუბაის" მორიგი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
[VIDEO] შენგელია ვირტუსის დიდების დარბაზში შეიყვანეს | თოკომ ვირტუსს 14 ქულა ჩაუგდო და გაიმარჯვა
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა
"ვიცოდი, როგორი კალათბურთელიც იყო, მაგრამ მისმა ამ უნარებმა გამაოცა" - დონჩიჩმა მამუკელაშვილზე ისაუბრა