ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქეიფ თაუნში ლივერპული მეორდება

ქეიფ თაუნში ლივერპული მეორდება

პორტუგალიის ნაკრები, რომელიც მხოლოდ ქულით იწონებს თავს, ჩრდილოეთ კორეის გუნდს ხვდება, გუნდს, რომელმაც ხასიათი გამოავლინა პენტაკამპეონეთა წინააღმდეგ და კინაღამ სასწაულიც მოახდინა მუნდიალზე... გუნდს, რომელსაც მუდამ უცნაური ისტორიები სდევს თან სამხრეთ აფრიკაში ყოფნისას...

გაიმეორებს რონალდო ეუსებიოს?

21 ივნისი. ქეიფ თაუნი. გრინ პოინტი. 15:30

პორტუგალია-ჩრდ. კორეა

სავარაუდო შემადგენლობები

პორტუგალია (4-1-2-3): ედუარდო - ფერეირა, კარვალიო, ალვეში, კოენტრაო - მენდეში - დეკუ, მეირელეში - რონალდო, ლიდსონი, დანი.

ჩრდ. კორეა (5-3-1-1): მიონ გუკი - იონ ჰიოკი, ჩოლ ჯინი, ჯუნ ილი, კვან ჩონი, იუნ ნამი - ინ გუკი, იუნ ჰაკი, ნამ ჩოლი - იონ ჯო - ტაე სე.

არბიტრი: პაბლო პოსო (ჩილე)

პორტუგალიის ნაკრები, რომელიც მხოლოდ ქულით იწონებს თავს, ჩრდილოეთ კორეის გუნდს ხვდება, გუნდს, რომელმაც ხასიათი გამოავლინა პენტაკამპეონეთა წინააღმდეგ და კინაღამ სასწაულიც მოახდინა მუნდიალზე... გუნდს, რომელსაც მუდამ უცნაური ისტორიები სდევს თან სამხრეთ აფრიკაში ყოფნისას...

მაშ ასე, კეიპთაუნში თქვენს წინაშე 1966 წლის ლივერპულური მეოთხედფინალის რემატჩია. მაშინ მართლაც ლეგენდარული მატჩი შედგა - "გუდისონ პარკზე" ჩრდილოეთ კორეის ნაკრები 25-ე წუთისთვის 3:0-ს იგებდა (!) და ბევრი აღარაფერი აშორებდა ნახევარფინალს, მაგრამ პორტუგალიური ფეხბურთის ლეგენდა ეუსებიომ პოკერი შეასრულა ლი ჩან მიუნის კარში, ერთიც პენალტით ჟოზე აუგუსტუმ გაიტანა და პორტუგალიის ნაკრებმა 5:3 მოიგო მეოთხედფინალი. ეს იყო 44 წლის წინათ...

და რა ხდება დღეს? პორტუგალიის ნაკრები დიდად არის დამოკიდებული კრიშტიანო რონალდოს თამაშზე, ამიტომაც "რეალის" ვარსკვლავი ფრთხილად უნდა იყოს - ფიფამ პორტუგალიელთა საჩივარი არ დააკმაყოფილა, კოტ დივუარის ნაკრებთან მატჩში მიღებული ყვითელი ბარათი რონალდოს არ გაუუქმა, მორიგი გაფრთხილება მას ბრაზილიის ნაკრებთან გადამწყვეტი შეხვედრის გამოტოვებად დაუჯდება.

პორტუგალიის ნაკრები აზიელებთან სათამაშოდ კოტ დივუართან არცთუ დამაჯერებელი მატჩის შემდეგ გადის. აფრიკელებთან შეხვედრაში ერთადერთი საგოლე მომენტი შეექმნათ პირინეელებს, მე-11 წუთზე კრიშტიანო რონალდოს გასროლას ვგულისხმობთ. შემდეგ იყო კარლოშ კეირუშისა და იმავე რონალდოს უცნაური კომენტარები, თითქოს, დროგბა და კომპანია დაცვაში იყო გამაგრებული და ამიტომ გაჭირდა მათი დამარცხება.

კეირუშის გუნდში, რომ ვერაა ხეირიანი ატმოსფერო ჯერ კიდევ ნანის სკანდალმა დაგვანახა. ახლა კი დეკუსა და კეირუშს შორის მომხდარი ინციდენტი გვიდასტურებს, რომ მწვრთნელი მთლად ვერ ფლობს სიტუაციას. არა, დეკუს თანაკლუბელ ანელკასავით არ გაულანძღავს მწვრთნელი, მაგრამ მან კეირუში სერიოზულად გააკრიტიკა, რის გამოც პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია "ჩელსის" ვარსკვლავისგან ოფიციალურ ბოდიშს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში დეკუ კორეასთან ვერ ითამაშებს. ჯერ არაფერი გვსმენია, რომ დეკუმ მოიბოდიშა, მაგრამ ის ჩვეულებრივად ვარჯიშობდა გუნდთან ერთად...

ფიფას რეიტინგში 104-ე ადგილზე მყოფმა კორეამ კი I ტურში 55 წუთი შეინახა კარი მშრალად პირველ ნომრად განთესილ ბრაზილიასთან. ორი გოლის გაშვების შემდეგ თავადაც გამოიღო ხელი და ბრწყინვალე გოლი გაუტანა ჟულიო სეზარს. მოკლედ, ჩრდილოეთ კორეის ნაკრები ადვილად დასამარცხებელი არ არის. აი, ნაკრებში რა ხდება არავინ უწყის, არადა ხმები დაირხა 4-მა ფეხბურთელმა ნაკრების ბაზა მიატოვა და თავშესაფარის მოთხოვნას აპირებსო... ნაკრების ხელმძღვანელობამ ეს კი უარყო, მაგრამ ძალზე არადამაჯერებლად.

კეირუშის ტაქტიკაში გაოცებას იწვევს ის ინტრუქცია, რასაც მწვრთნელი განაპირა მცველებს აძლევს - რაც შეიძლება იშვიათად დატოვონ პოზიცია. სწორედ ამ მიზეზით ურჩევნია პაულო ფერეირა მიგელს, რადგან "ვალენსიას" მარჯვენა მცველი უფრო შემტევია. ეს კი ნაკრებს პოტენციალს აკლებს შეტევებში, მით უფრო რომ "სელეშაუს" მარცხენა ფლანგი მოისუსტებს. ყველამ დაინახა დანის სუსტი თამაში, გაზეთები მის ნაცვლად სიმაოს ვარაუდობენ, მაგრამ კეირუში არ ყიდულობს გაზეთებს და არც კითხულობს. რაღაც საოცარი უნდა მოხდეს, რომ მან ცვლილება განახორციელოს. ერთი ვარიანტია დეკუს ამოვარდნა ზემოთდასახელებული მიზეზის გამო, ამ შემთხვევაში სიმაო მარცხენა ფლანგზე დადგება, რადგან... კეირუშს სხვა ვარიანტი არც დარჩენია, მაგრამ დანის ადგილი მაინც გამოიძებნება მინდორზე - დეკუს ნაცვლად. სხვათა შორის, ვეტერანი ნახევარმცველი ერთ-ერთი უსუსტესი იყო მოედანზე და როცა კეირუშს აკრიტიკებს, სჯობს ჯერ საკუთარი თამაში გაარჩიოს, მერყევი გადაწყვეტილებები, პასების უმეტესობა უკან და ა.შ. ეს დეკუს უკანასკნელი მუნდიალია. წინ ლიდსონს ეგებ ალმეიდა სჯობდესო, ამტკიცებენ პორტუგალიელი კრიტიკოსები, ბოლობოლო ჩრდილოეთ კორეის ტიპის გუნდებთან საბრძოლველად ალმეიდა უფრო შეეფერება შეტევის ხაზს, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, კეირუში გაზეთებს არ კითხულობს...

იყო მომენტები, როცა ბრაზილიასთან მატჩში 11-ივე კორეელი საკუთარ საჯარიმოსთან იყო გამაგრებული! ძნელია ასეთ გუნდს გაუტანო, მით უმეტეს, რომ აზიელებს ხასიათის გამოვლენაც შეუძლიათ, მაგრები არიან ართმევებში და სწრაფები... პლუს მათ ჰყავთ იონ ტაე სე, "კორეელი რუნი". სასაცილოდ არ გვეყო პირველად ეს რომ გავიგეთ, თუმცა თავად რუნი ისე არ წვიმს, როგორც ქუხდა, აი, ტაე სე კი... დაუღალავი ფორვარდი, მუდამ ბურთზე დაგეშილი, ბრწყინვალე პასით. პორტუგალიის ნაკრების დაცვა უნდა უფრთხილდეს მას.

პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველი რაულ მეირელეში აღნიშნავს, რომ სულაც არ არის საჭირო ჩრდილოეთ კორეის ნაკრების განადგურება, მთავარია მოგება, თუნდაც 1:0.

"რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა შეიძლება მიეცეს გატანილ გოლებს, მაგრამ უმთავრესი მაინც მოგებაა. ჩვენი მთავარი მიზანიც ესაა, არავინ ფიქრობს მეტოქის განადგურებაზე, თუმცა რაც მეტ გოლს გავიტანთ უკეთესი იქნება. ჩრდილოეთ კორეა ზუსტად ისევე ითამაშებს, როგორც ბრაზილიის ნაკრებთან შეხვედრაში. ვიცით, რომ ისინი დაცვაში ძლიერები არიან, რადგან თავს 10 კაცით იცავენ. ჩვენ კარგად მოვემზადეთ და მზად ვართ ეს კედელი გავარღვიოთ და მოვიგოთ".

და ბოლოს, იცით თუ არა რომ... ბოლოს კრიშტიანო რონალდომ ნაკრების მაისურით 16 თვის წინათ გაიტანა?

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა