ესპანეთისა და საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრებები ევროპის ჩემპიონატის ფინალში არიან...

ესპანეთისა და საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრებები ევროპის ჩემპიონატის ფინალში არიან. ლუის მილიას ესპანეთმა იოლად დაძლია ნახევარფინალური ბარიერი, ინგლისის ნაკრები სერხიო კანალესის შოუს წყალობით 3:1 დაამარცხა. "ფურია როხიტამ" ჯგუფური ეტაპი სამივე გამარჯვებით დაასრულა, ინგლისელები კი სასწაულებრივ გავიდნენ ნახევარფინალში. ამიტომაც მატჩის ფავორიტი მილიას გუნდი იყო. "როხიტამ" უპირატესობა მე-12 წუთზევე დაამტკიცა, როცა ნაკრების ლიდერმა სერხიო კანალესმა მარჯვენა ფლანგზე გაინავარდა და საჯარიმოს მარცხენა კუთხეში დანი პაჩეკოს უპასა. "ლივერპულის" ახალგაზრდა ფორვარდმა კი არ დაახანა და ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა. ეს პაჩეკოს მე-4 გოლი იყო ევროპის ჩემპიონატზე.

მეორე გოლი კი "როხიტამ" დიდი გუნდის სტილში გაიტანა, კანალესმა ბურთი ქუსლით დაუგდო კეკოს, რომელმაც ბრწყინვალე შესვლა განახორციელა, კაპიტანმა აჯობა ყველას, მათ შორის ინგლისელთა გოლკიპერს და ანგარიში 2:0 გახადა. ინგლისელებმა გაიბრძოლეს, 37-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ჯონ ბოსტოკმა შორეული დარტყმით დაამწუხრა ალექსი - 2:1.

მატჩის ინტრიგას წერტილი 57-ე წუთზე დაესვა, როცა ესპანელებმა დიდებულად გაითამაშეს საჯარიმო, ტიაგო ალკანტარამ ბურთი თავზე გადაუგო ცოცხალ კედელს, კანალესმა კი მეკარეს დაასწრო და ერთი შეხებით გაიტანა. ეს "რეალის" ახალწვეულის პირველი გოლია ევროპის ჩემპიონატზე. ინგლისელებთან მატჩში მან გოლი და ორი საგოლე პასი მიითვალა.

მოგვიანებით, მეორე ნახევარფინალში ტურნირის მასპინძელმა საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრებმა მძიმე ბრძოლაში დაამარცხა ხორვატი თანატოლები და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. მატჩში, რომელშიც თავიდან ბალკანელები იგებდნენ, გამარჯვების გოლი შორეულ დაბალ კუთხეში ეფექტური "მოჭრილი" დარტყმით ბაკამბუმ გაიტანა.

ესპანეთი-ინგლისი 3:1

გოლები: 1:0 პაჩეკო (12), 2:0 კეკო (34), 2:1 ბოსტოკი (37), 3:1 კანალესი (57)

საფრანგეთი-ხორვატია 2:1

გოლები: 0:1 ადემი (4), 1:1 კაკუტა (37), 2:1 ბაკამბუ (83)

buba
ამდენი ფული აქვთ და გემოვნება 0 ....
bua
უხხ,რა ბიჭები იზრდებიან!
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა