ლიდერმა "სპარტაკს" დამაჯერებლად სძლია, მდევრის მარცხითაც ისარგებლა და პირველობა კიდევ უფრო გაიმყარა
ყველაფერი "ზესტაფონის" ხელშია - თუ გია გეგუჩაძის გუნდმა დარჩენილ მატჩებშიც ასეთი ხარისხის ფეხბურთი აჩვენა, ჩემპიონობას დაუბრკოლებლად შესწვდება. უმაღლესი ლიგის ერთპიროვნულმა ლიდერმა უძლიერესთა შორის დასარჩენად მებრძოლ "სპარტაკს" დამაჯერებლად სძლია, უახლოესი მდევრის მარცხითაც ისარგებლა და პირველობა კიდევ უფრო გაიმყარა.

"სპარტაკისთვის" კი გუშინდელი დღე ორმაგად მტკივნეული გამოდგა - ზესტაფონში განცდილი მარცხის გარდა, ბადრი კვარაცხელიას გუნდის სატურნირო მდგომარეობა კონკურენტი "კოლხეთის" გამარჯვებამაც დაამძიმა.

"დავით აბაშიძეზე" პირველი ტაიმი მეტ-ნაკლებად თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. თითქოს სტუმრებს იმერეთიდან ქულის წაღების შანსიც ჰქონდათ, მაგრამ შესვენების შემდეგ "ზესტაფონი" გაცილებით მძლავრად ათამაშდა და მიზანსაც მალე მიაღწია. შოთა გრიგალაშვილის გამჭოლი პასით დასარტყამ პოზიციაზე ნიკა გელაშვილი გავიდა და ანგარიში აუღელვებლად გახსნა. სტუმრები მიიჩნევენ, რომ ამ ეპიზოდში "ზესტაფონის" თავდამსხმელი მათ მცველს ეუხეშა.

შეგახსენებთ, დისკვალიფიკაციის გამო მან და მურთაზ დაუშვილმა "დინამოსთან" მატჩი გამოტოვეს, გუშინ კი "ზესტაფონმა" ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობით ითამაშა. მოედანზე არ გასულა "დინამოს" კარში გამარჯვების გოლის გამტანი გიორგი ჭანკოტაძე, ხოლო იმ შეხვედრის კიდევ ერთი გამორჩეული ფიგურა საბა ლომია სხვა რამდენიმე გამოცდილ ფეხბურთელთან ერთად საერთოდ ვერ მოხვდა გუნდის 18-კაციან განაცხადში.

1:0-ზე "სპარტაკს" გათანაბრების ერთადერთი შანსი ჰქონდა - მიხეილ ჯიშკარიანის ჯარიმა როინ კვასხვაძემ კუთხურზე მოიგერია, თავის მხრივ კი მასპინძელთაგან ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა ხელიდან გელაშვილმა გაუშვა - მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ გამოცდილმა სოსო გრიშიკაშვილმა დარტყმის კუთხე შეუმცირა და საქართველოს ნაკრების ფორვარდმა მიზანს ააცილა.

შეცვლაზე შესულმა რატი წინამძღვრიშვილმა მატჩის მიწურულს პირადი ტრადიცია გააგრძელა - ამ სეზონში ხომ ყველა გოლი მაშინ გაიტანა, როცა სასტარტოში არ იყო გამწესებული. ასისტენტობა რატისაც გრიგალაშვილმა გაუწია, "ზესტაფონის" ნახევარმცველი გუშინ აშკარად გამორჩეული იყო.

15.04. ზესტაფონი. დ. აბაშიძე. 1 500 მაყურებელი

ზესტაფონი-სპარტაკი 2:0

გოლები: 1:0 გელაშვილი (52. გრიგალაშვილის პასით), 2:0 წინამძღვრიშვილი (80. გრიგალაშვილის პასით)

ზესტაფონი სპარტაკი

4-4-2 4-4-2

რ. კვასხვაძე გრიშიკაშვილი

ალადაშვილი ჭაფოძე

გ. ონიანი ბოიომო

მ. კობახიძე გ. ალავიძე

ელიავა მანჩხავა

მ. დაუშვილი დეკანოიძე

გრიგალაშვილი მგელაძე

ძარია მამუჩიშვილი

გორგიაშვილი ჯაკობია

დვალი მ. ბარაბაძე

გელაშვილი მეტრეველი

ზესტაფონი

69. გორგიაშვილი - აფციაური

71. გელაშვილი - წინამძღვრიშვილი

78. დვალი - ბაბუნაშვილი

სათადარიგოები: მამალაძე, ბენაშვილი, ხიდეშელი, ჭანკოტაძე

სპარტაკი

46. ჭაფოძე - სეფიაშვილი

54. მეტრეველი - ბუზალაძე

61. ალავიძე - მ. ჯიშკარიანი

სათადარიგოები: ნ. დაუშვილი, ტეტუნაშვილი, კილასონია, ზერეკიძე

გაფრთხილება: კობახიძე (33), ბოიომო (64), გელაშვილი (68)

არბიტრი: მ. ბეუქლიშვილი

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე