ოთარ გაბელია: ვმუშაობთ, რომ 3 ივნისს ხორვატიასთან მატჩამდე ამხანაგურად ერთხელ მაინც ვითამაშოთ
არნემის "ვიტესის" ვებგვერდმა გაავრცელა ინფორმცია, რომ გიორგი ჭანტურია 20-დან 23 აპრილამდე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს. როგორც ცნობილია, სწორედ აპრილის ბოლოს გეგმავდა ოთარ გაბელია საუდის არაბეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას.

თუმცა ჭანტურიას ჩამოსვლა და ნაკრებში თამაშის საშუალება არ მიეცემა, რადგან საუდის არაბეთში ჩვენი გუნდი არ გაემგზავრება.

"არაბები ძალიან უცნაურად მოიქცნენ. ჯერ თავად შემოგვთავაზეს შეხვედრის გამართვა, ორი სავარაუდო დღე შეარჩიეთ, როდის გიჯობთ ჩამოსვლაო. პირველად გვითხრეს, 24-ში ვითამაშოთო, შემდეგ გადათქვეს და, 22-ში ხომ არ შევხვდეთო. მერე მიკიბ-მოკიბვა დაიწყეს და ბოლოს უარი შემოგვითვალეს, უკაცრავად, თამაში აღარ გამოდისო. არადა, ეს იდეა თავად ეკუთვნოდათ.

ახლა ვმუშაობთ, რომ 3 ივნისს ხორვატიასთან მატჩამდე ამხანაგურად ერთხელ მაინც ვითამაშოთ და კანდიდატებს დავაკვირდეთ. ავსტრიულმა ტურნირმა დაგვანახვა, რომ გუნდის დაკომპლექტებამდე სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი. ფეხბურთის ფედერაცია მოლაპარაკებას რამდენიმე ფედერაციასთან აწარმოებს და იმედია, ხორვატიამდე კანდიდატების შემოწმების საშუალება მოგვეცემა.

ის კი დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ხორვატიამდე ათდღიან შეკრებას ჩავატარებთ. იმ დროისთვის ჩემპიონატები დასრულდება და უცხოეთის კლუბებიდან კანდიდატების გამოძახების პრობლემა აღარ შეგვექმნება, ფიფას კალენდარი ხელს ვერ შეგვიშლის"- ამბობს გაბელია.

ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ადასტურებს, რომ სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს:"ცხადია, კანდიდატებს მანამდეც დავაკვირდებით. უკვე ვთქვი, რომ სერიოზული ცვლილებები იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ავტომატურად გადავუსვამთ ხაზს ყველას, ვინც ავსტრიაში თავი ვერ გამოიჩინა. მათ ჩემპიონატის დარჩენილ ტურებშიც დავაკვირდებით, იქნებ, ვინმე უკეთ ათამაშდეს. ცხადია, ახალ კანდიდატებსაც ვეძებთ".

გაბელიას არა მხოლოდ კანდიდატების კონდიციები, რუსეთში მოთამაშე ქართველების გამოძახებისად არსებული პრობლემებიც ადარდებს:"ძალიან მაფიქრებს ის ამბავი, რომ რუსეთში მოთამაშე ქართველებს სავიზო პრობლემები ექმნებათ. არაბეთში მატჩის გამართვის იმედად ყაზანის "რუბინის" მცველების, საბა კვირკველიასა და ავთანდილ ბრაჭულის გამოძახება მსურდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ვერ ჩამოვიდოდნენ, რადგან კლუბში დაბრუნების პრობლემა შეექმნებოდათ.

რუსეთში ჩემთვის გაუგებარი კანონები მოქმედებს, ბიჭებს კლუბთან კონტრაქტები აქვთ გაფორმებული, მაგრამ რუსეთიდან თუ გავლენ, ვიზა უუქმდებათ და ხელახლა აღება სჭირდებათ, რასაც საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ასე ფორმიდან ამოვარდებიან და, ცხადია, სათამაშო პრაქტიკაც არ ექნებათ. ეს კი სერიოზული პრობლემაა და არ ვიცი, როგორ მოგვარდება".

შეგახსენებთ, რომ ხორვატიისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებები 3 ივნისს დუგოპოლიეში ითამაშებენ.

16-წლამდე ნაკრებმა თურქული შეკრება დაასრულა
15-წლამდე ვაჟთა ნაკრები თურქეთში მიემგზავრება
U18 | სასელექციო შეკრება რუსთავში
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია